წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 4945 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

შენ ხარ უკვდავი ვენახი, 

გჩეხეს და მაინც ვენახობ, 

ნატრობდნენ მამა-პაპანი:

აყვავებულიმც გვენახო!


მოთქმით მღეროდნენ დედები, 

წინ ედგათ ოქროს აკვანი, 

ცრემლით და სისხლით დანამეს 

გმირთა გმირების გზა-კვალი...


მათ გამოზარდეს დავითი 

დიდი გორგასლის იერით, 

მან დარუბანდის კარები 

შეხსნა მარჯვენით ძლიერით.


მათ გამოზარდეს თამარი 

და ხელშიც მისცეს ვარძია, 

ის დედა იყო დედათა, 

აკვანი მანაც არწია!


შენ ხარ მარადი ვენახი, 

აყვავებულხარ, ვენახობ, 

ომგადახდილი ზეიმობ, 

კვლავ გამარჯობით გვენახო!


გაზრდილხარ, ადიდებულხარ, 

რთვლიანობ ვაზი ხნიერი, 

ფესვი გაქვს უბერებელი, 

შეგრჩა ჭაბუკის იერი.


ქართლო, უკვდავო ვენახო, 

შენი აკლება უნდოდათ, 

შენი აჩეხვა უნდოდათ 

შორიდან მოსულ ურდოთა.


მათ დარიალი უნდოდათ, 

და თერგი დაუდეგარი, 

მაგრამ დგას შეუმუსრავი 

კავკასიონის კლდეკარი.


შენ ხარ უკვდავი ვენახი, 

გჩეხეს და მაინც ვენახობ! 

ომგადახდილი ზეიმობ, 

გამარჯვებულიც გვენახო!

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

ღის Aura