წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 942 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ჩემს სიყვარულში ვინ დაგაეჭვებს,

ამას ვინ შეძლებს, მშობელო მხარევ?!

შენ სიცოცხლე ხარ, მე სიცოცხლეზე

უკეთესს, მითხარ, რას შევიყვარებ?!


თუ რამ მინდოდა, ან თუ რამ მინდა,

ანდა, რაც მითქვამს, თუ რამედ ღირდა,

შენ რომ მიყვარდი, იმიტომ მითქვამს.


აქ რაც მიმღერა ალალმა ნენემ,

სულ შენი ცრემლის ვერცხლად მეკიდა,

მე დედაენა მიღებდა ბნელეთს,

რომ შენი ყოფნა არ გამეყიდა.


ალბათ მიტომაც ბნელმა, ბოროტმა,

სადარნაძრომმა თავით, ბოლოთი,

სცადა, არათუ ერთ ღვიძლ პოეტად,

მშობელს შვილადაც რომ არ გყოლოდი.


კუთხის მოძულედ მრაცხს, საცა ჯერ არს

და, რადგან სადღაც ჯერ მისი სჯერათ,

პირძაღლი ისეთ რაღაცებს კერავს,

ჩემივ კერიის მასაღებს მტერად.


შენ კი შემინდე მშობელო ჩემო,

მიწავ და ხეო, ზღვაო და ჩქერო,

რომ შენი რძის და სიმღერის შვილმა,

დღეს, შუბლით ცხელით და თვალით სველით,

კვლავ აგიხსენი სიდან ვარ, ვინ ვარ,

და სიყვარულიც კვლავ აგიხსენი!


მაგრამ ხმა შენი, ხმა ხსნად მოსული,

ხმა, რომ ჭირ-ჭორთა უძლო ქარიშხლებს,

ვგრძნობ, სიყვარულის ჩემის მოძულეს

ცოდვას ბოლომდე უანგარიშებს.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura