ბგერა ორგვარია: ხმოვანი და თანხმოვანი.
ხ მ ო ვ ა ნ ი ისეთი ბგერაა, რომლის წარმოთქმისას ფილტვებიდან ამონადენ ჰაერს არ ხვდება დაბრკოლება და თავისუფლად ამოდის.
თ ა ნ ხ მ ო ვ ა ნ ი ისეთი ბგერაა, რომლის წარმოთქმის დროს ჰაერის ნაკადს უხდება დაბრკოლების გადალახვა.
ხმოვანი ხუთია. ესენია: ა, ე, ი, ო, უ, ანბანის დანარჩენი 28 ბგერა თანხმოვანია.
სავარჯიშო. ჩაიხედეთ სარკეში და ისე წარმოთქვით ხმოვნები და რამდენიმე თანხმოვანი (მაგ. ბ, პ, ფ, დ, ტ, თ, ვ...). გადმოეცით, რა შენიშნეთ მათი წარმოთქმისას; რომელი საწარმოთქმო ორგანოს მონაწილეობა არის თვალსაჩინო მათი წარმოთქმის დროს.