მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4171 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო,

ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,

ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,

გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.


გვერდით მიდევს ვერცხლისფერი ამულეტი,

თვალს ვარიდებ გადამტვრეულ, პირბლაგვ მახვილს,

”რა უყავით, რა უყავით მამულები?!” -

ტირილის ხმით ვიღაც გაღმით გამომძახის.


ეს ხმა ათას ჩემისთანა გულთან დაობს,

ხან მრისხანებს, ხანაც გლოვის ისმის ზარი -

”ვის მიეცით ეს წყალ-ჭალა საიგავო,

უფლისაგან სასოებით ნაბოძვარი?!”


ამობრწყინდი, მზეო, ღამის გამთენებო,

ჩვენ თუ არა, სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს...

გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ ქართველებო! -

დამდგარია ტანზე თაფლის წასმის ჟამი.


აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო,

ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,

ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,

გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ