მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7337 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თანამედროვე ქართულში, როგორც ვიცით 33 ასოა. ეს ასოებია:

ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ.

ყოველ ასოს თავისი სახელი აქვს. მაგ. -ს ჰქვია ან, -ს - ბან, -ს - გან და ა. შ.

ასოები გარკვეული თანამიმდევრობითაა დალაგებული, მაგ. -ს პირველი ადგილი უჭირავს, -ს - მეორე. -ს უკანასკნელი, 33-ე.

ასოთა ეს თანამიმდევრობა შეიქმნა ძველად და მტკიცედ არის დამკვიდრებული დღევანდელ ქართულშიც.

რიგზე დალაგებულ ყველა ასოს ეწოდება  ა ნ ბ ა ნ ი. სიტყვა „ანბანი“ წარმომდგარია პირველი ორი ასოს სახელის შეერთებისაგან: ან + ბან - ი.

ასოთა რიგი და სახელები:


ა - ან     ბ - ბან    გ - გან     - დონ    - ენ     - ვინ    - ზენ     - თან     - ინ    კ - კან    - ლას

- მან     - ნარ    - ონ     - პარ      - ჟან    - რაე    - სან     - ტარ     - უნ    - ფარ    - ქან

- ღან   - ყარ   - შინ    ჩ - ჩინ     - ცან    - ძილ    - წილ    - ჭარ    - ხან    - ჯან      - ჰაე


ანბანის ზეპირად ცოდნა აუცილებელია სხვადასხვა მიზნისათვის: სიების შედგენისათვის, ლექსიკონით სარგებლობისათვის და სხვ.

სავარჯიშო. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ლექსი, გამოარკვიეთ, რამდენი სხვადასხვა ასოა ნახმარი ნებისმიერ ოთხ სტრიქონში, და დაალაგეთ ანბანის რიგზე. ასოები, რომლებიც არ შეგხვდებათ ლექსში, აღადგინეთ, შეიტანეთ თავის ადგილას და ჩასვით ფრჩხილებში.


კურდღლის სიმღერა


ჩქარა ამწვანდით, ველებო,

ჩქარა ამწვანდი, ჭალაო!

ამოღაღანდი, ჯეჯილო,

სად არის შენი ძალაო?

ნათესი პური რა იქნა,

ნეტავ სად დაიმალაო?

მომწყინდა ხეების კორტნა

და პირი დამეღალაო.

თოვლმა, ყინვამ და ქარ-ბუქმა

სულ-გული გამიწყალაო.

ვაჟა-ფშაველა

 

ლ ე ქ ს ი კ ო ნ ი ჰქვია ისეთ წიგნს, რომელშიც ანბანის რიგზე გაწყობილი სიტყვებია ახსნილი, განმარტებული, ან თარგმნილი, ან კიდევ მათი მართლწერაა მოცემული.

ლექსიკონი შეიძლება იყოს: განმარტებითი, თარგმნითი, ორთოგრაფიული, უცხო სიტყვათა და სხვა.

განმარტებითია ლექსიკონი, რომელშიც სიტყვები ახსნილია და განმარტებული. იმავე ენის სიტყვებით. მაგალითად:

თევზი - წყლის ხერხემლიანი ცხოველი, რომელიც ლაყუჩებით სუნთქავს.

თევზაობა - თევზის ჭერა.

თევზეული - სხვადასხვა თევზი.

თევზეულობა - იგივეა, რაც თევზეული.

თარგმნითია ლექსიკონი, რომელშიც ერთი ენის სიტყვები თარგმნილია მეორე ენის სიტყვებით. მაგ: ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, ქართულ-ინგლისური, ქართულ-გერმანული და სხვა.

ორთოგრაფიულია ლექსიკონი, რომელშიც მოცემულია სიტყვათა სწორი დაწერილობა.

მაგალითად:

თბილა   თბილ-გრილი   თბილელი   თბილ-თბილი   თბილი   თბილისელი    თბილისური    თბილსისხლიანი

უცხო სიტყვათა ლექსიკონში განმარტებულია სხვა ენებიდან შემოსული სიტყვები. ნაჩვენებია მათი წარმომავლობაც.

მაგალითად:

ადრესანტი [გერმ. Adresant] - პირი, რომელიც გზავნის წერილს, დეპეშას, ამანათს და მისთ.

ადრესატი [გერმ. Adressat] - პირი, რომელსაც ეგზავნეაბა წერილი, დეპეშა, ამანათი და სხვ.

სიტყვა რომ სწრაფად მოვნახოთ ლექსიკონში, საჭიროა, ზეპირად ვიცოდეთ ანბანი. პირველად უნდა მოვნახოთ ის ასო, რომლითაც იწყება მოსაძებნი სიტყვა. ერთსა და იმავე ასოზე დაწყებულ სიტყვათაგან პირველად ის სიტყვაა ლექსიკონში, რომლის მეორე ასოც წინ დგას. თუ მეორე ასოც საერთოა, მაშინ - რომლის მესამე ასოც წინ დგას და ა. შ.


უპასუხეთ კითხვებზე:


1. როგორ წიგნს ჰქვია ლექსიკონი?

2. როგორ წიგნს ჰქვია განმარტებითი ლექსიკონი? ორთოგრაფიული? უცხო სიტყვათა?

3. რომელი - ლექსიკონები გაქვთ ოჯახში?

4. როგორია ანბანზე სიტყვათა გაწყობის წესი?

5. რა არის საჭირო, რომ ჩვენთვის საინტერესო სიტყვა სწრაფად მოვნახოთ - ლექსიკონში?

სავარჯიშო 1. დაალაგეთ ანბანის რიგზე ქვემოთ მოყვანილი სიტყვები (ანბანის რიგზე სიტყვათა გაწყობისას მტკიცედ დაიცავით შემდეგი წესი: ერთსა და იმავე ბგერა-ასოზე დაწყებული სიტყვათაგან პირველად ის სიტყვა დაიწერება, რომლის მეორე ასოც ანბანში წინ დგას; თუ მეორე ასოც საერთოა, მაშინ მესამე ასოს ექცევა ყურადღება და ა. შ.).

ცხვარი, ცხენი, ნიგოზი, ნიკაპი, ჯაჭვი, ფარა, ფანქარი, დილა, დედა, ხმაური, ხმალი, აგარაკი, ახალი, მეურმე, მერცხალი, ჰაერი, ჰექტარი, ეკალი, ეჟვანი, სიტყვა, სეტყვა, ქერი, ჭეშმარიტი, გოგირდი, გოგრა, ჩირი, ჩექმა, პატარა, პატიჟი, ზეიმი, ზარი, ორაგული, ოქრო, ძაღლი, ძალა, ქათამი, ქათქათა, წარბი, წამალი, თვე, თვალი, ტურა, ტურისტი, ვარია ვაზი, იატაკი, ისარი, რაიონი, რკინა, ლეკვი, ლეღვი, ბეჭედი, კომში, კომბოსტო, ღონიერი, ღომი, შემა, შეშინება, ჟანგი, უონალი

სავარჯიშო 2. დაალაგეთ ანბანის რიგზე ქვემოთ მოყვანილი გვარები.

კეკელიძე, კაკაბაძე, კილაძე, კელენჯერიძე, კორძაია, კაკაურიძე, კიკაბიძე, კავთიაშვილი, კანკაძე, კანთელაძე, ჭანიძე, კეჭეყმაძე, კოკოჩაშვილი, კიკნაძე, კახაძე, კეთილაძე, კიღურაძე, კოღუაშვილი, კუბლაშვილი, კაციტაძე, კვიტაიშვილი, კახეთელიძე, კუხიანიძე, კუჭუხიძე, კევლიშვილი, კეშელავა, კვერენჩხილაძე, კომახიძე, კობახიძე, კასრაძე, კომლაძე, კალაძე, კუცია, კახიანი, კახნიაშვილი.

სავარჯიშო 3. დაალაგეთ ანბანის რიგზე ქვემოთ მოყვანილი გვარები და სახელები (დაიცავით შემდეგი წესი: როცა ერთი და იმავე გვარის რამდენიმეა, ანბანის რიგზე გაწყობისას სახელს უნდა მიექცეს ყურადღება).

ჯაფარიძე ეთერ, ჯაფარიძე ვახტანგ, ჯაფარიძე ზურაბ, ჯაფარიძე თამარ, ჯაფარიძე გიორგი, ჯაფარიძე ლევან, ჯაფარიძე ლამარა, ჯაფარიძე ლაშა, ჯაფარიძე გივი, ჯაფარიძე ანზორ.

სავარჯიშო 4. დაალაგეთ ანბანის რიგზე (დაიცავით წესი: როცა ერთი და იმავე გვარისა და სახელისა რამდენიმეა, ანბანის რიგზე გაწყობისას მამის სახელს უნდა მიექცეს ყურადღება).

წერეთელი ზურაბ გიორგის ძე, წერეთელი ვახტანგ როსტომის ძე, წერეთელი ზურაბ ავთანდილის ძე, წერეთელი ვახტანგ ლევანის ძე წერეთელი თამარ ივანეს ასული, წერეთელი - თამარ ილიას ასული.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ