წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 6961 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

იხვინომერი პირველი ფინანსური კონსულტანტი ევროპაში, ცნობილი მწერალი და ბიზნესმენი, ტაიმ-მენეჯმენტისა და ფინანსების მართვის უბადლო სპეციალისტი ბოდო შეფერი არაორდინარული აზროვნებით გამოირჩევა, რის გამოც მას ”ფინანსური მოცარტი” უწოდეს.

მისი სემინარები წარმატებით ტარდება, ხოლო ნაშრომები დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში და ბევრისთვის სასწავლო სახელმძღვანელო გახდა ფინანსურ და დროის მართვის საკითხებში.

მცირე ექსკურსი მის ერთ-ერთ ნაშრომში, რომელიც შეიძლება თქვენთვის ბევრის მთქმელი, საინტერესო და რაც მთავარია სასარგებლო აღმოჩნდეს.

მან ადამიანები ცხოვრების წესის მიხედვით ორ ნაწილად დაყო - იხვები და არწივები. თუ ზედაპირულად შევხედავთ, იხვი ჰგავს არწივს, მაგრამ სინამდვილეში მათ შორის დიდი განსხვავებაა.


პარალელები:

  • იხვები ამბობენ - ”მე არ შემიძლია ჩემს თავს ამის უფლება მივცე!”, არწივები კითხულობენ-”რა გავაკეთო, რომ ჩემს თავს ამის უფლება მივცე?”;
  • იხვები პესიმისტები, არწივები კი ოპტიმისტები არიან;
  • იხვები ერთმანეთს ნეგატიურ შთაბეჭდილებებს უზიარებენ, მაშინ როცა არწივები მხოლოდ პოზიტიურ, დადებით საკითხებზე საუბრობენ;
  • იხვები მხოლოდ სავალდებულო, აუცილებელ მოთხოვნებს და საქმეებს ასრულებენ. არწივები ნემსის ყუნწში ძვრებიან, რომ გააკეთონ იმაზე მეტიც კი, რასაც მათგან არავინ არ ითხოვს;
  • იხვები ნელა მუშაობენ, მათი დევიზია ”მე სამსახურში ვარ და არა მარათონზე”. არწივები ყველაფერს რაც შეიძლება სწრაფად ასრულებენ.
  • იხვებმა ყველაფერი ყოველთვის სხვებზე კარგად იციან და მუდამ შეუძლიათ მოძებნონ მიზეზი, რათა არაფერი გააკეთონ. არწივებს შეიძლება ყველაფერი შეასწავლო, ისინი სწრაფად ითვისებენ და აკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა;
  • იხვები ეძებენ მიზეზს - არწივები გამოსავალს;
  • იხვები არ იღებენ თავს თავზე არანაირ რისკს, არწივებს ხანდახან ეშინიათ, მაგრამ მიუხედავად ამისა მოქმედებენ. ისინი უფრო მამაცები არიან.
  • იხვები დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე მუშაობენ, არწივები დილის ექვსი საათიდან საღამოს ათ საათამდე;
  • იხვები ყველა შესაძლებლობაში პრობლემას ეძებენ, არწივები პრობლემაში შესაძლებლობას პოულობენ;
  • იხვები ცუდად მოიხსენიებენ მათ ვინც მათ გვერდით არ იმყოფება, არწივები მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ ან დუმან;
  • იხვებს ჩვეულებრივ ჭირდებათ დრო, გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ მათ შეუძლიათ მალევე გადაიფიქრონ. არწივები მალე იღებენ გადაწყვეტილებას რადგან მათი ღირებულებები სუფთაა, ისინი ენდობიან საკუთარ ინტუიციას;
  • იხვები ყურადღებას ამახვილებენ სიძნელეებზე, არწივები საძნელეების დაძლევის გზებზე;
  • იხვები დიდი ხნის განმავლობაში, ან საერთოდ არ ივიწყებენ უსამართლო მოპყრობას, არწივები მალე პატიობენ;
  • იხვები ელოდებიან როდის დააპურებენ და თუ საკმარისს ვერ მიიღებენ - ყიყინებენ. არწივები თვითონ მოიპოვებენ იმას, რაც ჭირდებათ;
  • იხვებს უყვართ ის, რაც უკვე გააჩნიათ, არწივები უქმნიან საკუთარ თავს იმას, რაც სურთ;
  • იხვები მალე აღეგზნებიან, ხშირად წვრილმანების გამო, რადგან ამ დროს გრძნობენ, რომ ცოცხლობენ. არწივები არც წვრილმანებს და არც საკუთარ თავს სერიოზულად არ აღიქვამენ;
  • იხვები აკრიტიკებენ გარემოებებს, არწივები ცვლიან მათ;


განსაკუთრებით შესამჩნევი და აღსანიშნავი იხვების ხასიათიდან მათი ყიყინია. იღვიძებს - ყიყინებს, შია? - ყიყინებს, რამეთი უკმაყოფილოა? -  ყიყინებს, თუ სხვა იხვები საკვებს წაართმევენ - ყიყინებს, თუ დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს - ყიყინებს.

შესაბამისად რას სწავლობენ იხვის ჭუკები იხვებისგან? - როგორ უნდა იყიყინონ.

არწივიროდისმე გინახავთ როგორ ასწავლიან არწივები თავიანთ მართვეებს ცხოვრებას?

ისინი პირველად რბილ საფენს აცლიან ბუდეს, რომლითაც მოფენილია მისი ფსკერი, შემდეგ აცლიან ბალახებს, უბრალოდ ყრიან მას ბუდიდან.

ბუდე თანდათან მოუხერხებელი ხდება, შემდეგ ნელ-ნელა, თითო-თითო პატარა ტოტს აცლიან ბუდეს.

მართვეებს უჭირთ უხეშ ტოტებზე ჯდომა, მალე ამჩნევენ რომ ეს არაა მოსახერხებელი და იძულებული არიან დასახმარებლად ფრთებს მიმართონ.

თუ რომელიმე მართვე მხდალი აღმოჩნდება, მშობლები მას ბუდიდან აგდებენ. თუ მართვე ვარდნის მომენტში ფრთებს არ გაშლის, მშობლები მას ქვემოდან შეუფრინდებიან და ბუდეში აბრუნებენ, იმისთვის, რომ ისევ გადმოაგდონ.

ასე გრძელდება მანამდე, სანამ მართვე ფრენას არ ისწავლის.

გერბიარწივები ვერ იტანენ ადგილის ტკეპნას და სიზარმაცეს, ისინი მუდმივ მოქმედებაში უნდა იყვნენ, ამიტომაც აყენებენ მაღალ მოთხოვნებს ირგვლივ მყოფების მიმართ.

არწივების გარემოცვაში შეუძლებელია არ გაიზარდო.

ალბათ ესაა იმ პატივისცემის მიზეზი, რასაც არწივი იმსახურებს, შემთხვევითი არაა რომ მისი გამოსახულება ბევრ გერბს ამშვენებს.

კარგად დააკვირდით რომელი გამოსახულება ამშვენებს თქვენს გერბს?

არწივიცა და იხვიც უზენაესმა შექმნა, მანვე მიანიჭა ადამიანს არჩევანის უფლება, რომელი კანონებით სურს ცხოვრება, არწივის თუ იხვის...

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?

თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის aura