მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 24101 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

დედა მიყვარსო, რომ უთხრა ვისმე,

შემოგხედავს და დაიწყებს სიცილს,

რადგან ეს არის ცნობილი ისე,

რომ უთქმელადაც სუყველამ იცის.


დედამ მაჩუქა ქეყნად სიცოცხლე,

ჩაუმქრალ ცეცხლით გამითბო მკერდი,

როს არაფერი არა ვიცოდი,

მე სიყვარული ვიცოდი დედის.


არ ვიფიცებდი დედას მართალზეც,

მასთან სიკვდილის ხსენება მძულდა,

მსურდა ეცოცხლა მრავალ ათას წელს,

უკვდავების წყალს ვნატრობდი მუდამ.


დედის სიტყვები გულს ჩამრჩენია,

მისი ნათელით ახლაც ფრთასა ვშლი,

სამშობლო ჩემს თავს რომ მირჩევნია,

დედასაც უდევს წილი ამაში.


დავალ, გულში დარდს როგორ გავივლებ

გახარებული და მხრებგაშლილი,

რომ მეტკინება ახლაც რაიმე,

- მიშველე, დედავ! - ვამბობ ბავშვივით.


თუმც წლებმა დედის სახე დაღარა,

მზიან თვალებში არა ბნელდება,

მეც შემეპარა თითქოს ჭაღარა,

ისე მწარედ ვგრძნობ მის გათეთრებას.


როცა მასთან ვარ, ვგავარ გოლიათს

დედით ვხარობ და დედით ვმხნევდები, -

დედასთან თავი ბავშვი მგონია,

სანამ დედა მყავს, არ დავბერდები!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ