წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 9172 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რაფიელ ერისთავი - ლექსები

 

განთქმულმა ერთმა მეფემა

უბრძანა თვისსა ვეზირსა:

"უცნაურს გეტყვი სურვილსა,

ეხლა რომ იგი მე მჭირსა;

უნდა შენ ჩემი გულისთვის

მიიღო მცირე სასჯელი,

მიშოვო სადმე ისეთი

უცხო რამ ტკბილი საჭმელი,

რომ მასზედ უტკბესს ხმელეთზედ,

არც ზღვასა იშოებოდეს…

მოძებნე ყველგან, მომართვი,

თუ სადმე იპოვებოდეს…”


ამისა მსმენმა ვეზირმა

ენა უყიდა მეფესა,

შეუწვა კარგათ, ლამაზად,

მოართვა თვისსა პატრონსა.

კვლავ მეფემ ბრძანა: "ვეზირო,

წადიო, გაეჩქარეო,

აწ ისეთი რამ მომართვი,

არ იყოს მასზედ მწარეო!..”


უცებ გაიჭრა ვეზირი,

ენა მოართვა ხელახლათ…

რა ნახა ესე ბატონმა,

განრისხდა წარმოსთქვა მსწრაფლად:

,,ტკბილი ვითხოვე, თუ მწარე,

მაინც მომართვი ენაო,

თუ მასხარაობ, მიჰქარავ,

თავი აიგდე შენაო!..”


მაშინა ჰკადრა ვეზირმა

მეფესა აჩქარებულსა:

"ენაზედ ტკბილსა ვერ ჰპოვებ,

შენს თავსა ვფიცავ ქებულსა,

ვერცა ენაზედ უმწარესს

მოიძევ ქვეყანაზედა…

მაშ რათ შემწამე მასხრობა,

შემრისხე ნეტა რაზედა?..”


ანდაზათაც ნათქვამია

(მე სიმართლეს დავადგები) :

"ენა ტკბილი, ენა მწარე,

ენა ქვეყნის ამომგდები”.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge



როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

ღის Aura