მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4243 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

წიწამურიდან საგურამომდე ეკლიანი და პატარა გზაა,

წიწამურიდან საგურამომდე სიცოცხლის გავლა ნეტავი რაა?

წიწამურიდან საგურამომდე აშრიალებულ ფოთლების ზღვაა.

ისევ დუდუნი ისმის არაგვის, ისევ ბიბინებს არაგვის ველი.

ღამით ამოსულ და აყვავებულ ვარსკვლავებს დილა მოთიბავს ცელით,

ღამით ამოსულს და აყვავებულს ნიავს არაგვი დილამდე ელის.

ჰეი, არაგვო, არაგვიანო, გულში ეგ სევდა რად ჩაგწოლია?!

შენს სამას შვილზე ხომ არა დარდობ? - გყავდა და თითქოს არა გყოლია!

შენი ჩქერების თეთრი შხეფები, - ეგ ხომ ცრემლების წმინდა ბროლია!

ჰეი, არაგვო, მიამბე მაინც შენს სამას რაინდს თუ რას უმღერდი,

როგორ აღზარდე ქართულ ქოხებში და ქართულ აკვანს როგორ ურწევდი!

ჰოი, არაგვო, მაშინაც, ალბათ, ამავე სევდას მოაქუხებდი!

არავინ იყო ამბის მომტანი, არ გინათებდა გულს ალიონი,

აღარ გესმოდა `ვისაც მოუკლავს, არ გუგუნებდა ზარი სიონის,

შენ დაგტიროდა მხოლოდ მოხუცი: - დამარცხებული ბაგრატიონი!..

გზა ეკლიანი და უდაბური გმირებს და მგოსნებს გაუკაფიათ!

საით ისწრაფვი მაინც, არაგვო, და მიაშფოთებ ტალღებს ქაფიანს?

მცხეთის კარამდე დიდი ჩრდილებით მთებს შენი ტანი დაუდაფნიათ!

მცხეთის კარამდე გაისმის ძვლების და მუზარადის მსხვრევის ხმაური!

მცხეთის კარამდე წარსულ ბრძოლების ისევ ამტყდარა აურზაური,

მცხეთის კარამდე რეკავს ჯავშანზე დაჯახებული ხმალი ფშავური!

წიწამურიდან გულის კარამდე ერთი გზა მოდის - გზა სისხლიანი!

ისევ ჰყივიან ცაში არწივნი და შრიალებენ მთანი ტყიანი;

მთებში ირმების ისმის ყვირილი გულის მზარავი და სევდიანი.

ეგების მკერდში დასჭრეს ირემი და არ ურჩება ბეჩავს იარა?

განგმირულ შუბლით ეკლიან გზაზე ისევ მგოსანმა თუ გაიარა?

ეგების ამცნო მთებს საიდუმლო და დიდი ფიქრი გაუზიარა?

ჰოი, არაგვო, არაგვიანო, გულში ეგ სევდა რად ჩაგწოლია?!

მოკლულ პოეტზე ხომ არა დარდობ? - გყავდა და თითქოს არა გყოლია!

შენი ჩქერების თეთრი შხეფები, - ეგ ხომ ცრემლების წმინდა ბროლია!

ჰოი, არაგვო, მიამბე მაინც, როგორ დაეცა ეს გოლიათი?

ეგების შესწყდა ვარსკვლავთ კაშკაში, გადაეფარა მიწას წყვდიადი,

და დამწუხრებულს, კაეშნით მოცულს, მზესაც ამოსვლა დაუგვიანდა?

შთაგონებული სიმღერა მისი აღარ მოესმის მიდამოს შენსას.

ალბათ, მისთვის ხარ გულჩათხრობილი და აღარ ცხრება ტალღების კვნესა!

ნატყვიარ შუბლის სისხლის წვეთები ახლაც აცხია მიწას და ქვებსა!..

წიწამურიდან საგურამომდე ეკლიანი და პატარა გზაა,

წიწამურიდან საგურამომდე სიცოცხლის გავლა ნეტავი რაა?

წიწამურიდან საგურამომდე დიდი მთები და უძირო ცაა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ