მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6293 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

პოლიტიკოსის იმიჯი სპეციალურად ფორმირებული სახეა სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის. მისი ჩამოყალიბება არა სპონტანურად, არამედ კონკრეტული პოლიტიკოსისა და მისი გუნდის მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგად ხდება.

არც თუ ისე იშვიათად, პოლიტიკოსის იმიჯის შექმნა მისი ნების და სურვილების საწინააღმდეგოდ, არაკეთილგანწყობილი პოლიტიკოსების (პოლიტიკოსთა ჯგუფის) მიერ, ან სხვადასხვა წყაროების, ძირითადად მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით შეიძლება მოხდეს.

პოლიტიკოსის იმიჯზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს: რეპუტაცია, გარეგნული იერსახე, გულწრფელობა, პოლიტიკური პროგრამა, ხალხის იმედების გამართლება და ა.შ

პოლიტიკოსის რეპუტაცია აისახება მის შესახებ სხვადასხვა ისტორიებსა თუ ჭორ-მართალში, რომელიც ვრცელდება სიტყვიერად, ან მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით.

მათში ხაზგასმულია პოლიტიკოსის ადამიანური და საქმიანი თვისებები, ლიდერობის ნიჭი და მორალური მხარეები. 

ისეთი თვისებები, როგორიცაა -  პატიოსნება და წესიერება, სანდოობა და სამართლიანობა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პოლიტიკოსის რეპუტაციისთვის. ამ თვისებების არ არსებობამ, შეიძლება დამღუპველად იმოქმედოს მის იმიჯზე.

პოლიტიკური პროგრამა იდეებისა და პრინციპების ერთობლიობაა, რომელიც პოლიტიკოსმა უნდა დაიცვას და განახორციელოს ცხოვრებაში, პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში - სოციალურიდან ეკონომიურის ჩათვლით.

როგორც წესი, ძირითადად, მოსახლეობის ფართო ფენა არ კითხულობს და შესაბამისად არ იცის ყველაზე ცნობილი და პოპულარული პოლიტიკოსის პოლიტიკურ პროგრამებიც კი (ერთი-ორი ზოგადი დებულების გარდა). ისინი ელოდებიან და აფასებენ მხოლოდ შედეგს.

პოლიტიკოსის საქმიანი თვისებები პირდაპირ მოქმედებს მის იმიჯზე. ფასდება აგრეთვე კომპეტენტურობა, ჭკუა, განათლება, გამბედაობა. თავისი საქმის ცოდნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც მოეთხოვება პოლიტიკოსს.

რა თქმა უნდა ყველა პოლიტიკოსი არ არის დაბადებით ლიდერი, მაგრამ აუცილებელად უნდა ფლობდეს ისეთ თვისებებს, როგორიცაა პრინციპულობა და გამბედაობა გადაწყვეტილებების მიღების დროს, დამაჯერებელი და შთამბეჭდავი სიტყვით გამოსვლა ხალხის წინაშე, სიტუაციის განჭვრეტის უნარი.

პოლიტიკოსებისგან  ელოდებიან ხალხის პრობლემებით დაინტერესებას, გულისხმიერებას, დახმარების სურვილს. ის უნდა იყოს გულწრფელი და ადვილად მისაწვდომი ყველასთვის.

გარეგნულად პოლიტიკოსი ყოველთვის მოწესრიგებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული უნდა იყოს. ამასთან გარეგნული იერსახით იგი ძალიან არ უნდა განსხვავდებოდეს იმ ადამიანებისაგან, რომელთანაც მას ურთიერთობა უწევს სამსახურებრივი მოვალეობის, ან საზოგადობრივი საქმიანობის შესრულების დროს.

საერთო შეხედულებით, პოლიტიკოსი უნდა გამოიყურებოდეს მათზე უკეთესად, ვინც მას ხმას აძლევს, მაგრამ არა იმდენად, რომ ამ უკანასკნელებმა მის ფონზე თავი დაჩაგრულად და არაკომფორტულად იგრძნონ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ