გაჰკრა ბაბუა ზამთარმა, ზეცა გაფხრიწა ნეკითა, დაეშვა თოვლის ფანტელი, ერთმანეთს გამოეკიდა.
მსუბუქი ფრთების ფარფატი. დაიგო თეთრი ფთილების მოუთელავი ნაბადი.
სამ-სამი ერთად ვეშვებით. მაღლიდან გუნდებს გვაყრიან ნაძვები სავსე პეშვებით.
თოვლის ბზე ჩამოგვეყარა, ამ აღმა-დაღმა სრიალში ჩემი მგონია ქვეყანა! |