მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3400 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მეუფეო, ჩემი ლოცვა დღეს იქნება სულ სხვაგვარი

მე არ მინდა სასწაულად მომივლინო ნინოს ჯვარი,

ახ, არ მინდა მე არც საბა, ახ არ მინდა არც ისახარ -

დღეს ჩემს გულში, მეუფეო, სულ სხვა ლოცვა ჩაისხა:

მე მინდა რომ საქართველო, - ეს სამოთხის შვების წყარო, -

მტრებს არ მისცე საჯირითოდ, შეიტკბო და შეიყვარო!


მეუფეო! ყოველ მხრიდან გვეხვეოდა მტერი გველად:

ჩვენი სულის ჩასაქრობად, ჩვენი ნიჭის ასაგველად;

სელჯუკები, მონღოლები გვეცემოდნენ ურდო-ურდოთ…

მაგრამ კმარა, მეუფეო, აღარა გვსურს გავიქურდოთ,

გვეყო, გვეყო ეს სასჯელი, ესოდენი ჭირი, სენი…

საქართველო, მეუფეო, დაიხსენი… დაიხსენი…


ღმერთო! ხმლების ნიშნობაში ბევრჯელ დილა დავაღამეთ,

ბევრჯელ ჩვენი პერანგები მტრების სისხლით გავახამეთ, -

და ჰა, ღმერთო, ხელაპყრობით გევედრება ხალხის გული:

მზით შეგვიმკე ჩვენ ეს შუბლი, შუბლი ტანჯვით გადახნული,

დაგვაძინე როგორც ქარი, გაგვაღვიძე როგორც მთვარე…

საქართველო, მეუფეო, დაიფარე… დაიფარე…


და, მაშ ვიდრე ლოცვად ვდგევარ, და მაშ ვიდრე დარი არი,

გაგვიმაგრე, მეუფეო, ბამბაკი და დარიალი.

და სიმტკიცის დასაცველად, ჩვენი ციხის ზღაპრულ კედელს

ჩამატანე დედის ერთა: ნუ დასტოვებ ჩაუკეტელს,

რომ სუყველამ ეს სიტყვები გულში მცნებად ჩაისახოს:

ვინც სიკვდილის გზაზედ მიდის - მან სიცოცხლე უნდა ნახოს.


მაგრამ თუ კი, ჰოი ღმერთო, ჩაგვითვლიან ლოცვას ტყვილად:

ლოცვას წყევლად გადავაქცევთ, ავადუღებთ ცრემლებს ტყვიად -

და ვაი მას, ვინც მტრის სტვირზე თავის ჰანგსაც ახმატკბილებს,

მას პასუხსაც არ ვაკადრებთ, მას ჩავუმტვრევთ სიბრძნის კბილებს,

მას შხამადაც შერგებია ჩვენი დედის ტკბილი ხსენი…

საქართველო, მეუფეო, დაიხსენი… დაიხსენი…

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ