წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 6917 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რა არის ჭეო?

ფუტკრის პური (ჭეო) - რა არის ჭეო?ფუტკრები ამ პროდუქტს აბსოლუტურად გააზრებულად ამზადებენ. ზრუნავენ რა თავიანთ პატარებზე, მომავალ თაობაზე, იღებენ სხვადასხვა სახეობის ყვავილების მტვერს, რაც ქმნის მიკროელემენტების შემცველ თავისებურ კოქტეილს.

ჭეოს დამზადების პროცედურა ასეთია: ფუტკრებს, ყვავილების მტვერი შეაქვთ სკის ჩარჩოთა შორის სივრცეში, შემდეგ გადაიტანენ შეგროვილ მტვერს ფიჭის უჯრედში, დატკეპნიან და ნერწყვით ამაგრებენ მის ზედაპირს (მეცნიერთა მოსაზრებით ფუტკრის ნერწყვს გააჩნია არაჩვეულებრივი შემადგენლობა და განსაკუთრებული ფერმენტი). სხვა ფუტკრები კი მაშინვე გადაასხამენ ამ მასას თაფლს.

ამის შემდეგ იწყება მტვრის გაღვივების პროცესი, რომლის დროსაც ის მდიდრდება E ვიტამინით. შემდეგ მტვერში, რომელიც სამი მხრიდან ფიჭითაა დაგმანული, ზემოდან კი თაფლით, ნერწყვის  ფერმენტების გავლენით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ქიმიური ცვლილებები. ამ დროს შაქრის ნაწილი გარდაიქმნება რძის მჟავად, რომელიც შესანიშნავად აკონსერვებს მტვრის მალფუჭებად კომპონენტებს.

ბოლო ფაზა, რომელიც უშუალოდ შვილების კვების წინ მიმდინარეობს, ესაა სტრუქტურიზების ოპერაცია, როდესაც ჩაიდება პროგრამა, რომელიც ცოცხალ ორგანიზმზე ზემოქმედებას მოიაზრებს. ამ პროდუქტის მიღების შემდეგ, პაწაწინა ფუტკრებს უყალიბდებათ სისხლწარმომქმნელი და გულსისხლძარღვთა სისტემა, ნერვული, ძვლის სისტემა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

ფორმირება იმ ბუნებრივი პროგრამის  მიხედვით მიმდინარეობს, რომელიც ფუტკრებშია ჩადებული. 3 დღეში ფუტკრის პაწაწინა მატლები 1500-ჯერ იზრდება. ასეთი ბიოლოგიური აქტივობა, დღეისათვის, მსოფლიოში არც ერთ პროდუქტს არ გააჩნია.

ჭეო გაჯერებულია შემდეგი მინერალური ელემენტებით: კალიუმი (40%), მაგნიუმი (25%), რკინა (17%), კალციუმი  (17%), და A, C, P, E ვიტამინებით.

კალიუმი განაპირობებს გულის კუნთის აღდგენასა და ფუნქციონირებას, ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას;

მაგნიუმი ნერვული სისტემის აღდგენასა და განვითარებას უწყობს ხელს;

რკინა - სისხლმბად სისტემას, სისხლის შემადგენლობასა და გემოგლობინის აქტივობას;

კალციუმი კი „პასუხისმგებელია“ ძვლის სისტემის, მისი შემადგენლობის აგებულებასა და სიმტკიცეზე.

მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეესწავლათ ეს არაჩვეულებრივი ბუნებრივი „პრეპარატი“ და მიაგნეს იმ შიფრის გასაღებს, რომელიც ფუტკრებმა ჩადეს. ეს გახლავთ ადამიანის ნერწყვი.

ფუტკრის პური (ჭეო) - ჭეოს დამზადებაე.ი. მისი მიღების მაღალეფექტურობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მასა აუცილებელია ვწუწნოთ, როგორც კარამელი, რათა შეთვისების პროცესში ნერწყვმა თავისი უდიდესი როლი შეასრულოს.

ამავე დროს, ნახევარი საათის განმავლობაში კატეგორიულად არ შეიძლება რაიმე სითხის მიღება, რათა ხელი არ შეეშალოს შეთვისების პროცესს.  

ჭეოს ერთჯერადი დოზაა: - მოზრდილი ადამიანისათვის 1-დან 2 გრამამდე დღეში, ბავშვისათვის კი 0,5-დან 1 გრამამდე - 2 ან 3 ჯერადი მიღებით.

დოზის მომატებას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ორგანიზმის სტიმულიზაციისთვის სწორედ ეს დოზაა საჭირო.

30-40 წუთში ჰიპოტონია ან ჰიპერტონია (წნევა) ნორმის ფარგლებში რეგულირდება.

ამ შემთხვევაში ჭეოს პრეპარატი ჭამის შემდეგ უნდა მივიღოთ, როცა კუჭისაკენ სისხლის მოზღვავება არ აღინიშნება.

ჭეოს გააჩნია შესანიშნავი მოტკბო-მომჟავო გემო და ჩვენი ამოცანაა, მისი მიღება არ მოხდეს მაშინვე (ისევე როგორც აბის). და მიღების შემდეგ არ მოხდეს საკვების ან სითხის დაყოლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მიგვიყვანს ამ ძვირფასი პროდუქტის საუკეთესო თვისებების დაკარგვამდე.


ჭეოს გამოყენება ჯანმრთელობის აღსადგენად


ფუტკრის პურის (ჭეოს) გამოყენება ჯანმრთელობის აღსადგენადინსულტის შემდგომი პერიოდისათვის - 1 გრამი (ჩაის კოვზის წვერით) ენის ქვეშ, 4-5-ჯერ  დღეში.

ინფექციური დაავადებებისას - ბავშვებს 0,5 გრ, დიდებს კი - 2 გრამი (ჩაის კოვზის მეოთხედი) 2-3 დღის განმავლობაში.

ჩატარებული კურსი აწესრიგებს იმუნურ სისტემას. გრიპით, OPBH-ით, ანგინით, ფარინგიტითა და ჰეპატიტით დაავადებებისას კურსი 60-დან 100 გრამამდე იზრდება. ასეთ შემთხვევაში დღიური დოზა 3-4 ჯერს აღწევს, ანუ 2-დან 4 გრამამდე.

აღსანიშნავია, რომ უკვე 2 დღის შემდეგ შესამჩნევია გამოჯანმრთელების პროცესი.

საკვების ალერგიის, კანის სხვადასხვა დაავადებებისას - როგორც ცნობილია, საკვებ პროდუქტებზე ალერგია გამოწვეულია დაბალი იმუნიტეტით, მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობით. თუ დღეში 3-ჯერ 0,5 გრამ ჭეოს მისცემთ ბავშვებს (დიდებს 1-დან 2 გრამამდე), ერთ კვირაში დაავადება განიკურნება.

ფსორიოზის, ეგზემის, ჰერპესის, ნეიროდერმიტის მკურნალობისათვის - 3-4-ჯერ დღეში 2-4 გრამის ოდენობით. პარალელურად, დაზიანებულ კანზე უნდა წაისვათ პროპოლისის კრემი.

კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას (გასტრიტი, კოლიტი, წყლულები) - დღეში სამჯერ - 2-4 გრამი. ყოფილა შემთხვევები, 3-4 დღეში აღდგენილა კუჭ-ნაწლავის ფლორა.  

სასქესო ორგანოების დაავადება (პოტენციის დაცემა, მამაკაცის უნაყოფობა, პროსტატის ადენომა) - პოტენციის ამაღლებისათვის რეგულარულად მიიიღეთ 2 გრამი 1-ჯერ  დღეში, აქტიური სექსუალური ცხოვრებისთვის კი - 2-3-ჯერ დღეში. ამ პროცესში სპერმატოზოიდების რაოდენობა 2-3-ჯერ იზრდება; იზრდება მათი სიცოცხლისუნარიანობაც.

პროსტატის ადენომის შემთხვევაში ჭეო აღადგენს ჯირკვლის სისხლძარღვთა გამტარიანობას. ავადმყოფის მდგომარეობის სირთულის მიხედვით მიიღება 2-3-ჯერ დღეში - 2-4 გრამის ოდენობით. ამავდროულად, გამოიყენება პროპოლისის კრემიც, რომელიც უკანა ტანიდან შეგყავთ, რაც სწორი ნაწლავის ფლორის ფორმირებას უზრუნველყოფს.

ფეხმძიმე ქალებისა და ნაყოფის განვითარებისთვის ჭეო საუკეთესოა - პროდუქტის მიღება ყველაზე კარგია ფეხმძიმობის  დასაწყისში, რათა თავიდან ავიცილოთ ტოქსიკოზი და მუცლის მოშლა. აგრეთვე ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში - დედისა და შვილის იმუნიტეტის ასამაღლებლად. დოზა - 1-2-ჯერ დღეში 2 გრამის მოცულობით.

დისბაქტერიოზის  მკურნალობა - დისბაქტერიოზისგან  განკურნება შესაძლებელია, თანაც, ნებისმიერ ასაკში. ამაში დაგვეხმარება პრეპარატი „ნარინე“ და თაფლის პროდუქტები: ფიჭვის თაფლი და ჭეო.

პირველი ეტაპია - ნაწლავების გაწმენდა. უკეთესია, თუ გამოვიყენებთ ლიმნის მჟავე წვენს, ანადუღარ წყალში, შემდეგი პროპორციებით: 1 ჩ.კ. წვენი 2 ლიტრ  წყალზე. ოყნა უნდა გაიკეთოთ ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში, მომდევნო კვირაში ერთხელ.

მეორე ეტაპია - ხილისა და ბოსტნეულის დიეტა - 2 კვირის განმავლობაში.  

მესამე ეტაპი - უკვე  პრეპარატისა  და  თაფლის  პროდუქტების  მიღებაა.

რძის ამჟავებული პროდუქტის - „ნარინეს“ მომზადება

რძის ამჟავებული პროდუქტის - „ნარინეს“ მომზადებამოადუღეთ და 38°-მდე გააგრილეთ ნახევარი ლიტრი რძე, თავიდან ააცილეთ ქაფი და ცხიმის ფენა, გადაასხით სუფთა მინის ქილაში, შემდეგ დაუმატეთ ფლაკონ „ნარინეს“ შიგთავსი, რომელიც თავის მხრივ გახსნილი იქნება თავისივე მოცულობის რძეში.

ქილას თავი მოუკარით, აანჯღრიეთ, კარგად შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილზე 12-18 საათის განმავლობაში (მაწვნის მომზადების მეთოდით).

უნდა წარმოიშვას ოდნავ მომჟავო გემოს მქონე ერთგვაროვანი, წელვადი მასა. დედო შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში. იგი მოთავსებული უნდა იყოს სუფთა, დანამდუღარ  ქილაში. შენახვის ვადა 9 დღეა.

ყოველ ჯერზე 1 ლიტრ თბილ რძეს დაუმატებთ 2 ჩაის კოვზ დედოს და 8-12 საათის განმავლობაში დადგამთ. მზა პროდუქტს გადაიტანთ მაცივარში. 2 საათის შემდეგ მზად იქნება მიღებისათვის. უნდა მიიღოთ ოთახის ტემპერატურის სიგრილის. 

ერთი ფლაკონიდან მზადდება 10-15 ლიტრი პროდუქტი. 2-3 ფლაკონი სავსებით საკმარისია მკურნალობის სრული კურსისათვის. მკურნალობა უნდა ჩატარდეს რეგულარულად, წელიწადში ერთხელ.

ბავშვებს დაბადების პირველი დღეებიდანვე შეიძლება მისცეთ. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ასაკში ლაქტობაქტერიის გამოყენება სიკეთის მეტს არაფერს მოგიტანთ.

ლაქტობაქტერიის პარალელურად, აუცილებელია ჭეოს მიღებაც - ერთი კურსისთვის 40-80 გრამი ჭეო იქნება საჭირო - 1 გრამი დღეში 3-ჯერ. უკეთეს შემთხვევაში მიკროფლორა აღმდგარა 4-5 დღეში. ფიჭვის თაფლიც არანაკლებ მნიშვნელოვანი პროდუქტია მიკროფლორაზე ზემოქმედებისა და აღდგენისათვის. ძირითად სამკურნალო კომპონენტს, აქ თვით თაფლი წარმოადგენს.

ცვილის A ვიტამინის აქტიურ ფორმაში გადასვლის საიდუმლო მისი მიღების განსაკუთრებულ წესშია:

ფიჭიანი თაფლის მიღების წინ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ფიჭის ყველა უჯრედი გადაბეჭდილია ცვილის სარქველით, ე. წ. ფუტკრის თავისებური „ხარისხის ნიშნით“.

აუცილებელია ფიჭას ჩამოაჭრათ პატარა ნაჭერი, დაახლოებით ჩაის კოვზის მოცულობისა, ჩაიდოთ პირში, პარალელურად მიაყოლოთ ცოტაოდენი ხორბლის ან ჭვავის პური და ნელ-ნელა და ხანგრძლივად ღეჭოთ.

ნერწყვი, რომელიც პურს ამუშავებს, გამოყოფს ფერმენტებს. იგი ცვლის ცვილის სტრუქტურას და გადაჰყავთ კუჭისათვის ადვილად შესათვისებელ ფორმაში.

ფიჭიანი თაფლი მხოლოდ ჭამის შემდეგ უნდა მიიღოთ, წყლის დაყოლების გარეშე.

ერთჯერადად შესაძლებელია 20-40 გრამის მიღება. სამკურნალო კურსია 300-500 გრამი.


იხილეთ: ყველაფერი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

სწრაფი სესხები


თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის აურა