წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ მოდა ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 

 

ფული ინტერნეტით

 

ვებ კატალოგი

 
  ნანახია 1605 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ხუთი მეტყველების ნაწილი ფორმაცვალებადია, ხუთი - ფორმაუცვლელი.

ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილებია: სახელები (არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი) და ზმნა.

ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილებია: ზმნიზედა, თანდებული, კავშირი, ნაწილაკი და შორისდებული.

სახელები იცვლება ბრუნვათა მიხედვით. მაგალითად: კაცი, კაცმა, კაცს, კაცის, კაცით, კაცად... დიდი, დიდმა, დიდს, დიდის, დიდით... ათი, ათმა, ათს... ჩემი, ჩემმა, ჩემს...

ზმნა იცვლება პირების მიხედვით. მაგალითად: ვიზრდები, იზრდებიან, იზრდება, ვიზრდებით, იზრდებით, იზრდებიან.

ბრუნვათა მიხედვით სახელის ფორმაცვალებას ბრუნება ჰქვია, პირების მიხედვით ცვალებას - უღლება.

მაშასადამე, სახელები ბ რ უ ნ ე ბ ა დ ი მეტყველების ნაწილებია, ზმნა - უ ღ ლ ე ბ ა დ ი.

სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. ბრუნებად სიტყვას ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, უღლებადს - ორი, ფორმაუცვლელს - კლაკნილი.

1. მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა. (ევდ.). 2. ვიწრო ბილიკებს ბილიკი ჩასდევს. (ა.კალ.). 3. - რა იყო, რამე უბედურება ხომ არ მომხდარა? - არა, არაფერი. მაგრამ - ეეეჰ! მე კი ჩემი დამემართა და... (ქუჩ.). 4. ერთხელ ძლიერ დაცხა. (ვაჟა). 5. გუშინ ცამ იჭექა. ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს. (ვაჟა). 6. ჰო, შემიბრალე, ნუ შემჭამ! - კვნესოდა ფეიქარა. (რაზ). 7. მგლები თავს იმიტომ იყრიდნენ ერთად, რომ ტყეში აღარაფერი ეგულებოდათ საჭმელი. (ვაჟა).

სავარჯიშო 2. პირველი სავარჯიშოს სიტყვები დააჯგუფეთ მეტყველების ნაწილების მიხედვით და ისე ჩაიწერეთ რვეულში.

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 


 

 

სწრაფი სესხები


როგორ გავიზარდოთ?

თალიზი - Aura.Ge

 

hipp - Aura.Ge

 

დღის aura