მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 23887 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ფუტკარი და ფუტკრის პროდუქტებიპირველი მინიშნება ფუტკრის თაფლის პროდუქტების სამკურნალო თვისებების შესახებ, ამოკითხულია პაპირუსებიდან, რომელიც შექმნილი იყო რამდენიმე ათასი წლის წინათ და განეკუთვნებოდა ძველი ეგვიპტის ხანას.

ფუტკრის შესახებ უამრავი მითი და ლეგენდაა გავრცელებული. აღსანიშნავია, რომ ყველა ეგვიპტელი ფარაონი "ფუტკართა მბრძანებლის" ტიტულს ატარებდა. ფუტკარი სამეფო ემბლემაზე იყო გამოსახული, ხოლო ფარაონის გარდაცვალების შემდეგ მის გამოსახულებას აკლდამაზეც გამოსახავდნენ. 

ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა პირველებმა ჩართეს ფუტკრის მრავალფეროვანი პროდუქტები სხვადასხვა სახის წამლების შემადგენლობაში. ძველ საბერძნეთში, ბერძნები მისალმების დროს იყენებდნენ ასეთ ფრაზას: "დაე დაგნესტროს ფუტკარმა", რაც ნიშნავდა, რომ ისინი გულწრფელად უსურვებდნენ ერთმანეთს ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

ძველი ბერძნები დარწმუნებული იყვნენ, რომ ზევსს ჩვილობაში ფუტკრის ნექტრით კვებავდნენ. ხშირად, ფუტკრის თანხლებით გამოსახავდნენ ცხოველებისა და ნადირობის ქალღმერთ არტემიდეს. თაფლის სამკურნალო თვისებები კარგად შეისწავლა და აღწერა ჰიპოკრატემ.

ცნობილი ფაქტია, რომ ბრძოლისას მოკლული ალექსანდრე მაკედონელის ცხედარი თაფლში მოათავსეს და რამდენიმე კვირიანი მგზავრობის შემდეგ, მისი გაუხრწნელი სხეული სამშობლოში ჩაიტანეს. 

ცნობილია, რომ ფუტკრის პროდუქტებით საკმაოდ წარმატებით მკურნალობდნენ სხვადასხვა ქვეყნის მბრძანებლები. მაგალითად შვედეთის მეფე კარლ ბრწყინვალე ფუტლის ნაკბენით საკმაოდ წარმატებით მკურნალობდა რევმატიზმს.

ფუტკრების შემსწავლელ მეცნიერებას აპიოლოგია (აპიდოლოგია) ეწოდება. მსოფლიოში დაახლოებით 30 ათასი სახეობის ფუტკარი არსებობს, და ყველა კონტინენტზე ბინადრობს ანტარქტიდის გარდა.

პალეონტოლოგთა აზრით, ფუტკრები დედამიწაზე 30 მლნ. წლის წინ გაჩნდნენ, ადამიანებმა კი თაფლი ჯერ კიდევ ქვის ხანაში გასინჯეს. ესპანეთის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე აღმოჩენილია ნახატი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 7 ათასი წლის წინაა შექმნილი და მასზე გამოსახულია ადამიანი, რომელიც ფუტკრის ბუდიდან  თაფლს  იღებს. 

ჰერალდიკაში თაფლი და ფუტკარი მოთმინებისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლო იყო. ფუტკრებს ხშირად, ბანკების სიმბოლოებად გამოსახავენ.

თაფლის სასწაულმომქედი თვისებების შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი. მას უამრავ სამკურნალო, გამაჯანსაღებელ, გამაახალგაზრდავებელ თვისებას მიაწერენ. დედოფალი კლეოპატრა თაფლს სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად იყენებდა.

100 გრამი თაფლის შესაგროვებლად ფუტკარს 46 კმ-ის გაფრენაც უწევს. ზოგიერთი ჯიშის ფუტკარს საკუთარ წონაზე სამჯერ მეტი ტვირთით ფრენა შეუძლია. ფუტკარი დაახლოებით 65 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს, თაფლით დატვირთული კი ორჯერ ნაკლები სიჩქარით.

ყვავილის არომატს ფუტკარი 1 კმ-ის მანძილზე გრძნობს. სხვათა შორის, გაწვრთნილი ფუტკტრები ნარკოტიკს ადამიანსა და ძაღლზე სწრაფად, შეუცდომლად პოულობენ. ლაბორატორიებში გაზრდილ ფუტკრებს ისეთ სურათებზე უყვართ "ჩამოჯდომა", სადაც ყვავილები ხატია, მათ საყვარელ ტილოდ კი - ვან გოგის "მზესუმზირები" მიიჩნევა 

ბუნებაში გვხვდება ალბინოსი ფუტკრებიც, რომელიც ძალიან შხამიანია. ყოველწლიურად, ამ მწერის ნაკბენისგან უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე - გველისა და სხვა შხამიანი ქვეწარმავლების ნაკბენისგან. ფუტკრები "მათემატიკოსები" არიან: მათ მიერ აშენებული ფიჭის კუთხეები ყოველთვის ტოლია.

ასეულობით წლების განმავლობაში, ფუტკრის მიერ ყვავილების ნექტრისგან გამომუშავებული თაფლი ერთადერთი ხელმისაწვდომი ტკბილი პროდუქტი იყო ადამიანისათვის. დღეისათვის თაფლის შემცვლელად შაქარს იყენებს ადამიანი.

მიუხედავად  ამისა, თაფლი დღემდე ერთადერთ  პროდუქტად  ითვლება, რომელსაც იმდენი მნიშვნელოვანი შენაერთი და ელემენტი აქვს,  სხვა პროდუქტს რომ არ გააჩნია.

მასში სჭარბობს მონოსახარიდები - გლუკოზა და ფრუქტოზა. გლუკოზა ხელს უწყობს ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფაში, ორგანიზმში  არეგულირებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს გულის მუშაობას.

ყველაფერი ფუტკრისა და ფუტკრის პროდუქტების შესახებამიტომაც ითვლება თაფლი ღვიძლის, გულის დაავადებების, გონებრივი და ფიზიკური გადაღლის სამკურნალო საშუალებად.

ამავდროულად, იგი საუკეთესო წამალია გასტრიტის, ტუბერკულოზის, სასუნთქი გზების, პროსტატისა და მრავალი სხვა დაავადების განსაკურნებლად.

თაფლი დაახლოებით 180 ბიოლოგიურ ნაერთს შეიცავს, მათ შორის: თითქმის ყველა ამინომჟავას, 8 ფერმენტს, 9 ვიტამინს, 22 მიკრო და მაკროელემენტს, რომლებიც ბუნებრივ ანტიბიოტიკებს წარმოადგენენ. 

თაფლი არა მარტო გემრიელი პროდუქტია, არამედ საკვები ელემენტების ძვირფასი კომპლექსიცაა, რაც დიდ როლს ასრულებს ასიმილაციის პროცესში. იგი სწრაფად აღადგენს იმ ენერგიას, რაც ადამიანის ყველაზე მაღალი დღიური აქტივობის პერიოდშია დახარჯული.

დადგენილია თაფლის ძირითადი უპირატესობა სხვა პროდუქტებთან  შედარებით:

»» არ აღიზიანებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის  ლორწოვან გარსს;

»» ადვილად და სწრაფად ითვისებს ორგანიზმი;

»» სწრაფად  აღადგენს  საჭირო  ენერგიას;

»» საშუალებას აძლევს სპორტსმენებს, უსწრაფესად აღიდგინონ  ძალები;

»» ყველა  შაქარზე  უფრო ადვილად ატარებს  თირკმლები;

»» ახდენს კუჭზე ბუნებრივ, ოდნავ შემარბილებელ მოქმედებას;

»» და სხვა...

ფუტკრის პროდუქტებიბევრი ადამიანი თაფლის ნამდვილი მოყვარულია, მაგრამ უმრავლესობას ის მხოლოდ ავადმყოფობის დროს ახსენდება.

ძველი ბერძნები თაფლს ჯადოსნურ ელექსირს უწოდებდნენ, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს.

თუ ყოველდღიურად სამ კოვზ თაფლს მიირთმევთ, არამარტო იმუნიტეტს აიმაღლებთ, არამედ სილამაზესა და ახალგაზრდობას შეინარჩუნებთ და ჭარბი წონისგანაც გათავისუფლდებით.

არცთუ დიდი ხნის წინ, დიეტოლოგები გახდომის მოსურნეებს თაფლის მიღებას უკრძალავდნენ. დღეს კი პირიქითაა, თაფლის სპეციალურ დიეტებსაც კი ნიშნავენ.

ექიმები  ამტკიცებენ, რომ თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და ბევრი პროდუქტის შემცვლელიცაა. ის ხომ თავისი შემადგენლობით უზარმაზარი "საწყობია", სადაც თავმოყრილია ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები და სხვადასხვა მჟავა. თაფლი ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ, ამშვიდებს  ნერვულ სისტემას და ანადგურებს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს.

ხალხური მედიცინის  თანახმად, თუ 1 ჩაის კოვზ თაფლს 1 კვერცხთან ერთად გათქვეფთ და ამ სახით ნიღაბს გაიკეთებთ, კანს აუცილებელი მიკროელემენტებით მოამარაგებთ. თაფლი ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც უკვე გაჩენილ ნაოჭებს ასწორებს და ხელს უშლის ახლის წარმოქმნას.

ინგლისელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტით თაფლი  25%-ით  უფრო კარგია, ვიდრე  სხვა კოსმეტიკური საშუალებები. მის ბაზაზე დამზადებული ნიღბები კვებავს და ათეთრებს სახის  კანს, აქრობს გამონაყარს.

ხახვისა და თაფლის ნარევი უძველესი დროიდან თმების გასამაგრებლად გამოიყენებოდა. თუ მამაკაცი სახის გაპარსვის შემდეგ  დისკომფორტს განიცდის, რეკომენდებულია, კანი თაფლით დაიმუშაოს, რადგან ის სიხლდენას აჩერებს, აძლიერებს  რეგენერაციის  პროცესს და კანსაც არბილებს.

ხანდახან თავი თაფლის აბაზანით გაინებივრეთ. ერთი ასეთი აბაზანისთვის 250გრ. თაფლი დაგჭირდებათ. გახსენით ის თბილ წყალში, ჩაუშვით აბაზანაში და 15 წუთით ჩაწექით. ეს პროცედურა არაჩვეულებრივად ამაღლებს  საერთო ტონუსს.

თაფლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. უძველესი ხალხური მედიცინა გვირჩევს, რომ ყოველდღიურად, გვიან ღამით, 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლის მიღება საუკეთესოა წყლულოვანი დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

თაფლის აბაზანებიფარმაკოდინამიკური ელემენტების შემცველობის მეოხებით, თაფლი აღადგენს კუჭისა და ნაწლავის მოქმედებას.

ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი თვისება, ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის ნერვულ დაბოლოებათა გაღიზიანებას, რაც, თავის მხრივ, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს თავის ტვინის ქერქსა და ქერქვეშა ნაწილზე.

თაფლი ხელს უწყობს კუჭში ფერმენტული პროცესების დაქვეითებას, ხოლო მასში შემავალ შაქრებს, ორგანიზმი გარდაუქმნელად შეიწოვს. 

თაფლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, მისი თერაპევტული ღირებულებაა.

 

ყველაფერი თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ