მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 45544 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ზოგადი რჩევები მზით დამწვრობის შემთხვევაში:

როგორ მოვიქცეთ მზეზე დამწვრობისასლამაზი, გარუჯული კანი ყველას სიამოვნებს. თუმცა ზოგჯერ შეიძლება მცდელობას გადააჭარბოთ და სერიოზული დამწვრობა მიიღოთ.

მზეზე დამწვრობა ძალიან უსიამოვნო პროცესია, რომელმაც შესაძლოა შეგიქმნათ დიდი დიკომფორტი და მთელი დასვენება ჩაგიმწაროთ.

აქ მოყვანილია ყველა ის ხელმისაწვდომი და ეფექტური მეთოდები, რომლის შესრულება ყველას შეუძლია.

ეს აუცილებლად შეამცირებს მტანჯველ ტკივილებს და მოგგვრით შვებას:

 მზის დამწვრობისას შვებას მოგგვრით გრილი შხაპი ან აბაზანა, ტკივილს კარგად ხსნის წყლით სავსე აბაზანაში 1–2 ჭიქა ვაშლის ძმრის ჩამატება (ნუ გამოიყენებთ საპონს ან გელს, რადგან ისინი იწვევენ კანის გამოშრობას).

 დამწვრობის პირველ საათებში დაგეხმარებათ ცივი წყლის საფენები, ეფექტურია ცივი გვირილის ნაყენის კომპრესები.

სიცივე მოხსნის ტკივილს და შეინარჩუნებს მეტი რაოდენობის უჯრედებს, ხოლო გვირილა ხელს უშლის ანთებით პროცესებს. 

 ამის შემდეგ შემდეგ შეგიძლიათ შეიზილოთ “პანთენოლის” შემცველი კრემი. იგი პრეპარატებიდან ყველაზე უსაფრთხო და ეფექტურია.

პანთენოლი მრავალი სამკურნალო პრეპარატების შემადგენლობაშია წარმოდგენილი. ის ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, კვებავს დაზიანებულ კანს და აჩქარებს მის მოშუშებას.

უმჯობესია სპრეის სახით წარმოდგენილი პრეპარატი გამოიყენოთ, ასე კანი ნაკლებ მექანიკურ ზეგავლენას განიცდის.

 მზის დამწვრობას გაწითლება და კანის დაჭიმვა ახლავს თან. ამ უსიამოვნებებს ანტიჰისტამინური საშუალებები მოგაცილებთ. აბები მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ტკივილებს შეგიმსუბუქებთ თუთიის ოქსიდზე დამზადებული მალამოები.

უფრო რთულ შემთხვევაში კი ჰორმონებზე დამზადებული ანტიანთებითი საშუალებები დაგეხმარებათ. 

თუ მსგავს საშუალებებამდე ხელი არ მიგიწვდებათ, შეგიძლიათ კეფირი, მაწონი ან სულაც მჟავე რძე წაისვათ. მთავარია პროდუქტები იყოს ნატურალური (არ გააჩნდეს არომატიზატორები და საღებავები).

კარგია კვერცხის ცილაც. ამ პროდუქტებში არსებული პროტეინი ხელს უწყობს კანში ტენის შენარჩუნებას.

 დამწვრობის ადგილზე ეფექტურია ყინულის, ან რაიმე სხვა ცივი საგნის მიდება, აგრეთვე დამწვარზე უმი კარტოფილის ან კიტრის ნაჭრების დადება.

 მზით დამწვრობის დროს შეუცვლელია ალოე. იგი ამშვიდებს და აგრილებს კანს, ხსნის ტკივილსა და გაღიზიანებას.

ალოე შეიცავს რიგ აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჭრილობების შეხორცებას, შეშუპებების დაცხრომას.

როგორც წესი გამოიყენებენ ალოეს წვენს (ექსტრატს), თუმცა ეფექტურია მისი შემცველი სხვადასხვა კრემებისა და ალოეს შემცველი სველი საფენების გამოყენებაც.

 ასკორბინის მჟავა აქტიური ანტიოქსიდანტია, ანელებს და აჩერებს კანის შემდგომი დაზიანების პროცესს.

 კანის აღდგენისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ C ვიტამინის შემცველი კრემი ან ლოსიონი.

 მტკივნეული შეგრძნებების დასრულების შემდეგ, ექიმების მიერ რეკომენდებულია პილინგის ჩატარება. პილინგი გააქრობს კანის დაზიანებულ მონაკვეთებს.

როგორც ცნობილია, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, ხდება კანის გაუწყლოება და იგი კარგავს ტენს.

ამიტომ, აუცილებლად უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე (წყალი, მწვანე ჩაი, ბროწეულის წვენი და სხვა);

 

არ შეიძლება!

 

»» არავითარ შემთხვევაში არც რუჯის მიღებამდე და მითუმეტეს არც დამწვრობის შემთხვევაში, კანზე არ წაისვათ ზეთი და ზეთოვანი, ან ცხიმის შემცველი სხვა ნივთიერებები.

საქმე იმაშია, რომ ცხიმი იწვევს მზის სხივების გარდატეხას, რაც გამოიწვევს უფრო ძლიერ დამწვრობას და მხოლოდ გააუარესებს თქვენს მდგომარეობას.

»» არ შეიძლება სპირტი და სპირტის ბაზაზე დამზადებული ნივთიერებების გამოყენება, რომლებსაც შეუძლიათ დამწვარი კანის ძლიერად გამოშრობა და გაღიზიანება გამოიწვიონ.

»» დამწვრობის ადგილზე გაჩენილი ბუშტუკების დაჩხვლეტა, მასში არსებული სითხის იძულებით გარეთ გამოდევნა და კანის იძულებით მოცილება.

აქერცლილი კანის მოცილება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანის უჯრედები უკვე მკვდარია და მისი მოცილება ტკივილს საერთოდ არ იწვევს.

»» შესაძლებლობების ფარგლებში თავი აარიდეთ მზეზე გასვლას, იმ დროით მაინც სანამდე დამწვრობა არ მოგირჩებათ.

»» არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღება. ეს მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას.


სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ