მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 33827 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი და იგივე სიტყვა მეტყველებაში შეიძლება ვიხმაროთ  პ ი რ დ ა პ ი რ ი  და  გ ა დ ა ტ ა ნ ი თ ი  (ანუ  ა რ ა პ ი რ დ ა პ ი რ ი)  მნიშვნელობით.

პ ი რ დ ა პ ი რ ი   მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა - ს ი ტ ყ ვ ი ს   ძ ი რ ი თ ა დ ი   მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა ა,   გ ა დ ა ტ ა ნ ი თ ი (ა რ ა პ ი რ დ ა პ ი რ ი) - ა რ ა ძ ი რ ი თ ა დ ი.

მაგალითად, სიტყვა - თ ა ვ ი - პირდაპირი მნიშვნელობით არის ნახმარი, როცა იგი ადამიანის (და ცხოველის) სხეულის ნაწილს აღნიშნავს ("თ ა ვ ი დაიბანა"), სხვა შემთხვევაში კი მას გადატანითი მნიშვნელობა აქვს ("თ ა ვ ი ისახელა, "თ ა ვ ი შეირცხვინა", თ ა ვ ი შეაკლა"...).


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, დაყოფით დაბეჭდილ სიტყვათაგან რომელია ნახმარი პირდაპირი მნიშვნელობით და რომელი - არაპირდაპირი ანუ გადატანითი მნიშვნელობით.

ა)

1. მონადირეებმა ლ ო მ ი დაიჭირეს და თოკით ხეზე მიაბეს. (გოგ.).

2. ლ ო მ ი დავით, ლ ო მ ი ცოტნე და ბოკვერი პაატა ვარ. (ტ. ჭანტ).

3. ამბობენ... თამარს ლ ო მ ი ს ბოკვერი მიართვესო. (დად.).

ბ)

1. ხ ე ლ ი  ხ ე ლ ს ბანს, ორივე პირსაო. (ანდ.).

2. დედამ შვილს ჩაულაგა ერთი ხ ე ლ ი უკეთესი ქვეშაგები. (ჭავ.).

3. შენ კარგად წერ, ლამაზი ხ ე ლ ი გაქვს.

4. მხარი მხარს მივცეთ, ხ ე ლ ი - ხ ე ლ ს! (წერ.).

გ)

1. გავარვარებულ რ კ ი ნ ა ს ნაპერწკლები სცვიოდა. (გვეტ).

2. ეტყობოდა მხარბეჭიანს, / მკერდში ედგა რ კ ი ნ ი ს გული. (წერ.).

3. მტერთან ბრძოლაში სირბილე კი არ არის საჭირო, არამედ ქვის გული და რ კ ი ნ ი ს ხასიათი. (ქიაჩ.).

4. წამოვიზარდე რ კ ი ნ ი ს უღელქვეშ, / მომახრევინა ცხოვრებამ ქედი (ევდ.),

დ)

1. გახურებული ფ ო ლ ა დ ი ს ნაჭერი შეგირდმა გადმომცა. (ლორთქ.).

2. ფ ო ლ ა დ ი უნდა ვაჟკაცი. (ვაჟა).

3. გმირო!.. რამ შეგიცვალა ფ ო ლ ა დ ი ს გული? (წერ.).

ე)

1. მთვარის შუქი ათასნაირად კრთებოდა ო ქ რ ო ს ა და თვალ-მარგალიტზე. (ბარნ.).

2. დილას ო ქ რ ო ხარ სტუმარო, / საღამოს ვერცხლად იქცევი, / თუ ხანი დაგიგვიანდა / სპილენძად გადაიქცევი. (ხალხ.)

3. ო ქ რ ო ა, ო ქ რ ო - ხელი გადაუსვა პარმენმა თავზე ძაღლს. (ლორთქ.)


სავარჯიშო 2. შეადგინეთ მარტივი წინადადებები და იხმარეთ შიგ ქვემოთ მოყვანილი სიტყვები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით:

ვეფხვი, ქვა, კლდე, პირი, ხელი, მელია, მგელი, ცხვარი.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ