მზის სხივი: მზის სხივი ვარ, მიწას ვათბობ, ყინვა-თოვლის მტერი, რომ აყვავდეს გაზაფხულზე მინდორი და ველი. რომ ტყემ ისევ ამოიდგას ძველებურად ენა, რომ ისმოდეს ფრინველების გალობა და სტვენა.
გაზაფხულზე, როცა თოვლი დადნება და გაქრება, სულ პირველი მე მოვდივარ, ია მქვია სახელად. ნორჩ, ხასხასა ფოთლებიანს პეპლის კაბა მაცვია, მე ყველაზე ლამაზი ვარ და ყველაზე პაწია.
მე მსუბუქი ნიავი ვარ, დავქრი, როგორც მინდა, მე თქვენს ბაღში სულ უეცრად ჩამოვვარდი ციდან. სამივენი კარგები ხართ, თუმცა ერთი ციდები, ახლა უნდა დაგიქროლოთ მაგრამ ნუ შეშინდებით!
აბა, დროზე, იქით გადი, გამეცალე ნიავო, მე პატარა, მორაკრაკე, ნაკადული მქვიაო. გაზაფხულზე ვჩნდები უცბად როცა თოვლი დადნება, ყვავილები უნდა მოვრწყა სანამ დამიღამდება.
ეს მე ვმატებ სილამაზეს ბაღებს, ქუჩებს, მოედნებს... მე ვუყვარვარ სხვებზე მეტად: მხატვრებს, მგოსნებს, პოეტებს. გავიშლები, გავლაღდები, დედოფალი ბაღების, ვის არ ატკბობს სურნელება, გაფურჩქნილი ვარდების. ამიტაცებს, გამიტაცებს, სტვენით ცაში ბულბული. მე ვარდი ვარ, თქვენი ვარდი, ნაზი, გადაფურჩქნილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თამაზ მეტრეველის პოეზია |