წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 801 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სატევარი, მამა-პაპის სატევარი,

სატევარი - მტერთა გულის გამპობი,

ქართლის ღამე - შუბთა შუქით ნათევარი,

გრემისხევი თუ კრწანისის დაბლობი,


ბებრისციხე, ძვალბებერი გალავანი,

სვეტიცხოვლის სვეტმაღალი სიონი,

შორს რომ მიდის აქლემების ქარავანი -

დარახტული მთები კავკასიონის,


ქართლის ზეგანს ჩახვეული რუხი მტკვარი,

ტკბილ ფიქრებში ტკბილად მოსაგონარი, -

შორს ლამაზი ნესტანქალის კიდობანი, -

შხეფდაყრილი ერთადერთი ბორანი,


მთვარის შუქზე, რომ მოუვა ზღვასაც რული,

იალაღი ჯეირნებით ნალახი,

რომ გახვალ და მარგალიტით დაცვარული

დაგინამავს მუხლებს მწვანე ბალახი.


ჩემი ქვეყნის ძველთა-ძველი მიწა-წყალი,

მზედაკრული ვენახები რქახშირი,

თეთრ ღრუბლებში ანთებული ოქროს კვარი,

ვარსკვლავები - ნაპერწკლებად გაშლილი,


- ვინ წაგვართვას, ვინ გაბედოს დაგვიჩრდილოს,

ვინ დასწყევლოს ქვეყნად ჩვენი გაჩენა?!

ვინც ვაჟკაცობს, ვინც წინაპრით გვარიშვილობს,

ვისაც ერჩის გულიცა და მარჯვენაც,


- ეს იმათი მახვილები კაშკაშებენ,

ვინ წაუვათ ვერაგ მტერთა ურდოდან?!

წამოენთნენ ფიცნაჭამი ვაჟკაცები, -

მამულს ერთი დაძახება უნდოდა!

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura