წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 2818 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ისწრაფიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხანგრძლივი და წარმატებული კარიერისკენ, ვალდებულნი არიან განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საკუთარ იერსახეს. ეს თანამედროვე პოლიტიკის მოთხოვნაა.

რა თქმა უნდა მიმზიდველი გარეგნობა არჩევნებში გამარჯვების გარანტიას არ იძლევა, მაგრამ ნამდვილად ხელს უწყობს  სხვადასხვა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ამომრჩევლის ხმების მოზიდვას.

თქვენს საზოგადოებაში მათ თავი თავისუფლად უნდა იგრძნონ და მიგიღონ როგორც თავისიანი. ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია საკუთარი იმიჯის შეცვლა.

იყავით ხელმისაწვდომი თქვენი ამომრჩევლისთვის, მათ უნდა იფიქრონ რომ, თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ. ამაში დიდ როლს თამაშობს შესაფერისი სიტუაცია, სამოსი. თუმცა ტელევიზიით გამოსვლის დროს  აუცილებლად უნდა გამოიყურებოდეთ როგორც პროფესიონალი პოლიტიკოსი, მკაცრი ჩაცმულობითა და ვარცხნილობით.

სხვადასხვა გარემოებებთან სწრაფი ადაპტაცია, საჭირო სიგნალების დროული მიღება თუ გაცემა აუცილებელია ნებისმიერ აუდიტორიასთან ნაყოფიერი ურთიერთობისთვის.

პოლიტიკოსის პროფესიონალური იმიჯი ნიშნავს გარეგნულ შესაბამისობას როგორც საკუთარ ამომრჩეველთან, ასევე არსებულ ვითარებასთან.

პირველი პირობა, რომელიც აუცილებელია იმიჯის გამომუშავებისთვის, არის ის, რომ განთავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც იქცევს ზედმეტ  ყურადღებას (მოუწესრიგებელი ვარცხნილობა, მკვეთრი ხმა და ა.შ).

ასეთ შემთხვევაში იმიჯი თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს და არა თქვენს საწინააღმდეგოდ. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ფიზიკურ ფორმას, მანერებს.

ენერგიულობა პოლიტიკოსის წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი პირობაა, მან აუცილებლად უნდა მოახდინოს სასიცოცხლო ძალების მარაგის დემონსტრირება.

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სახეს, რადგან სწორედ ის იქნება ყოველთვის ყურადღების ცენტრში აუდიტორიის წინაშე, თუ სატელევიზიო ინტერვიუს დროს. შეამოწმეთ კანის მდგომარეობა, თუ საჭიროა  აუცილებლად მიმართეთ კოსმეტოლოგს.

დარწმუნდით, რომ თქვენი სახე არა დაღლილობასა და იმედგაცრუებას, არამედ ოპტიმიზმს, წარმატებისადმი რწმენას გამოხატავს.

თუ სათვალეს ატარებთ, აუცილებელია სწორად შერჩეული ჩარჩო.

საჭიროა შეარჩიოთ კარგი სტილისტი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს ზუსტად შეასრულებს.

თქვენი ხელებიც მუდმივად მხედველობის არეშია. მიუხედავად იმისა, თუ როგორი ფორმის ხელები გაქვთ, ეცადეთ ისინი მუდამ მოვლილ მდგომარეობაში გქონდეთ.

რაც შეეხება ტანსაცმელს, მიიღებენ რა მხედველობაში თქვენს ”ფერებს” და სხეულის აგებულების თავისებურებებს, პროფესიონალი კონსულტანტები მოგეხმარებიან  სწორად შეარჩიონ თქვენი სამუშაო გარდერობი.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura