მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
თოვლი მოსულა ქათქათა,
მთა-ბარი დაუბარდნია,
მეკვლე ვარ, - ვარსკვლავბიჭუნა,
ახალი წელიწადია!
ციდან ეშვება ფარფატით
ფიფქები, სხივთაფერება,
მომყვება თოვლის ბაბუა,
ხალისით ამემღერება:
- კარი გამიღეთ, მეკვლე ვარ!
ახალწლის მახარობელი,
მომაქვს ათასი სიმღერა,
მამულის საგალობელი.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები