მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 37687 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 


ადამიანის ორგანიზმირა ვიცით საკუთარ თავზე? ამ საკითხზე მეცნიერები საკმაოდ ზუსტ პასუხს იძლევიან.
ადამიანი შედგება 100.000.000.000-ზე მეტი უჯრედისგან (იკითხება ,,ასი ტრილიონი”). შედარებისთვის: სპილოში დაახლოებით 6500.000.000.000.000. (ექვს ნახევარი კვადრილიონი) უჯრედია.

ადამიანის ორგანიზმის 60%-ს წყალი შეადგენს.
ცხიმოვან ქსოვილებში - 20%, ძვალში - 25%, ღვიძლში - 70%, კუნთებში -75%, სისხლში - 80%, ტვინში საერთო წონის 85% წყალია.

ამ მონაცემებზე დაკვირვებისას ვაწყდებით პარადოქსს - თხევად სისხლში ნაკლები წყალია ვიდრე მკვრივ ტვინში. მაგრამ საქმე არა მხოლოდ რაოდენობაშია, არამედ წყლის ,,შეფუთვაშიც.”

ცნობილია, რომ მედუზის 98-99% წყალია, მაგრამ ის არ დნება წყალში და შესაძლებელია მისი ხელში აყვანაც.

ადამიანის სხეულის წონის დანარჩენი 40% გადანაწილებულია შემდეგნაირად: ცილები 19%, ცხიმები და ცხიმების მსგავსი ნივთიერებები - 15%, მინერალური ნივთიერებები - 5%, ნახშირწყალი -  1%.

ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ელემენტებია ჟანგბადი, ნახშირბადი, წყალბადი და აზოტი. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ისინი დაახლოებით 70 კილოგრამს შეადგენს. კალციუმი და ფოსფორი ერთად თითქმის 2 კილოგრამია. ისინი შედის ძვლის შემადგენლობაში, უზრუნველყოფენ მის სიმყარეს.

ამას გარდა ორგანიზმი შეიცავს კალიუმს, გოგირდს, ნატრიუმს, ქლორს რამდენიმე ათეული გრამის რაოდენობით. რკინა ადამიანში დაახლოებით 6 გრამამდეა, მაგრამ ის თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ჰემოგლობინის შემადგელობაში.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ადამიანის ჩონჩხში ძვლების ზუსტი რაოდენობის მითითება წარმოუდგენელია. მათი რაოდენობა სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია.

დაახლოებით 20%-ს აქვს გადახრა ხერხემლის მალების რაოდენობის მხრივ. ყოველ მეოცეს აქვს ზედმეტი ნეკნი, სხვათაშორის მამაკაცებში ზედმეტი ნეკნი გვხვდება სამჯერ ხშირად, ვიდრე ქალებში.

ძვლების რაოდენობა იცვლება ასაკთან ერთად. დროთა განმავლობაში ზოგიერთ ძვალი ეზრდება ერთმანეთს და წარმოქმნის მსხვილ ნეკნებს. ამიტომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი ძვლის ზუსტი რაოდენობის დადგენა. მაგალითად გავის ძვალი შედგება 5 ერთმანეთთან შეზრდილი ძვლისგან. ჩავთვალოთ ის ერთად თუ ხუთად? ამიტომ, მიახლოებით თვლიან, რომ ადამიანს სულ ცოტა 200 მეტი ძვალი აქვს.

ყველაზე გრძელი ძვალი-ბარძაყის ძვალია, მისი სიგრძე შეადგენს ჩვეულებრივ ადამიანის სიგრძის 27,5%-ს. 
ყველაზე მოკლე-ყურის შიდა სასმენი ძვალია, რომელიც გადასცემს ყურის ბარაბნის აპკის რხევას შიგა ყურის მგრძნობიარე უჯრედებს. ის მუშაობს როგორც ბერკეტი და ამით ზრდის ბგეროვანი ტალღების წნევას. მისი სიგრძე 3-4 მილიმეტრია.

ყველაზე პატარა კუნთია შუა ყურის შიგა სასმენი ძვლის კუნთი. ძედმეტად ძლიერი ბგერისას ის აბრუნებს შუა ყურის შიგა სასმენ ძვალს ისე რომ, ბერკეტის ძვლის სიგრძის შეფარდება იცვლება და ბგერის გაძლიერების კოეფიციენტი ეცემა.

კუნთების ზუსტი რაოდენობის მითითება შეუძლებელია. სპეციალისტები ადამიანში ითვლიან 400 - დან 680 მდე კუნთს.

შედარებისთვის: კალიებს აქვთ 900 მდე კუნთი. ზოგიერთ მუხლუხოს 4000-მდე. მამაკაცების კუნთების საერთო წონა შეადგენს 40%-ს ქალებისა კი დაახლოებით 30%-ს.

წოლით მდგომარეობაში ადამიანი დღე-ღამეში 400-500 ლიტრ ჟანგბადს ხარჯავს. ამ დროს ის წუთში 12-20 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას აკეთებს. შედარებისთვის ცხენის სუნთქვის სიხშირეა 12 სუნთქვითი მოძრაობა წუთში, ვირთხების – 60, კანარის ჩიტის – 108.
გაზაფხულობით სუნთქვის სიხშირე დააახლოებით ერთი მესამედით უფრო მეტია, ვიდრე შემოდგომაზე.

გულიზრდასრული ადამიანის გული დღეში ტუმბავს დაახლობით 10000 ლიტრ სისხლს. აორტაში ერთ დარტყმით ამოიტყორცნება დაახლოებით 1300 მილილიტრი სისხლი. მშვიდ მდგომარეობაში ნორმალური პულსია 60-80 დარტყმა წუთში. ამასთანავე ქალის გული 6-8 დარტყმით მეტს აკეთებს ვიდრე მამაკაცისა.

მძიმე ფიზიკური დატვირთვისას პულსი შეიძლება აჩქარდეს წუთში 200 ან მეტ დარტყმამდე. შედარებისთვის! სპილოს პულსის სიხშირეა – ოცი დარტყმა წუთში, კამეჩის-25, ბაყაყის – 30, კურდღლის – 200, თაგვის 500 დარტყმა წუთში.

სისხლძარღვების საერთო სიგრძე, ადამიანის ორგანიზმში, დაახლოებით 100 000კმ-ია. აი როგორ არის განთავსებული სისხლი ორგამიზმში მშვიდ მდგომარეობაში:
საერთო მოცულობის 1/4 მდებარეობს კუნთებში, მეორე მეოთხედი თირკმელებში, 15%- ნაწლავების კედლის ძარღვებში, 10%- ღვიძლში, 8%- ტვინში, 4%- გულის სისხლძარღვებში, 13% თირკმელების სისხლძარღვებში.

ყოველი ერითროციტი გემოგლობინის დაახლოებით 270 მილიონ მოლეკულას შეიცავს.მათი სიცოცხლის ვადა აღწევს რამოდენიმე თვეს. (არსებობს ლეიკოციტების რამოდენიმე ტიპი, ამიტომ არის ასე განსხვავებული მათი სიცოცხლის ვადა).

ზრდასრულ ადამიანში ყოველ საათს მილიარდი ერითროციტი, 5 მილიარდი ლეიკოციტი და 2 მილიარდი ტრომბოციტი კვდება. მათ ცვლის ახალი უჯრედები, რომლებიც გამომუშავდება ძვლის ტვინში და ელენთაში. დღეღამეში იცვლება დაახლოებით 25 გრამი სისხლი.

ზრდასრული ადამიანის ძვლის ტვინი ფხვიერი მასაა, რომელიც ავსებს ზოგიერთი ძვლების შიდა ღრუებს. იწონის საშუალოდ 2600 გრამს. 70 წლის მანძილზე ის 650 გრ. ერითროციტს და ერთ ტონა ლეიკოციტს იძლევა.

ადამიანის ნერვიული სისტემა 10 მილიონამდე ნეირონს შეიცავს და მიახლოებით შვიდჯერ მეტია მომსახურე, მკვებავ და საყრდენ უჯრედებზე. ნერვული უჯრედების მხოლოდ 1%-ია დაკავებული დამოუკიდებელი მუშაობით. ის იღებს შეგრძნებებს გარემოდან და განკარგავს კუნთებს. 99% კი შუალედური ნერვიული უჯრედებია, რომლებიც ასრულებენ გამაძლიერებელი და გადამცემი სადგურის ფუნქციას.

ადამიანის ყველაზე დიდი ნერვული უჯრედი პატარაზე 1000ჯერ მეტია. ყველაზე ვიწრო ნერვულ ბოჭკოებს მხოლოდ 0.5 მიკრომეტრი განივკვეთი აქვთ. ყველაზე მსხვილს-20 მიკრომეტრი. ყველა ნეირონების ნახევარზე მეტი თავმოყრილია თავის ტვინის დიდ ნახევარსფეროებში.

თავის ქალის ქერქის საერთო მოცულობა მერყეობს 1468 დან 1670 კვადრატულ სანტიმეტრამდე. ქალატვინის ნერვებში შედის 2 600 000 ნერვული ბოჭკო და გამოდის 140 000.

გამომავალი ბოჭკოების დაახლოებით ნახევარი პასუხისმგებელია თვალის გუგის კუნთების მართვაზე, ისინი ასევე მართავენ თვალის ფრთხილ, სწრაფ და რთულ მოძრაობებს. დანარჩენი ნერვები კი მართავენ მიმიკას, ღეჭვას, ყლაპვას და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებას.

შემავალი ნერვიული ბოჭკოებიდან, ორი მილიონი მხედველობითია. ერთ წუთში ტვინის გავლით გაედინება 740 – 750 მილილიტრი სისხლი.

30 წლის ასაკიდან, ყოველდღიურად ორგანიზმში იღუპება 30-50 ათასი ნერვული უჯრედი. მცირდება ტვინის ძირითადი ზომები. ასაკის მატებასთან ერთად ტვინი არა მხოლოდ კარგავს წონას, არამედ იცვლის ფორმას. მამაკაცებში ტვინის წონა მაქსიმალურია 20-29 წლის ასაკში, ქალებში 15-19 წლის ასაკში.

სისხლის უჯრედები მუდმივად კვდება და მისი ჩანაცვლება ხდება ახლით. ერითროციტის სიცოცხლის ხანგრძლივობაა 90-125 დღეა. ლეიკოციტი რამოდენიმე საათიდან, რამოდენიმე დღემდე ცოცხლობს.ადამიანის ტვინის მასა შეადგენს 1/46-ს სხეულის საერთო მასიდან. მაგალითისთვის სპილოს ტვინის მასა - 1/560- ია სხეულის მასიდან.

თვალს შეუძლია გაარჩიოს 130-250 სუფთა ფერების ტონალობა და 5-10 მილიონი შერეული ელფერის. სიბნელისადმი თვალის სრული ადაპტაცია შეიცავს 60-80 წუთს.

ადამიანის კანის ზედაპირი საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 2 მეტრს. მისი ცოდნა აუცილებელია ექიმის მიერ ზოგიერთი წამლის და სამკურნალო პროცედურების დანიშვნის დროს. კანის ზედაპირის გამოთვლისთვის კლინიკაში ჩვეულებრივ გამოიყენებენ შემდეგ ფორმულას:

სხეულის ზედაპირი = (სხეულის წონა X 4) +7

წონა უნდა აიღოთ კილოგრამებში, ზედაპირი გამოდის კვადრატულ მეტრებში. არსებობს უფრო ზუსტი ფორმულებიც, რომელშიც გათვალისწინებულია ადამიანის სიმაღლეც, მაგრამ ამ მეთოდებით გამოთვლა გაცილებით რთულია და მათ იშვიათად გამოიყენებენ.

ერთ წუთში კანში გადის 460 მილილიტრი სისხლი. კანში მიმოფანტულია 250 ათასი სიცივის რეცეპტორი, 30ათასი სითბოს რეცეპტორი, მილიონი ნერვიული დაბოლოება, ნახევარი მილიონი შეგრძნებების და სამი მილიონი ოფლის ჯირკვალი.

თმები იზრდება 0,35-0,40 მილიმეტრი წამში სიჩქარით. თუ დავითვლით თმის სიგრძის საერთო ზრდას, ის ოცდაათ მეტრამდე აღწევს. თმის ღერების საერთო რაოდენობა საშუალოდ აღწევს – ქერებისთვის - 140 000-ს, შავგვრემნებისთვის  - 102 000-ს, წაბლისფერთმიანებისთვის  - 109 000-ს, წითურებისთვის- 88 000-ს. ადამიანის სხეულზე თმების საერთო რაოდენობა (თავის გარდა) აღწევს - 20 000-ს.

ყურის შიდა ნაწილში დაახლოებით 25000 უჯრედია, რომელიც რეაგირებს ხმაზე. სიხშირის დიაპაზონი, რომელსაც აღიქვამს ყური, მერყეობს 16 და 20000 ჰერცს შორის. ასაკთან ერთად ის მცირდება , განსაკუთრებით მაღალი ბგერებისადმი მგრძნობელობის დაქვეითების ხარჯზე. 35 წლისთვის სმენის ზედა საზღვარი ეცემა 15000 გერცამდე.

ყური განსაკუთრებით მგრძნობიარეა 2000-3000 გერცის დიაპაზონში. საუკეთესო მუსიკალური სმენა მოდის 80-600 გერცის ფარგლებში. აქ ჩვენს ყურს შეუძლია გაარჩიოს ორი-100 და 100,1 გერცი სიხშირის ბგერა.

სულ ადამიანს შეუძლია გაარჩიოს 3-4 ათასი სხვადასხვა სიმაღლის ბგერა. ყური აღიქვამს ბგერას 35-175 მილიწამის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მან მიაღწია ყურამდე. კიდევ 180-500 მილიწამი ესაჭიროება ყურს იმისათვის, რომ ,,განეწყოს” მოცემული ბგერის მისაღებად და მიაღწიოს საუკეთესო მგრძნობელობას.

ენაზე დაახლოებით 9,000 გემოს რეცეპტორია. მათი მუშაობისთვის საუკეთესო ტემპერატურაა -24 გრადუსია.

ცხვირის შეგრძნების ზონის ფართი - 5 კვადრატული სანტიმეტრია. აქ არის განთავსებული დაახლოებით მილიონამდე ყნოსვის ნერვული დაბოლოება. იმისთვის რომ ყნოსვის ნერვულ ქსოვილში გაჩნდეს იმპულსი, მის დასასრულზე უნდა მოხდეს დაახლოებით ნუროვანი ნივთიერებების 8 მოლეკულა. რომ გაჩნდეს სუნის გრძნობადობა, უნდა აიღგზნოს არა ნაკლებ 40 ნერვული ქსოვილი.

ფრჩხილები ხელებზე დღეში 0,086 მილიმეტრი სიჩქარით იზრდება, ფეხებზე კი 0,05 მილიმეტრით. წლის განმავლობაში ადამიანს ხელებზე ეზრდება დაახლოებით 2 გრამი ფრჩხილი.
საკვების ღეჭვისას ყბის კუნთები უკანა კბილებზე - 72კგ მდე ძალას ავითარებს. წინა, მჭრელ კბილებზე - 20კგ მდე. პურის ღეჭვისთვის საჭიროა 25კგ ძალა, შემწვარი ხბოს ხორცის ღეჭვისთვის კი - 15კგ.

კუჭის ლორწოვანი გარსის ერთ კვადრატულ მილიმეტრზე მოდის დაახლოებით 100 ჯირკვალი, რომლებიც გამოყოფენ საჭმლის მომნელებენ სითხეს.

ყლუპი წყალი - ბევრია ეს თუ ცოტა? მრავალრიცხოვანმა კვლევებმა გვიჩვენა, რომ მამაკაცი ერთ ყლუპით სვამს საშუალოდ 21 მილილიტრ სითხეს, ქალი კი 14 მილილიტრს.

წყურვილის შეგრძნება ჩნდება წყლის დაკარგვისას, რომელიც სხეულის წონის 1%-ის ტოლია. 5% ის დაკარგვას შეუძლია ადამიანი მიიყვანოს გულის წასვლამდე, 19% ის დაკარგვა კი გაუწყლოვანებას და სიკვდილს იწვევს.

ახლად აღებული თითის ანაბეჭდი იწონის დაახლოებით გრამის ერთ მემილიონედ ნაწილს. ის შედგება წყლისგან, ცხიმებისგან, ცილებისა და მარილებისგან, რომელსაც გამოყოფს კანი.

ყველაზე მკაცრი მამაკაცებიც კი ყოველდღიურად ღვრიან 1-3 მილილიტრ ცრემლს. ცრემლი ყოველთვის გამომუშავდება საცრემლე ჯირკვლებიდან, ატენიანებს თვალის რქოვან ნაწილს და იცავს მას ჰაერისა და მტვრის ზემოქმედებისგან.

ადამიანის ორგანიზმში მუშაობს არანაკლებ 700 ფერმენტისა.

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ