მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 16500 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

არ მიწერია სონეტები, ტრიოლეტები,

ჭიუხებიდან მე მონბლანებს არ ვებღოტები,

ქართული ლექსის კალაპოტშიც კარგად ვეტევი

და სიმღერისთვის არ მჭირდება უცხო ნოტები.


თუკი გსმენიათ თქვენ ოდესმე ლექსი ქართული,

გულიდან სიტყვის ამოფრქვევას ყურს თუ მოკრავდით,

იგრძნობდით, ჩვენში თვით მწყემსიც კი, ლექსით გართული,

პოეტია და არის სულით არისტოკრატი.


თუნდ იფიქროთ, რომ ჩემი ქება საზღვრებს გადადის,

თუნდ დამაბრალოთ ამბიცია და ირონია,

მე ვთვლი, რომ მთქმელი "ვეხვისა და მოყმის ბალადის"

ბრძენია, თანაც - გოეთე და ბაირონია!


მე არ გეგონოთ ვინმე უტუ, "ურა ქართველი",

რომელსაც უყვარს სამშობლოზე ენის ტარტალი,

ჩვენს ხალხურ ლექსებს თავზე ადგას უფლის ნათელი,

ვამბობ და ვიცი, რომ ეს სიტყვა არის მართალი!


იქნებ ჩვენ თქვენზე ადრე ვცნობდით ლორკებს, თაგორებს,

ლი-ბოებსა თუ ხაიამებს, რილკეს, ელიოტს,

მათი წიგნები თარგმანებად ავამთაგორეთ,

მაგრამ ეს განა იმას ნიშნავს, რომ შეველიოთ:


შოთა რუსთაველს, გურამიშვილს, ვაჟას თუ ტატოს,

აკაკისა თუ გალაკტიონს, ან დიდ ილიას,

მე მათი სიბრძნის ტალანებში სრულიად მარტოს

ფეხაკრეფით და მოწიწებით წლობით მივლია.


კარგია ყველა უცხო ენა, ეს უთქვამთ ადრეც:

რამდენი ენაც იცი, ხარო იმდენი კაცი,

მაგრამ ინგლისურს რომ "პარუსკობთ" და იცვლით "ადრესს",

ქართულს რატომღა ეფშლიკებით ისე, ვით ვაცი?!


მე შეგახსენებთ გალაკტიონს ალალ-მართლურად,

პირდაპირ გეტყვით, არ დაგიწყებთ იგავ-არაკებს:

"ილაპარაკეთ, მე თქვენა გთხოვთ ოღონდ ქართულად,

ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!"

 

ლექსები დედა ენაზე  • • •  პოეზია - ვახუშტი კოტეტიშვილი  • • •   ვახუშტი კოტეტიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ