მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5026 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სიჩუმე ჩემი თვალებია…

ამ სიჩუმეში,

ისევ ამოდის დარდის ეკალი..

ერთი ტემბრი გვაქვს მე და სექტემბერს

და შემოდგომა

შენს მაგივრად მომდევს ხელკავით.

მხოლოდ ხსოვნა ვარ,

მაგრამ ხსოვნაში ობლის კივილი

დარჩა იმ დროის ობელისკივით…

შეჩვეული ვარ ეკლიან ბალიშს

და ფიქრის ისე გამოზოგვას,

რომ არ დამთავრდეს..

გადის დღე-ღამე შორიახლოს,

ისევ უჩემოდ,

იქნებ სექტემბრის აჩქროლება

მეყოს ზამთრამდე.

საგნები ისე დამიახლოვდნენ,

ნათითურების ამბებს მიმხელენ.

შენ ეს მუსიკა ვერ დაგამწუხრებს,

აღარ მოუსმენ ბგერებს სევდიანს,

რაც გულში გაკრთა, თვალსაც ანათებს,

ანარეკლია ან სევადაა…

ლიფსიტასავით ხტის მაჯისცემა,

ის ავადაა…

სარეცხის თოკზე შავი ხალათი

მოირგო ქარმა და ამოიცვა..

შედედდა ბინდი შეღამებისა,

კრთება გიშერი, უფრო მოცვია..

უბერავს ქარი, ქარი სულია

და ყოველივე ქარმა მოიცვა;

მე ორიოდე სიტყვაც მეყოფა,

შენი ბაგიდან თუ ჩამოცვივა…

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გივი ალხაზიშვილი  • • •   გივი ალხაზიშვილის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ