მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4065 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

წუხელის თოვლი მოსულა,

ქედები დაუთოვია, 

სერები დაუფიფქია, 

ბარისკენ გზა უპოვია.


შავი ტყე შეუჭირხლია, 

უბრმავებია კვირტები, 

თოვლში ოქროსფრად ელავენ 

აყვავებული შინდები


განა ნამდვილი თოვლია, 

ეს ხომ აპრილის თოვლია...

ეს ნასესხები თოვლია, 

ეს საგულგულე თოვლია.


მზე იკბინება, ჩამოცხა, 

მიწის წვენს გზა უპოვია, 

სულ ნაკადულად ქცეულა, 

რაც წუხელ დაუთოვია.


მართლაც, წამხდარა ზამთარი, 

სიმტკიცე აღარ ჰქონია, 

მართლაც, აპრილის თოვლია, 

მართლაც, გუგულის თოვლია!


აგერ, იძახის გუგული, 

პურის გატეხის დრო არი, 

მუხრანის ველზე ლუჯდება 

ჯეჯილი დანათოვარი. 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გიორგი შატბერაშვილი  • • •   გიორგი შატბერაშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ