მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 11336 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ჩემო დედილო,

შენს სახეზე გაჩენილ ბზარებს

მზის ნათელივით უფრო ხშირად ეღვრება თვალი.

დღეს, ხვალ იქნება 

გამიხურავ შენც სახლის კარებს -

ჩემს ჭერს ღიმილი მოაკლდება და სითბო ქალის.


ჩემო დედილო,

როგორ მტანჯავს ჟამის სიყრუვე,

მზეს ვეკამათე,

ვერ შევთანხმდით ცათა ღიობზე,

აქ კი ეზოში ხვალ ბებერი ძაღლი იყმუვლებს,

რომ მთელ სამყაროს ბრალად დასდოს ჩემი სიობლე.


ბევრი მომეცა,

მე რატომღაც მეტი ვინდომე -

ვიყავ სტუმარი ყველა მხარის, ყველა სკნელების.

ვარსკვლავიანი თავსასთუმლად მეგო მინდორი,

ვქმნიდი მუსიკას ტკივილების ლურჯი ცრემლების.


ჩემო დედილო,

მაგ გაცვეთილ მკერდის ჭირიმე,

დღეს შეგამჩნიე, კიბეზე რომ ახველ წვალებით,

მე დავტიროდი გადატეხილთ წელში გვირილებს,

წამომეპარა ჟამი შენი გარდაცვალების.


ჩემო დედილო,

მე გამტანჯავს დროის სიმუხთლე,

ბედნიერი ხარ - ამ მიწიდან გასვლას მაჯობებ,

ბედნიერი ხარ, ბედნიერი,

ჩემს შვილს მიუხვალ -

შენს თავს ვფიცავარ -

ჩემს სიცოცხლეს მართლა არ სჯობდეს.


ჩემო დედილო,

მე დამღალა ჟამის სიყრუვემ 

მზეს ვეკამათე,

ვერ შევთანხმდით ცათა ღიობზე,

სამყაროს შესძრავს,

მწუხრისას რომ ძაღლი იყმუვლებს,

დედამიწაზე განესრულა

ჩემი სიობლე.

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ტარიელ ხარხელაური  • • •   ტარიელ ხარხელაურის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ