მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 18038 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მთებზე გადმოდგნენ ზამთრის ჯარები, -

გადმოათეთრეს მთათა წვერები...

დაფრთხნენ ვაზები,

დაფრთხნენ ჭალები,

დაფრთხნენ ყანები,

დაფრთხნენ ველები.


- თავს უშველეთო! - იჭექა ვერხვმა

და...

რაც კი იყო იმჟამად ხილი:

უნაბი,

კომში,

ატამი,

ლეღვი, -

ყველამ ბეღლისკენ იბრუნა პირი.


კაკლები მაღლიდან ხტებიან კანკალით, -

ჯდებიან გოდრებში...

გარბიან ბეღლისკენ...

თავპირისმტვრევით ცვივა კაკალი, -

ხელებს იფარებს თავზე ლეღვის ხე.


იმინდის ტეხვა და აჩეხვაც გახურდა, -

ძარებში დიდრონი ტარონი სხდებიან:

კიდობნის ახდას და კიდობნის დახურვას, -

ღმერთმანი, ვეღარ აუდის ბებია.


ყურძენი ვენახიდან გამორბის კოდებით, -

მარანში საწნახლები ივსება ხელად.

ვაშლებმა სასწრაფოდ დაცალეს ტოტები

და სახლის თავზე მოთავსდა ყველა.


ღრუბლებმა დაფარეს ცის ლურჯი კამარა.

ურმებმა ამოავსეს შარა.

წელზე შემოირტყა სასწრაფოდ ქამარი, -

ყანიდან გაიქცა ჩალა.


ნაწილი ჩალისა ხეებზე აცოცა, -

იქ მოიკალათა ზვინებად:

ნაწილმა სასილოსე ორმოს მიაშურა

და დასილოსება ინება.


და...

ისე მოსუფთავდა ირგვლივ არემარე,

როგორც ვარსკვლავებით ნაჭედი ცა,

როდესაც ინათლებს

და წვრილნი ვარსკვლავნი

მზეს დიდი მოწიწებით უთმობენ გზას.

და...

დარჩა საქონელს ბურთი და მოედანი...


ნასიმინდარს სიხარულით მოეფინენ ხარები,

აღტაცებას ვერ მალავენ თოვლისფერი თიკნები,

ძროხებს დიდი სიხარულით გაუდიდდათ თვალები:

- იალაღზე უკეთესი განა რამე იქნება?!


ბუხრის ყელიდან მტრედისფერი ამოდის კვამლი...

წიწილებივით გაფანტვია ძეწნას ფოთლები...

- დამიბრუნდითო! - საცოდავი უმწეოდ კნავის,

ამაოდ უხმობს გაქსუებულთ... შავი ტოტებით.


ბუხრის ყელიდან მტრედისფერი ამოდის კვამლი...

კითხულობს გაზეთს დერეფანში შუახნის კაცი.

იქვე ხელამოდ აუთოვებს თეთრეულს ქალი,

თავი ჩაურგავს შორიახლო წიგნებში ყმაწვილს...


და...

სოფელს უსიტყვოდ დაჰქათქათებს მთვარე მკაფიო, -

დედამიწაზე ისახება ჩრდილები ხეთა.

მდუმარებაა.

და -

ვინ იცის, მთვარე რას ფიქრობს! -

ეს მთვარე ახლა ქვეყანას ხედავს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ