წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 26337 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 


პროპოლისი (დინდგელი)პოროპოლისი - ეს არის ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერება, რომელიც შეიცავს ფისს, ფლოვანის, მინერალურ შენაერთებს. აღსანიშნავია, რომ მისი ზოგიერთი შემადგენლობა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

პროპოლისი მომწვანო - ბაცი ან მოყავისფრო ფერისაა. იგი საკმაოდ არომატიზირებულია და გვხვდება ალვის ხის კვირტების, წიწვების, თაფლის, ცვილისა და ვანილის არომატით.

წვიმისას გამოყოფს ფისის სასიამოვნო სურნელს. ფუტკრები მას აგროვებენ არყისა და ალვის ხის, ვერხვის, წაბლის, მუხის, თელის, ტირიფისა და წიწვოვანი ხეების კვირტებისგან.

პროპოლისის მთავარი წყარო არყისა და ალვის  ხეა. პროპოლისი განსხვავებული ფერისა და ქიმიური შემადგენლობისაა, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ჯიშის ხის ნაყოფებისგანაა გაკეთებული.  

ბუნებრივ პირობებში ფუტკრები პროპოლისს იყენებენ ფიჭისაგან ხის მერქნის ლპობადი ნაწილების იზოლირებისათვის, პათოგენური მიკროორგანიზმებისა და „მტრებისგან“ (მავნებლები, რომლებიც სკაში შედიან და იქ იღუპებიან)   თავდასაცავად.

ფუტკრებს ასეთი მავნებლების სკიდან ამოყვანა, მოშორება არ შეუძლიათ. ამიტომ ქოლავენ მას პროპოლისით. თითო ოჯახიდან, ჩვეულებრივ, 40-50 გრამ პროპოლისს იღებენ.

პროპოლისს უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს, რომლის გამოც ის ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. დღეისათვის მას მოიხმარენ  ყოველგვარი კანის დაავადების, უბრალო და დიდხანს შეუხორცებელი ჭრილობების, კანის, კუჭისა თუ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების, ანთებითი ხასიათის გინეკოლოგიური პრობლემებისათვის; აგრეთვე სურდოს, ჰემოროის, გრიპის, ნევრიტის, რადიკულიტის, ფილტვის ტუბერკულიოზისა და სხვა დაავადებებისათვის.

პროპოლისს ამზადებენ ბრიკეტების, ბურთულების ან დაქუცმაცებული სახით. მას მწარე გემო აქვს. იმისათვის, რომ პროდუქტს არ შერჩეს უცხო შენაერთები და ჭუჭყი, 4-5-ჯერ წამოადუღებენ ხოლმე ორნახად არაყში, ფილტრავენ და რეცხენ ცხელ სპირტში, რის შემდეგაც ფილტრზე რჩება მყარი, გაუხსნელი ნაწილაკები.

 

პროპოლისის  ექსტრაქტისა  და  ემულსიის  მომზადების  წესი

 

პროპოლისის ექსტრაქტისა და ემულსიის მომზადების წესიკუჭისა და ნაწლავების სამკურნალოდ იყენებენ პროპოლისის სპირტიან ან წყლიან ნაყენს.  

სპირტიანი ნაყენის დასამზადებლად მას ანაწევრებენ 2-3 მმ -იან ნაჭრებად, შემდეგ ჩაყრიან ცივ წყალში, სადაც ამოტივტივდება ფიჭა და სხვადასხვა მინარევები, თვით პროპოლისი კი ფსკერზე დაეშვება.

შემდგომ მას აშრობენ და შესაბამისი კონცენტრაციის მისაღებად ასხამენ 96%-იან სამედიცინო სპირტს. ნაყენს ინახავენ მუქი ფერის მინის მყარად თავმოკრულ ჭურჭელში, ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე და რაც შეიძლება ხშირად ანჯღრევენ.

ორი კვირის შემდეგ ნაყენს ფილტრავენ, გადაასხამენ მუქი ტონის მინის ფლაკონებში და ტოვებენ გრილ, ბნელ ადგილას. ნაყენი რამდენიმე  წლის განმავლობაში ინარჩუნებს თავის სამკურნალო თვისებებს.

10%-იანი წყლის ნაყენის მისაღებად პროპოლისის დაქუცმაცებულ მასას ათავსებენ მინის ან ემალის ჭურჭელში წყალთან ერთად (10 გრამი პოროპოლისი - 100 გრამ გამოხდილ წყალზე), დგამენ 45-50 გრადუსამდე გამთბარ წყლის ჭურჭელში და პერიოდულად მინის წკირით ურევენ. ხსნარი გაიფილტრება ოთხმაგ მარლაში და შეინახება გრილ ადგილას.

დაჩქარებული მეთოდით: დაქუცმაცებულ პროპოლისს ასხამენ 50-60 °c ტემპერატურის წყალს და იგივე ტემპერატურის წყლის აბაზანაში დგამენ 45 წუთის განმავლობაში. შემდეგ ხსნარს გააცივებენ, გაფილტრავენ და ასხამენ მუქი ფერის ფლაკონებში.

მედიკოსებმა შეიმუშავეს პროპოლისის ცხიმოვანი სამკურნალო ხსნარის დამზადების მეთოდი. იგი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ. განსაკუთრებით - ბავშვებსა და მოზარდებში.

10 გრამ გასუფთავებულ და დაქუცმაცებულ პროპოლისს ასხამენ 100 მილიგრამ ასკილის ან ქაცვის ზეთს. მოცემულ მასას 30 წუთის განმავლობაში ამყოფებენ წყლის აბაზანაში და მინის წკირით ურევენ, რის შემდეგაც ორფენა მარლაში ფილტრავენ და ასხამენ მუქი ტონის მინის ფლაკონებში. გამოყენების წინ უმატებენ 30%-იან E ვიტამინის ზეთოვან ხსნარს (1 მლგ. პრეპერატი - 10 მლგ. პროპოლის-ზეთოვან  სხნარზე).

კუჭ-ნაწლავის დაავადებისათვის წარმატებით გამოიყენება აგრეთვე პროპოლის, თაფლისა და ოთახის მცენარე  კალანჰოეს   ემულსია. მას შემდეგნაირად ამზადებენ:

იღებენ  10  მგ.  10%-იან პროპოლისის სპირტიან ხსნარს, 20 მგ. კალანჰოეს წვენს და 70 გრამ წითელი ფერის (წაბლისა და მინდვრის ყვავილების) თაფლს. კომპონენტებს გულდასმით ურევენ 45°-ის მქონე წყლის აბაზანაში 30  წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მიიღება სასიამოვნო სუნისა და მასიური კონსისტენციის მქონე ემულსია. ინახება მუქ შუშაში.

ძალიან კარგია აგრეთვე ალოე - პროპოლისი - თაფლისა და კალანხოის  ნაერთიც:

ახლადმოჭრილი ალოეს მსხვილი, ხორციანი ფოთლები შეახვიეთ შავი ფერის ქაღალდში და ერთი კვირის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში. დროის გასვლის შემდეგ, ფოთლები დააქუცმაცეთ და მათგან წვენი გამოწურეთ. დაუმატეთ პროპოლისის - თაფლისა და კალანხოის ემულსია 1:10 პროპორციით, კარგად აურიეთ, მჭიდროდ დაგმანეთ და შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.

როგორც დაადგინეს, B ტიპის გასტრიტი და წყლულოვანი დაავადებები მიკრობებით ჩნდება. პროპოლისი თითქმის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც უძლიერესი ანტიმიკრობული მოქმედება გააჩნია ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.

 

პროპოლისის  დანიშნულება

 

პროპოლისის  დანიშნულებაწყლულებით ან კოლიტით დაავადებულთათვის ინიშნება პროპოლისის სპირტიანი ხსნარი (5 - 30%), 50-60 წვეთი მეოთხედ ჭიქა რძეში ან წყალში, 1,5 საათით ადრე ჭამამდე, 3-ჯერ დღეში - 1 თვის განმავლობაში.

უკვე 4-6 დღეში ქრება ტკივილები, წვა, გულისრევა; წესრიგდება ძილი; ჰიპერტონიით დაავადებულებს ურეგულირდებათ წნევა; წყლული მოშუშდება დაახლოებით ერთ თვეში.

განსაკუთრებით ძლიერ გამოხატული ტკივილებისას, საუკეთესო საშუალებაა პროპოლისის ნაყენის 30-40 წვეთის შერევა 55-60 მგ. 0,25%-იან ნოვოკაინის თბილ ხსნარში და ისე მიღება.

ყველაზე აქტიური ანტიმიკრობული მოქმედება პროპოლისის 30%-იან ხსნარს აქვს, თუმცა ზოგიერთ ავადმყოფს ამ ხსნარმა შეიძლება ტკივილი უფრო გაუძლიეროს, ამიტომ, უმჯობესია, თუ 5%-იანი ხსნარით დაიწყებთ და შემდეგ გაზრდით კონცენტრაციას.

დადგენილია, რომ პროპოლისი წყლულოვან დეფექტზე წარმოქმნის დამცავ ზედაპირს და ზემოქმედებს მასზე როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთებითი პროცესის, წყლულოვანი და ეროზიული ფორმების, აგრეთვე კუჭის მჟავიანობისა და   სპაზმის მომხსნელი საშუალება.

უკეთესი ეფექტისათვის რეკომენდებულია დაუმატოთ პროპოლისისა და ცხიმის ნაზავი (პროპოლისს + ასკილის  ცხიმი + E ვიტამინი). ეს შენაერთი უნდა მიიღოთ უზმოზე, ჭამამდე 2-3 საათით ადრე, ჩაის კოვზით, დღეში 4-6-ჯერ  - პროპოლისის სპირტ - ნოვოკაინის ხსნართან ერთად. მკურნალობის კურსი 1-დან 2 თვემდეა.

ანალოგიური მკურნალობის კურსია მითითებული გასტროდუოდენიტის, წყლულოვანი გასტრიტის, ქრონიკული სპასტიური კოლიტის მკურნალობისათვის.

ავადმყოფობით დასუსტებულ ადამიანებს და მოხუცებს, სხვა დამატებითი დაავადების შემთხვევაში, შესაძლებელია პროპოლისის რძეც დაენიშნოთ.

აიღეთ ახლადგამოწველილი  რძე, ჩაასხით ემალირებულ ჭურჭელში და სწრაფ ცეცხლზე წამოადუღეთ. ჩაყარეთ მასში დაქუცმაცებული პროპოლისი (100 გრ. + 1,5  რძე), აურიეთ და კარგად გაზავების შემდეგ, 10-15 წუთი დატოვეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ მოხადეთ ცხიმის  მასა, გაფილტრეთ ერთჯერად მარლაში (მინის ან ემალის ჭურჭელში).

ამ მასას, სამკურნალოდ უნიშნავენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ნაღვლის სადინარი გზების პრობლემებისას - ნახევარ ჭიქას 3-4 - ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

არსებობს პროპოლისის აპითერაპევტული პრეპარატები, ესენია: „პროპოცეუმი“, „პროპოლანი“,  აეროზოლი „ვაივა“, „პროპოსეპტი“, „აპოლონ A”, “პროდერმი“, „პროპოსტამინი“, „ანტიეგზემა - ОРЛ – 2“, „გლიცეროპროპოლ - ОРЛ- 3“, „ოფტალმოსეპტი“, „აკნეოლი“, „პროპოგრლანტი“, „ფლორალი“, „აპილონი“ და სხვა...

 

პროპოლისი  ხალხურ  მედიცინაში

 

პროპოლისი ხალხურ მედიცინაშისურდო - 20 გრ. დაქუცმაცებულ პროპოლისს შეაზილეთ მცირე რაოდენობის ნაღების კარაქი. მიღებულ მასას მანამ დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი, სანამ 100 გრამ მასას არ მიიღებთ და კარგად აურიეთ. ამ მასაში დაასველეთ პატარა ბამბის ტამპონები და შეიდეთ ცხვირში დილით და საღამოს - სრულ გამოჯანმრთელებამდე.

პირის ღრუს, ცხვირხახისა და ხორხის ანთება - 30 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი დააყენეთ და დაუმატეთ ატმის ან ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა მარლის ტამპონებით წაისვათ პირის ღრუს ანთებად კერებზე 15-30 დღის განმავლობაში.

ემალირებულ ჭურჭელში მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი კრაზანას ბალახი 1 ჩ/ჭ მდუღარესთან ერთად. დააყენეთ 15-20 წუთით, გაფილტრეთ მარლაში. დაუმატეთ 20%-იანი პროპოლისის ნაყენიდან 40 წვეთი. მიღებული მასა გამოივლეთ ყელში 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ, 15 დღის განმავლობაში.

60 გრამი პროპოლისი და 40 გრამი ფუტკრის ნატურალური ცვილი მოათავსეთ ემალირებულ ჭურჭელში ჩასხმულ 300-400 მილიგრამ წყალში. თავდახურულ მდგომარეობაში გადაიტანეთ წყლის აბაზანაში და მიიყვანეთ დუღილის ტრემპერატურამდე. შემდეგ მოხადეთ თავი და ისუნთქეთ ორთქლი 15-20 წუთის განმავლობაში. ინჰალაცია ჩაიტარეთ დილით და საღამოს, ვახშმობის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში (ასევე მკურნალობენ ქრონიკულ ბრონქიტს, რინიტსა და ტუბერკულიოზს).

ბრონქული ასთმა - 20 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი ჩაყარეთ 80 გრამ სპირტიან ბოთლში და დააყენეთ. პერიოდულად ანჯღრიეთ 7-10 დღის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ და რძეში ან წყალში შერეული 20-20 წვეთი მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ, ორი თვის განმავლობაში.

ანგინა, ფილტვების ანთება, ტუბერკულიოზი - 100 გრამი ნაღების კარაქი მოათავსეთ ემალის ჭურჭელში და გააცხელეთ 50-60°-მდე. დაუმატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი. მიღებული მასა გააცხელეთ 70°-მდე და განუწყვეტლივი მორევით 8-10 წუთის განმავლობაში შეინარჩუნეთ ტემპერატურა. შემდეგ გაფილტრეთ ერთჯერად მარლაში.

გაცივების შემდგომ, ამ მასიდან აიღეთ 1 ჩ/კ და მიიღეთ თბილ რძესთან ერთად 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე, 2 თვის განმავლობაში.

კურსის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, გაზარდეთ მიღების დოზა 5 გრამიდან 30 გრამამდე - ყოველ მომდევნო ჯერზე.

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის  წყლული - 40 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი ჩაყარეთ ბოთლში, რომელშიც 100 მილიგრამი 70%-იანი  სპირტია მოთავსებული. 30 წუთის განმავლობაში ანჯღრიეთ და დადგით. სამი დღე-ღამის შემდგომ ისევ ანჯღრიეთ და 2 საათით მაცივარში შედგით. მხოლოდ ამის შემდეგ გაფილტრეთ ოთხმაგ მარლაში და 15-20 წვეთი ნაყენი მიიღეთ (ანადუღარი რძით ან ჩაით) სამჯერ დღეში, ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე, 18-20 დღის განმავლობაში. 1-2 კვირის შესვენების შემდეგ შესაძლებელია კურსის განმეორება.

ქრონიკული გასტრიტი და ქრონიკული კოლიტი - ერთ წილ დაქუცმაცებულ პროპოლისს დაასხით 95%-იანი სპირტის  მეხუთედი წილი - მინის ჭურჭელში და ორი დღის განმავლობაში დადგით ოთახის ტემპერატურაზე. გაფილტრეთ, შეურიეთ ანადუღარი ცივი წყალი სპირტის 30%-მდე განსაზავებლად. მიიღეთ ნაყენის 40 წვეთი რძით ან ცივი ჩაით 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 სთ-ით ადრე, 10-15 დღის განმავლობაში.

კბილის ტკივილი - 40 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი ჩაყარეთ მინის ბოთლში მოთავსებულ 100 მგ. 70%-იან სპირტში, დააყენეთ 7-10  დღე. პერიოდულად ანჯღრიეთ, გაფილტრეთ, დააყენეთ; თხიერი ნაწილი გადაასხით სხვა ჭურჭელში და დაუმატეთ 1/3 წყალი. ამ მასაში ამოვლებულ ბამბის ან მარლის ტამპონს ჩაიდებთ მტკივნეულ კბილში.

საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლიტი, ენდოცევრიტი - 100 გრამი სამედიცინო ვაზელინი (ან ღორის მუცლის ქონი) ჩადეთ ემალირებულ ჭურჭელში, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააგრილეთ 50-60°c - მდე, დაამატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი და 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, მუდმივი მორევით, ისევ გააცხელეთ 70-80 °c - მდე. შემდეგ მასა გაფილტრეთ მარლაში და გააცივეთ (აქაც ურიეთ გაცივებამდე). პროპოლისის მალამო 1-15 დღის განმავლობაში ყოველდღიურად გამოიყენეთ დაზიანებული კერების მოსარჩენად.

რადიკულიტი - მოამზადეთ თაფლის, მზესუმზირის ზეთისა და სპირტიანი პროპოლისის ნაყენის მასა ერთ-ერთი კოვზის პროპორციით. მიღებული მასა გადაიტანეთ მდოგვის საფენზე,   მიაკარით მტკივნეულ ადგილზე და დაიმაგრეთ მარლით.

ფეხის ოფლი, მქავანა ხელის ეგზემა - ემალის ჭურჭელში მოამზადეთ მუხის ქერქის ნაყენი (1 წილ ქერქზე 5 წილი წყალი). ქერქს დაასხით მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთის  განმავლობაში. გაცივებულ 1 ჭიქა ნაყენს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი 40%-იანი პროპოლისის  ნაყენი. მიღებული მასა საუკეთესოა ოფლიანი ფეხის აბაზანებისათვის (გახსნით ადუღებულ წყალში და გააგრილებთ 38-40°-მდე). მქავანა ეგზემის დროს, მალამოს დავიდებთ დაზიანებულ კერაზე. მკურნალობის კურსი 10-15 დღეა.

ყურების ეგზემა, ყურის ქავილი ავადმყოფებში, წამლებისადმი  ალერგია - დაუმწიფებელი ბერძნული კაკლის ნაყოფი დააქუცმაცეთ, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაამატეთ 70%-იანი სპირტი (10 გრამზე - 100 მგ.სპირტი), დააყენეთ 4-5 დღის განმავლობაში, გაფილტრეთ მარლის 3 ფენაში; მიღებულ სითხეს დაუმატეთ იმდენივე რაოდენობის წინასწარ მომზადებული 30%-იანი პროპოლისის ნაყენი.

ქავილის შემთხვევაში, ამ მასაში ამოვლებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ გარეთა სასმენი გზები; ეგზემის შემთხვევაში კი - მალამოში ამოვლებული მარლის ტამპონები ჩაიდეთ სასმენ მილებში - 30-40 წუთით, 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 7-10 დღეა. აუცილებლობის შემთხვევაში, კურსი გაიმეორეთ 2-4 დღის შემდეგ.

ხერხემლის ოსტრეოქონდროზი - პროპოლისი რასკატაც, შესაბამისი ზომის თხელ ბლინებად (იოლია ამ მიზნით გამზადებული პროპოლისის პრეპარატ „აპიპრომინის“ გამოყენება), დაადეთ ავადმყოფს მტკივნეულ ადგილას, დაუმაგრეთ პლასტირით და გაუჩერეთ 1-2 დღეღამის განმავლობაში. ამგვარი პროცედურა ხორციელდება 12-24 საათის  შესვენებით, ტკივილის სრულიად  გაქრობამდე.

ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია - 20% - იანი პროპოლისის ნაყენის 10-30 წვეთი ჩაასხით 1 ჭიქა ჩაიში ან რძეში. მიიღეთ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ, 15-20 დღის განმავლობაში. რეკომენდებულია სამკურნალო კურსის განმეორება ყოველ 3-4 თვეში.


იხილეთ: ყველაფერი თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების შესახებ

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura