წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 28579 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

საქართველოში წინათ მრავალი,

ისტორიულად არწარმავალი,

ვიდოდა მტრობა - გესლით მავალი,

და სისინებდა ქვეწარმავალი.


მისგან სიბნელე არეს ჰფენია,

შეხედეთ: გესლი რაოდენია,

ის ანადგურებს “ვეფხისტყაოსანს”,

რომ რუსთაველის ჩაჰკლას გენია.


ის შხამავს ასე უბრალოდ მზიანს

ვაჟა ფშაველას დეკას და ღვიას,

ის წიწამურთან ხვდება ილიას

და მზიურ შუბლში უმიზნებს ტყვიას.


ყოველი კარგის წინააღმდეგი,

პირმშვენიერ დღის როს არს დამდეგი,

მშობლიურ მიწას სწყვეტს ბარათაშვილს

და სიგიჟემდე მიჰყავს ყაზბეგი.


და პოეზიის, ვით ბედისწერა,

ბნელ მწუხარებად იცვალა ჟღერა, -

ყოველი მხრიდან, ყოველი მხრიდან

დასტრიალებდა ბედითი ძერა.


ჭაობებიდან იყო ეს ასე...

მაგრამ ცივ კლდიდან ახლა ძვირფასად

ამოსკდა წყარო ანკარა ასად,

მსგავსი რის ქვეყნად არ არის არსად.


სიცოცხლე დილის გულლმობიერი

სხივთა კრთომაში იყოს ძლიერი.

უფრო და უფრო, სულ მაღლა-მაღლა

იწევდეს მნათი პირმშვენიერი.


ჩვენს ხანას ვერვინ ეტყვის: შეჩერდი!

ჟღერს ყველას სიმი დღეს, როგორც ერთი.

თვალწარმტაცია ახალი ხანა

და ისტორიის ახალი გვერდი!

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura