მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 55585 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ყველა დამოუკიდებელი და დამხმარე სიტყვა (ანუ სიტყვათა მთელი მარაგი) თავის მხრივ ჯგუფებად იყოფა, რომელთაც მეტყველების ნაწილები ჰქვია.

ქართულში 10 მეტყველების ნაწილია. ესენია:

1. არსებითი სახელი: კაცი, ძმა, ცხენი, ქათამი, მწყერი, ხე, წყალი, ფიქრი, გონება, სილამაზე, ბედნიერება.

2. ზედსართავი სახელი: თეთრი, შავი, მწარე, ტკბილი, მრგვალი, ჭკვიანი, ღონიერი, სახელოვანი, პატიოსანი, უქუდო, უფერული.

3. რიცხვითი სახელი: ორი, ხუთი, ათი, ასი, თხუთმეტი, ორმოცი, ათასი, მეხუთე, მეათე, მესამედი, მეექვსედი, ნახევარი.

4. ნაცვალსახელი: მე, შენ, ის, ეს, ჩვენ, თქვენ, ესენი, ისინი, ჩემი, შენი, ჩვენი, თქვენი, მისი, მათი, ვინ, რა, რომელი.

5. ზმა: ვწერ, ვხატავ, ვაკეთებ, მძინავს, მიყვარს, ვზივარ, მივდივარ.

6. ზმნიზედა: გუშინ, შარშან, ხვალ, ზეგ, იქ, აქ, შინ, გარეთ, ძლივს, ნელა, ჩქარა.

7. თანდებული: -ში, -ზე, -თან, -ვით, -გან, -კენ, -თვის, მიერ, გამო.

8. კავშირი: და, თუ, რომ, მაგრამ, ხოლო, არამედ, თუმცა, რადგანაც, რათა. 

9. ნაწილაკი: არ, არა, ვერ, ნუ, ხომ, განა, თურმე, ხოლმე, -მეთქი, -თქო, მაინც, კიდეც, აკი.

10. შორისდებული: ოჰ! ვაიმე! ყოჩაღ! ვაშა! ვიშ! ბიჭოს! არიქა!

ამათგან პირველი ოთხი ჯგუფი სახელებია (არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი და ნაცვალსახელი).

სახელები, ზმნა და ზმნიზედა დამოუკიდებელი ანუ სრულმნიშვნელოვანი სიტყვებია; თანდებული, კავშირი და ნაწილაკი - დამხმარე; განცალკევებით დგას შორისდებული, რომელიც ადამიანის სულიერ განწყობილებას გამოხატავს.

სახელები და ზმნა ცვალებადი სიტყვებია, დანარჩენი მეტყველების ნაწილები კი უცვლელი სიტყვები და ნაწილაკებია.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, რომელი სიტყვა რა მეტყველების ნაწილს განეკუთვნება.

1. პატარა ჩემი ამხანაგები, ჩემს გულჩვილობას იქ დასცინოდნენ. (ჭავ).

2. ეს ამბავი ერთმა მეორეს გადასცა. (ლომ).

3. ჩიტებმა რომ დაგვინახეს, ჟივილით აიშალნენ და მოედვნენ ტყეს. (ვაჟა).

4. უი, შენ კი გენაცვალოს დედა! (ვაჟა).

5. მზე დასავლეთისაკენ გადაიწურა. (ვაჟა).

6. მზეს პირი მოეკრა მთების წვერებისთვის. (რაზ).

7. ძლიერი ქარის გამო სახლის ჭერი მეტად შეინძრა. (გოგ).


სავარჯიშო 2. პირველი სავარჯიშოს სიტყვები დააჯგუფეთ მეტყველების ნაწილების მიხედვით და ისე ჩაიწერეთ რვეულში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ