მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4922 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ბიზნესმენის საქმიანი ცხოვრება იმგვარია, რომ რომ სწორედ ფირმის, ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი უნდა წარმოადგენდეს საკუთარი იდეების გენერატორს და გზამკვლევს.

რაოდენ საკამათოც არ უნდა იყოს, პირველ რიგში, სამოსი განსაზღვრავს, თუ რამდენად აფასებს ბიზნესმენი საკუთარ თავს და პატივს სცემს გარემოს, რომელშიც იმყოფება. სწორედ სამოსი და თავის წარმოჩენის უნარი აჩვენებს რამდენად მნიშველოვანია მისთვის საკუთარი ღირსების გრძნობა, შემოქმედებითი საქმიანობის უნარების განვითარება. 

ბიზნესმენის პროფესიონალური იმიჯი ნიშნავს გარეგან ზემოქმედებას როგორც მოღვაწეობის სფეროზე, ასევე სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციებზე.

როგორიც არ უნდა იყოს პიროვნების იმიჯი დღეს, აუცილებელია ხვალინდელ დღეზე ფიქრი.

შორსმჭვრეტელი ბიზნესმენი უნდა აკონტროლებდეს ყოველდღიურ რითმს და შეჰქონდეს აუცილებელი ცვლილებები საკუთარ იმიჯში, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ფეხი აუწყოს მიმდინარე მოვლენებს, არამედ იმისთვისაც, რომ თუ საჭიროა წინასწარ განსჭვრიტოს და წარმატებებს მიაღწიოს მომავალ პერსპექტივაშიც.

ხელმძღვანელის ერთ-ერთი აუცილებელი თვისებაა მისი ხელმისაწვდომობა ხელქვეითებისა და კოლეგების მხრიდან. ამიტომ კარგი იქნება თუ  სამოსი იქნება იმის შესაბამისი, თუ სად იმყოფება ბიზნესმენი - რეგიონალურ ფილიალში, ფირმის ცენტრალურ ოფისში თუ საწარმოში.

აუცილებელია საკუთარი გარეგნობის წესრიგში მოყვანა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საკუთარ სახეს, რადგან სწორედ ის არის ხოლმე ყურადღების ცენტრში საქმიანი შეხვედრების და პრეზენტაციების დროს.

მნიშვნელოვანია თმებისა და კანის მდგომარეობა, ასევე ხელები, რომელიც მუდამ თვალთახედვის არეშია და საერთოდ - ფიზიკური ფორმა, სამოსი, მანერები, სიმხნევე და ენერგიულობა, ნებისმიერი ხელმძღვანელის წარმატების აუცილებელი შემადგენელია.

მიიღებენ რა მხედველობაში ბიზნესმენის სხეული აღნაგობის თავისებურებას, მომგებიან ფერთა გამას, კონსულტანტები დაეხმარებან მას სამუშაო გარდერობის სწორად შერჩევაში.

წარმატებული ბიზნესმენის იმიჯის გასამყარებლად, აუცილებელია სამოსი რაც შეიძლება კარგი ხარისხის იყოს, იმდენად, რამდენადაც  ბიზნესმენმა შეიძლება საკუთარ თავს ამის უფლება მისცეს.

ბიზნესმენი ლურჯ პიჯაკში, (მუქი ან ღია ვარიანტი), ავტორიტეტული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ორბორტიანი პიჯაკი უფრო ოფიციალურად გამოიყურება ვიდრე ერთბორტიანი. რეკომენდებულია თეთრი ან სპილოს ძვლის ფერი პერანგი. ჰასლსტუხი აუცილებლად მოხატული უნდა იყოს („უზორი“).

ტრადიციული, ნაცრისფერი პიჯაკი - ღია ნაცრისფერი, ყავისფერი, ან მუქი ნახშირისფერი ტონებით, კეთილგანწყობისა და ხელმისაწვდომობის შთაბეჭდილებას შექმნის. პერანგი პასტელურ, ცივ ტონებში (მკრთალი ცისფერი, მკრთალი ვარდისფერი, ატმისფერი).

ასეთი პიჯაკები მომგებიანად გამოყურება ახალ პარტნიორებთან შეხვედრის, ან საზღვარგარეთ გამგზავრების დროს.

ფერადი პიჯაკები - ფოლადისფერი, მოლურჯო-ნაცრისფერი, მოყვითალო-მომწვანო, ბადრიჯნისფერი და ა.შ დახვეწილი გემოვნების ადამიანის ეფექტს მოახდენს. ეფექტურია პიჯაკები წვრილი ზოლებით (დასაშვებია ფერადი ძაფებით), იგი კარგად ეხამება ჰალსტუხს, რომელიც ასევე შეიძლება ზოლიანი იყოს. მაგრამ არ არის რეკომენდებული ზოლიანი პერნაგის ჩაცმა, რადგან პიჯაკთან შეხამებაში ის შექმის თვალების აჭრელების ეფექტს.

კუბოკრული პიჯაკების ჩაცმა შეიძლება ნახევრად საქმიან და ნახევრად ოფიაციალურ ღონისძიებებზე. პერანგი უმჯობესია თეთრი ან პასტელური ფერების იყოს. ჰალსტუხი კი ნახატიანი, რომელშიც დომინირებს წითელი ფერი. ასეთ სამოსი ბიზნესმენს ელეგანტურობას შესძენს,.

ბიზნესმენს, რომელსაც წარმატებული კარიერა აქვს და ხშირად უწევს მაღალ საზოგადოებასთან ურთიერთობა, საზეიმო საღამოებზე დასწრება, აუცილებლად უნდა ჰქონდეს სმოკინგი. აგრეთვე სოლიდური ჟილეტი და ჰალსტუხი „პეპელა“.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ