დედა ძუძუს გვაწოვებდა, გვიმღეროდა იავნანას, შენი წიგნი „დედაენა“ გვასწავლიდა ანა-ბანას.
და შევკონეთ „აი ია“, ის წუთები ახლაც გვახსოვს, შენი ნახვაც გვინატრია.
გაგიღია ცოდნის კარი, ცას წვდებოდნენ ჩვენი მთები, აღმაფრენის ქროდა ქარი, დაგვცქეროდი მზრუნველობით მაღალ მთიდან გადმომდგარი.
მშობლიური გიმღერს მხარე, აგისრულდა გულის ნატვრა, რაც ჩვენ, შვილებს დაგვიბარე… უკვდავია შენი ხსოვნა, ვიდრე შუქს გვფენს მზე და მთვარე. |