წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 2639 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

რწმუნებათა სიგელები (ტერმინი გამოიყენება მრავლობით რიცხვში) - სახელმწიფოთაშორისო პრაქტიკაში მიღებული დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს დიპლომატიური წარმომადგენლის (როგორც წესი, ელჩის, ან სპეციალური სახელმწიფო დელეგაციის მეთაურის) უფლებამოსილებას.

ჩვეულებრივ პრაქტიკაში, უმრავლეს შემთხვევებში, რწმუნებათა სიგელების ცნების გამოყენება თანამდებობაზე დანიშნული ელჩის შემთხვევაში ხდება.

რწმუნებათა სიგელები, ფორმით წარმოადგენს მიმღები სახელმწიფოს მეთაურისთვის გერბიან ქაღალდზე, ხელმოსაწერად შესრულებულ პირად წერილს, წარმდგენი სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან. ეს დოკუმენტი აგეთვე გამყარებულია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმოწერით.

რწმუნებათა სიგელების ტექსტში ნათქვამია, რომ დიპლომატიური წარმომადგენელი უფლებამოსილია გამოვიდეს წარმდგენი სახელმწიფოს სახელით, აგრეთვე თხოვნა იმის შესახებ, რომ ნდობით იქნეს მიღებული ის, რასაც ისაუბრებს საკუთარი ქვეყნის ხელმძღვანელობის სახელით.

როგორც წესი, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიით სრულდება მიმღებ ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლის აკრედიტაციის პროცედურა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის თარიღზეა დამოკიდებული ის, თუ როდიდან ხდება ახალი ელჩი მეთაური კოლეგებს შორის დიპლომატიურ კორპუსში.

ყოფილი ელჩის სამშობლოში საბოლოოდ გამგზავრებამდე, მისი მემკვიდრე საკუთარ რწმუნებათა სიგელებთან ერთად, წინამორბედს გადასცემს გაწვევის სიგელებს.

ცალკეულ, იშვიათ შემთხვევებში, ხდება ისეც, რომ ყოფილი ელჩი თავად გადასცემს საკუთარ გაწვევის სიგელებს.

გაწვევის სიგელები ფორმდება ისევე, როგორც რწმუნებათა სიგელები.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura