მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
მიყვარდა, მეყვარება შემოდგომის დღეები, -
მოწყენით
ნეტარება
და ოცნების
ფრთეები…
კლდეში მოდგა ზამთარი, ჩამოთეთრა ღრეები,
წვიმს, სარკმელში
ჩამდგარან
აბუზული
ხეები…
რის დღეები! - გადიან თვეები და წლეები, -
ამოდიან,
ჩადიან
გამურული
მზეები.
AURA.GE - 2010-2023 © ყველა უფლება დაცულია
მასალის გადაბეჭდვა (ბმულის მითითებითაც) აკრძალულია.
იხილეთ მასალის გამოყენების პირობები