თანხმოვნების წარმოთქმა სხვადასხვა ადგილას ხდება. ამის მიხედვით გვაქვს ბაგისმიერი, კბილისმიერი და სხვა ბგერები.
ბ ა გ ი ს მ ი ე რ ი ბგერებია: ბ, ფ, პ, მ.
კ ბ ი ლ ი ს მ ი ე რ ი ბგერებია: დ, თ, ტ.
კ ბ ი ლ-ბ ა გ ი ს მ ი ე რ ი ა: ვ.
წ ი ნ ა ნ უ ნ ი ს მ ი ე რ ი ბგერებია: ძ, ც, წ, ზ, ს. ამათ ს ი ს ი ნ ა ბგერებს უწოდებენ.
უ კ ა ნ ა ნ უ ნ ი ს მ ი ე რ ი ბგერებია: ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ. ამათ შ ი შ ი ნ ა ბგერები ეწოდება.
უ კ ა ნ ა ს ა ს ი ს მ ი ე რ ი ბგერებია: გ, ქ, კ, დ, ხ.
ხ ა ხ ი ს მ ი ე რ ი ა: ყ.
ხ ო რ ხ ი ს მ ი ე რ ი ა: ჰ.
ნ, რ, ლ თანხმოვნები, რომელთაც ნარნარა ბგერებს უწოდებენ, წარმოთქმის ადგილის მიხედვით ნუნისმიერებია.
სავარჯიშო. გადაიწერეთ ნაწყვეტი. ხმოვნები და თანხმოვნები. ამოიწერეთ ცალ-ცალკე. თანხმოვნები დააჯგუფეთ წარმოთქმის ადგილის მიხედვით. გამოარკვიეთ, რომელი ბგერები არ არის ნახმარი ამ ნაწყვეტში:
ყვავილები დაყვავილდნენ,
გადაწითლდა ხეზე ხილი,
ირგვლივ ისმის ჩიტუნების
მხიარული მოძახილი.
ი. გრიშაშვილი