მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 11428 - ჯერ |  
შრიფტის ზომა



როგორ ვიკვებოთ გრიპის დროსგრიპის დროს სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია იმუნიტეტის შენარჩუნება და ყველა აუცილებელი ვიტამინებისა და სასარგებლო ელემენტების მიღება.

სასარგებლო მკვებავი ნივთიერებები ხელს უწყობს ორგანიზმის რეპარაციას, ზრდასა და ჯანმრთელობას.

მკვებავი ნივთიერებები შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, ამინომჟავებს, ცხიმიან მჟავებსა და წყალს. აგრეთვე კალორიების წყაროს - ნახშირწყლებს, ცილებსა და ცხიმს.

ნებისმიერი მკვებავი ნივთიერების დეფიციტს შეუძლია ავადმყოფობა გამოიწვიოს. რომელი ნივთიერებები უწყობს ხელს გრიპის ინფექციასთან ბრძოლას?



ცილები

როგორ ვიკვებოთ გრიპის დროსავადაა თუ არა ადამიანი, მისი ორგანიზმისთვის ცილები ყოველთვის აუცილებელია. იგი ხელს უწყობს ძალების შენარჩუნებას.

პროტეინების საუკეთესო წყაროა - უცხიმო ხორცი, შინაური ფრინველი, თევზი, ცერცვი, კვერცხი, ნიგოზი, რძის პროდუქტები, მარცვლეული.

გრიპის პროფილაქტიკისათვის, შესაბამის მედიკამენტებთან ერთად, რეკომენდირებულია დღეში 50 გრ ცილის მიღება. ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის სასურველია ორჯერ მეტი.

პროტეინებთან ერთად, ორგანიზმი იღებს ვიტამინებს - B6 და B12, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის შენარჩუნებასა და ამაღლებას.

ვიტამინ B6 - ს შეიცავს - ინდაური, ცერცვი, კარტოფილი, ისპანახი და მარცვლეული. B12 -ს კი ხორცი, რძე და თევზი.

იმუნური სისტემის ამაღლებისთვის აუცილებელია მინერალები - სელენი და ცინკი, რომელსაც შეიცავს ცერცვი, ნიგოზი, ხორცი და შინაური ფრინველი.



ფლავონიდები

როგორ ვიკვებოთ გრიპის დროსიმუნური სისტემის ამაღლებას ხელს უწყობენ ფლავონიდებიც, რომლებიც შედიან მიახლოებით 4 000 შემადგენლობაში და მოქმედებენ ხილისა და ყვავილების ფერზე.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფლავონიდები, რომელიც შედის ციტრუსების რბილ, თეთრ კანში, ხელს უწყობს იმუნური სისტემის აქტივაციას.

ფლავონიდებს შეიცავს გრეიფრუტი, ფორთოხალი, ღვინო, ჩაი, ლიმონი, ლაიმა.



გლუტატიონი

როგორ ვიკვებოთ გრიპის დროს, გლუტატიონიგლუტატიონი - ანტიოქსიდანტია, რომელსაც შეიცავს საზამთროს ქერქთან ახლოს მდებარე წითელი რბილობი.

აგრეთვე კომბოსტო, მწვანე კომბოსტო, ყავისფერი კომბოსტო და ყვავილოვანი კომბოსტო.

გლუტატიონის შემცველი პროდუქტები, გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებაა.

 


რა უნდა მიირთვათ და რისგან შეიკავოთ თავი

რძის პროდუქტებმა შეიძლება გააძლიეროს გულის რევის შეგრძნება და გამოიწვიოს ღებინება. მან, ვინც ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება, ჯობია თავი შეიკავოს ამ პროდუქტებისგან.
ფორთოხლის წვენი შეიცავს ვიტამინ C -ს და ფოლიუმის მჟავას, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ვიტამინ C - ს, შეუძლია შეამციროს ავადმყოფობის ხანგრძლივობა.

თუ გრიპის ინფექციიდან გამომდინარე ადგილი აქვს კუჭის აშლას, სასურველია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული დეჰიდრატაცია.

სასურველია მცირე რაოდენობით დაწყება და დოზის თანდათანობით გაზრდა. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული სითხე იყოს გამჭვირვალე.
თბილ, თაფლიან ჩაის შეუძლია დაამშვიდოს გაღიზიანებული ყელი.

როგორ ვიკვებოთ გრიპის დროსქათმის ბულიონი - ეფექტური საშუალებაა გრიპის სიმპტომების დროს.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბულიონს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც ამცირებს ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციის სიმპტომებს.

ჯანმრთელი, მაღალი იმუნური სისტემა, გაცილებით ადვილად უმკლავდება და ეწინააღმდეგება გრიპის ინფექციას.

ამიტომ მის შემდეგაც კი, რაც გრიპისგან განკურნება მოხდება, ყოველთვის აუცილებელია რაციონში დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, ცერცვი, რომელიც შეიცავს ფიტოქიმიურ ნივთიერებებს.

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ