მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 24911 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ქალმა ორსულობის პერიოდში

 

რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ქალმა ფეხმძიმობის პერიოდშიყოველდღიურად, ორსულის ორგანიზმიდან, შარდის სახით გამოიყოფა დაახლოებით 1,5 ლიტრი წყალი. ამიტომ ნორმალური მეტაბოლიზმისთვის, მომავალმა დედამ, როგორც მინიმუმ, უნდა შეავსოს ეს დანაკარგი.

ამას გარდა, ორსული ქალებს ხშირად ახასიათებთ ოფლიანობა, რაც დამატებით 0,5 ლიტრი სითხის დანაკარგს იწვევს სუნთქვისა და ოფლის სახით.

ამიტომ, ფეხმძიმობის დროს, რეკომენდებულია ორსულმა დალიოს დღეში არანაკლებ 1,5-2 ლიტრი წყალი. წყალი უნდა იყოს სუფთა. შესაძლებელია ლიმონთან ან შტოშთან ერთად.

სითხის იგივე რაოდენობაზეა საუბარი, თუ შევაჯერებთ სხვადასხვა ქვეყნის ამ სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც ფეხმძიმობის პერიოდში, ქალმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 2-2,5 ლიტრი სითხე. თუმცა, რა თქმა უნდა ამ სითხეში არ შედის მხოლოდ წყალი. ხილი, ბოსტნეული და საკვები, რომელსაც იღებს მომავალი დედა, ასევე შეიცავს გარკვეული რაოდენობის სითხეს.

წყლის მოხმარების ძირითადი დრო, უმჯობესია იყოს დილისა და საღამოს საათები, ხოლო შუადღის საათებში შეიძლება კომფოტებისა და ჩაის დალევა. სითხის ასეთი გადანაწილება ამცირებს შეშუპებების წარმოქმნის რისკს, განსაკუთრებით ორსულობის გვიან ვადებში.

ორსულობის საწყის პერიოდში (პირველი კვირები), შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტოქსიკოზს, რომელსაც თან ახლდეს გულისრევისა და ღებინების შეგრძნება, რომელიც გაღრმავდება გაუწყლოვანების შემთხვევაში. ამიტომ სითხის დანაკლისის შევსება აუცილებელია სითხეებისა და საკვების მიღებით.

ზოგ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ორგანიზმის ძლიერ გაუწყლოვანებას, შესაძლოა სითხის შეყვანა ვენიდანაც გახდეს საჭირო, რათა ზიანი არ მიადგეს მომავალი დედისა და მისი ნაყოფის ჯანმრთელობას.

ფეხმძიმობის ბოლო სტადიაში, როცა მუცელი ძალიან გაზრდილია, სისხლძარღვებში სისხლის მოცულობა ერთი მესამედით არის გაზრდილი. გაძლიერებულად მუშაობს ორსულის გული, თირკმლები, სხვა ორგანოები. გარდა ამისა, ამ პერიოდში, ბავშვიც იწყებს მეტაბოლიზმის პროდუქტების გამოყოფას, რაც ასევე ითხოვს სისხლის გაძლიერებულ ცირკულაციას. შესაბამისად, დიდი მოცულობის სისხლის მოძრაობის შენარჩუნებას სჭირდება შესაბამისი რაოდენობის სითხით მომარაგება.

ფეხმძიმობის მეორე ნახევარში რეკომენდებულია სითხის რამდენადმე შეზღუდვა. როგორც ცნობილია, ჯანმრთელ ორსულსაც კი, ფეხმძიმობის ბოლო თვეს აღენიშნება შეშუპებები, რაც განპირობებულია ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებებით. უფრო მძიმე შემთხვევებში კი ორსულს შეიძლება აღენიშნოს მკვეთრად გამოხატული შეშუპებები, ჰესტოზი (შეშუპება, რომელსაც თან ახლავს მაღალი არტერიული წნევა).

თუ ამ დროს დაირღვა თირკმლების მუშაობა, შარდთან ერთად გამოყოფას იწყებს ცილები, იშვიათ შემთხვევაში გლუკოზა. იმატებს მარილებისა და მიკროელემენტების გამოყოფა. შედეგად ზარალდება ყველა ორგანო და ქსოვილები. ამ დროს სითხის მიღება არა მხოლოდ უნდა შეიზღუდოს, არამედ საჭიროა დაინიშნოს სპეციალური მკურნალობა.

ამის გამო, ფეხმძიმობის მეორე ნახევრიდან (20-22 კვირა), მიღებული სითხის რაოდენობის რამდენადმე უნდა შეიზღუდოს (1, 5 ლიტრამდე). 30-ე კვირისთვის კი 1,2 ლიტრამდე.

რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს ქალმა ფეხმძიმობის პერიოდშიამ დროს, სასურველია სითხე ჩაანაცვლოს მეტმა ხილმა და ბოსტნეულმა, რომელიც ასევე შეიცავს სითხის აუცილებელ მარაგს. შესაძლებელია რძის პროდუქტების მიღებაც, რაც თრგუნავს წყურვილის გრძნობას. წყურვილის გრძნობას ამცირებს მარილიანი საკვების შემცირებაც (დღეში 5 გრ-დე). ეს დაარეგულირებს ორგანიზმის სითხის შევსების პროცესს.

როგორც ცნობილია, მშობიარობის დროს, ადგილი აქვს სისხლის დანაკარგს, ამიტომ ორგანიზმს აუცილებლად უნდა გააჩნდეს აუცილებელი სითხის მარაგი.

ამ მომენტისთვის, ყველა შესაძლო საფრთხისა და ორგანიზმის მდგომარეობის გათვალისწინებით, სითხის რაოდენობის კორექტირება და კონტროლი უნდა მოახდინოს ექიმმა-გინეკოლოგმა.

ორსულობის დროს, ორგანიზმში წყლის დონის ნორმის განსაზღვრა შეიძლებაა შარდის საშუალებით.

თუ შარდი ღია-ყვითელი ფერისაა და სუნი არ აქვს, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თუ შარდი მუქია და მძაფრი სუნი აქვს, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში დარღვეულია წყლის ბალანსი და ადგილი აქვს ნაწილობრივ გაუწყლოვნებას.

ორგანიზმის გაუწყლოვანების ნიშნები ფეხმძიმობის დროს შეიძლება იყოს:

»» ტუჩების ძლიერი გაშრობა (ზაფხულის პერიოდშიც);

»» მშრალი კანი სახეზე, ხელებზე და ფეხებზე;

»» ხშირი კუჭის აშლილობა;

»» დაბნეულობა და გაღიზიანებულობა;

»» ადრეული ტოქსიკოზი;

 

როგორი წყალი უნდა დალიოს ორსულმა

 

როგორი წყალი უნდა დალიოს ორსულმაუმჯობესია ორსულმა დალიოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ჩამოსხმული წყალი. არ არის რეკომენდებული ონკანის, თუნდაც გადადუღებული წყალი, რადგან იგი შეიძლება შეიცავდე მძიმე მეტალებს. შესაძლოა მისგან ვერ დაგიცვათ მაღალხარისხიანმა წყლის ფილტრმაც კი. ამიტომ გარისკვა არ ღირს.

ორსულობის დროს, არ არის რეკომენდებული სუპერმარკეტებში ნაყიდი წვენები. მკაცრად არ შეიძლება გაზირებული სასმელები (ლიმონათები, ფანტა, კოლა, პეპსი, ენერგეტიკული სასმელები).

არ არის რეკომენდებული არც გაზირებული მინერალური წყალი (ან შეიძლება მცირე რაოდენობით) იგი იწვევს გულძმარვისა და წყურვილის პროვოცირებას. შავი ჩაი და ყავა უმჯობესია საერთოდ იქნეს ამოღებული რაციონიდან.

არ არის რეკომენდებული მწვანე ჩაიც, რადგან იგი ხელს უშლის ფოლიუმის მჟავის ნორმალურ ათვისებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში.

შესაძლებელია არაგაზირებული ან გაწმენდილი მინერალური წყლის მიღება (თუმცა წყალს უნდა ჰქონდეს დაბალი მინერალიზაცია 1-2გრ/ლ).

სასარგებლოა კეფირი, სასმელი იოგურტი შაქრის გარეშე, წყალში გაზავებული ნატურალური წვენები ან ბალახის ჩაი. სასარგებლოა ასკილის ნაყენი, კენკროვანი მორსი.

თუ ადგილი აქვს შეშუპებებს, უმჯობესია წამოადუღოთ წყალი ლიმონთან ან შტოშთან ერთად და მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში.

მჟავა, რომელსაც შეიცავს ლიმონი და შტოში, არაძლევს წყალს ორგანიზმში დიდხანს გაჩერების საშუალებას, აგრეთვე გამოჰყავს ზედმეტი მარილები.

ზოგადად კი, საკითხი, თუ რა რაოდენობის სითხე უნდა დალიოთ დღის განმავლობაში, უმჯობესია შეათანხმოთ თქვენს ექიმ-გინეკოლოგთან. იგი მიიღებს გადაწყვეტილებას და განსაზღვრავს სითხის იმ რაოდენობას, რომელიც უნდა მიიღოთ ყოველდღიურად თქვენი ორგანიზმის მდგომარეობისა და თავისებურების გათვალისწინებით.

 

როგორ უნდა მიიღოს სითხე ორსულმა

 

როგორ უნდა მიიღოს სითხე ორსულმასითხის სწრაფად და დიდი ყლუპებით მიღების დროს, ორგანიზმი ვერ ასწრებს რეაგირებას და წყურვილის გრძნობა მალევე ჩნდება.

ნელა და მცირე ყლუპებით სითხის მიღების დროს კი წყურვილის დაკმაყოფილება სწრაფად და ნაკლები რაოდენობის სითხის ხარჯზე.

მცირე რაოდენობის სითხის მიღება კვების დროს მიზანშეწონილია, რადგან საკვების თანაზომიერი გადანაწილება სითხესთან ერთად, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, ჭამის შემდეგ ნაკლებად იგრძნობა წყურვილის გრძნობა.

წელიწადის ცივ პერიოდში, რეკომენდებულია, რომ სითხე იყოს ოთახის ტემპერატურის.

რაც შეეხება წლის ცხელ პერიოდს, სითხე უნდა იყოს გრილი, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზმის გაგრილებას. თუმცა, ძალიან ცივი სითხეების მიღებისგან, თავის შეკავებაა საჭირო.


იხილეთ: ყველაფერი წყლის შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ