მარცვალი არის ერთი ხმოვანი ან ჯგუფი ხმოვნისა და თანხმოვნისა (ან: ხმოვნისა და თანხმოვნებისა), რომლებიც ჰაერის ერთი ტალღის ამოღებით წარმოითქმის.
სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანიცაა მასში. მაგალითად, ძ მ ა ერთ ხმოვანს შეიცავს და ერთმარცვლიანი სიტყვაა, დ ე დ ა ორ ხმოვანს შეიცავს და მარცვალიც - ორია.
დავალება: გამოარკვიეთ, რამდენი მარცვალს შეიცავს ქვემოთ დაბეჭდილი თითოეული სიტყვა. აღნიშნეთ, რომელი მარცვალია მარტო ხმოვნით გადმოცემული, რომელი - ხმოვნითა და თანხმოვნით და რომელი - ხმოვნითა და თანხმოვნებით.
ცა, დღე, ცხრა, ცეცხლს; დროშა, კაცმა; საათი, სიწითლე; გაიარა, გაიტანა; მატარებელი, გააათკეცა; აღმაშენებელი, დამაარსებელი.
სავარჯიშო 1. სიტყვები დამარცვლეთ და ისე გადაიწერეთ ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტი. აღნიშნეთ, რამდენი მარცვლისაგან შედგება თითოეული სიტყვა და რამდენი ბგერისაგან - თითოეული მარცვალი;
"ჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა,
მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა."
ა. წერეთელი
სავარჯიშო 2. მშობლიური ლიტერატურის სახელმძღვანელოდან ამოიწერეთ ერთ-, ორ-, სამ-, ოთხ-, ხუთ-, ექვს- და შვიდმარცვლიანი სიტყვები (თითოეულზე სამ-სამი). სიტყვები დამარცვლეთ.