წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 

ჰიპი - საქართველო - Aura.Ge

 
  ნანახია 7259 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შოთა ნიშნიანიძე - ლექსები

 

მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...

ხმაურობს ჭალაა, გზაა თუ კბოდეა.

მოდიან ურმები, და როგორც გოდლები,

ნელა მაღლდებიან ვეება გოდრები.

კეთილი ფიქრივით ფუსფუსებს ფუტკარი,

- ფუტკარო, მერთვლეებს მადლობა ვუთხარი.

- ლეგენდა გადიხსნა? სიმღერა აფრინდა?

- საიდან მოდიან? სიზმრიდან? ზღაპრიდან?!


ქართლ-კახეთი ლეგენდაა, იმერეთი - ზღაპარი

სამეგრელო ოცნებაა - გაფრენილი ფაფარი.

გურია კი სიმღერაა, ხოლო რაჭა - სიზმარი,

ყველა ერთად - ვენახია ჩვენი დასაფიცარი.


ზღაპრად დაგვიკარგავს, ცხადში გვიპოვნია

ძველი საქართველოს ვაზის სიმფონია.

ბუნების ღერბია, ჩანგი და ებანი

მერცხლის ბუდესავით შეკრული მტევანი.

ქალღმერთის ძუძუა, და განა შემშლია -

წყურვილის მომკვლელი უფლის პეშვია.


- პეშვო, დაგვამწყალობე, პეშვო, დაგვაპურე,

ჩვენი ამერ-იმერი ვაზით გადაბურე.

ამომტევნე ჩუქურთმა, ამოფოთლე სტრიქონი,

შენ ვერ დაგემალები - სიმღერებში გიპოვნით.

შემოდგომის უღელს მზე ხარივით უბია

და ქართული სიმღერაც ვაზის ტყუპია!


- გვიყვარს, გვიყვარს ბახუსი, ბევრს არაფერ ვერჩით,

ისევ სიყვარულისთვის დავამწყვდიეთ ქვევრში.

ჭირში დაგვიკარგავს, ლხინში გვიპოვნია

სრულიად საქართველოს ვაზის სიმფონია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხმაურობს, გუგუნებს გზაა თუ კბოდეა:

მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...

 

- ხარო, ნუ იქნები ბედის უმადური -

შუბლზე გახატია მთვარე ურარტული.

ხარო, შემოგბედავ ყელზე შემოჭდობას,

რქებით აიტაცე მზე და შემოდგომა.

გაწი ალაზნისკენ, გასწი რიონისკენ,

ვაზის გვირგვინებით მოგვყავს დიონისე.

მოგვყავს დოვლათის და სიხარულის ღმერთი

დაე, ლხინი იყოს საქართველოს ხვედრი.

ჰე, მამულო, ღმერთიც შეგვიწირავს შენთვის,

ღმერთიც გავიმეტეთ, რაღა გვინდა მეტი.

სადაც მზის გულია, მზის ფონია,

აწვიმს საქართველოს ვაზის სიმფონია.

 

ხმაურობს გზაა, თუ მდინარის ტოტია,

მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

- ეჰეი, მეურმეებო, რა ვქნა, მეცნობით, ღმერთმანი.

გუშინ იყო თუ წარსულში, რამდენჯერ შევხვდით ერთმანეთს!

ომშიც, შრომაშიც თქვენს საქმეს მისდევთ და მიეტევებით

- აჰანდე, ლეგა ბიჭები - ნაღდი კახელი დევები...

შალვა, ბიძინა, ელიზბარ პირს ნათელგადაფენილი,

მათ ერთხელ ვაშას გრიალით ცა ჩამოხიეს ბერლინის.

- ეს ვინ ჩანს თოფის კვამლივით? - სისონაია დარჩია,

სავაზნესავით გრძელ-გრძელი მტევნები გადაარჩია,

შუბლს ყაბალახი უმშვენებს, ტანზე ჩაქურა აცვია,

- რისი ფირალი, ყაძახო, სოფლის პირველი კაცია.


გმირებო, თქვენმა მარჯვენამ ვაზის პოემა დაწერა.

- ეს ბღაჭიაანთ კაკოა, ის - ოძელაანთ არსენა.

ქარვის მარცვლები კი არა, ოფლის წვეთები ღვივიან,

კოფოზე მეხად შემჯდარი ეს ოთარაანთ ქვრივია.

ცოტნეც აქ არი, ბიჭებო, ჭირიმე მისი ჩეროსი, - 

სიმხნე და სიამაყეა სრულიად საქართველოსი.


ისინი არა კვდებიან, ისინი იბადებიან, 

ისინი საქმით, სახელით ჩვენს საქმეს მიმატებიან...

- ეჰეი, ამერ-იმერო, ღმერთების დიდო ვენახო,

ვაზის ადგილის დედაო, ვაზივით გამძლე ვენახო.

იყავ ვაზივით უკვდავი, იყავ ვაზივით მარადი,

ვაზივით დაფესვიანდი, იმსხმოიარე, გამრავლდი!

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 


როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

თალიზი - Aura.Ge

 

დღის aura