შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ… სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა: ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა და ვერცა სპარსმა… შენი დიდების მომღერალია ოშკი და ზარზმა, ბებერი ტაო… შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი, ქართულო ცაო… |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |