მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 4256 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ორ ან რამდენიმე პირს შორის საუბარს დიალოგი ჰქვია.

დიალოგის მონაწილე ყოველი პირის ნათქვამი იწყება ახალი სტრიქონით, წინ ტირე იწერება და ბრჭყალებში არ ჩაისმის. ავტორის სიტყვები შეიძლება ახლდეს და შეიძლება - არა.

1. - დედა!

- რა გინდა, შვილო?

- მიამბე რამე!

- რა გიამბო, დედა გენაცვალოს, რა უფრო გესიამოვნება?

- ზღაპარი, არაკი, ერთი სიტყვით, რაც გსურდეს. (ქუჩ.).

2. - გამარჯვება თქვენი, დეიდა კატო!

- როგორა ბრძანდებით, დეიდა კატო?

- გაგიმარჯოთ, გაგიმარჯოთ, ჩემო მალხაზო მერცხლებო! როგორ გიკითხოთ, ხომ კარგად ხართ, ხომ არ ზარმაცობთ სწავლაში? - ალერსიანად ეკითხებოდა კატო და ნეტარების ცრემლი ერეოდა სიყვარულით სავსე თვალებში.

- ინებეთ, დეიდა კატო, ყვავილები!

- მე მომიტანეთ? გმადლობთ. გმადლობთ. ჩემო სათუთო ყვავილებო, დიდად გმადლობთ. (ქუჩ.).

პირველ დიალოგში ორი პირი მონაწილეობს, მეორეში - ორზე მეტი. ე. ი. რამდენიმე.

სავარჯიშოI. წაიკითხეთ ნაწყვეტი. გამოარკვიეთ, რამდენ პირს შორის არის საუბარი. აღნიშნეთ, სად რა სასვენი ნიშანია დასმული და რატომ.

- ხომ ხედავ? - მკითხა მამაჩემმა.

- რატომ არა! - ბრმა ხომ არა ვარ?

- იცნობ? - მეკითხება მამა.

- რა დიდი ცნობა უნდა?

- ხომ არ გინდა, რომ დაეჭიდო?

- ვისა?

- ამ პატარა ბიჭს.

- ბიჭი კი არა, ის არ გინდა კიდევ! ჩემი ლანდია!

- რა იცი, რომ ლანდია?

- რატომ არ ვიცი! განა ცოტა მინახავს წყალში? (წერ.).

სავარჯიშო 2. გადაიწერეთ როგორც დიალოგი. აღნიშნეთ, რამდენ პირს შორის არის საუბარი.

რამდენი დღეა, რაც ავად არის? სამი. ექიმი გყავდა? მყავდა. რა გითხრა, რა გირჩია? საავადმყოფოში დააწვინეთო. ეხლა უწამლოდ გყავს? არა, პირველი ზომები უკვე მიღებული მაქვს. შემდეგ? ამ საავადმყოფოში მინდა მოვიყვანო, ვინაიდან შენც აქ იმყოფები და მოვლა-კვებაც უკეთესია. როდის უნდა მოიყვანო? დღესვე, დაგვიანება არ შეიძლება. (ქუჩ.).

სავარჯიშო 3. გადაიწერეთ როგორც დიალოგი. დაუსვით სასვენი ნიშნები. აღნიშნეთ, რამდენ პირს შორის არის საუბარი.

ამხანაგებო ზღაპარი ვინ იცის თქვა ერთმა ყველამ ყველამ წამოიძახეს ერთხმად რადგანაც ეგრეა მორიგეობით ვთქვათ კარგი ეგრე იყოს ამაღამ რომელი იტყვის ახალი ახალი მაგას კარგი ზღაპრები ეცოდინება ალაპარაკდნენ ჩემზე ამხანაგებო ბოდიშს ვიხდი ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს და ამაღამ ვერ ვიტყვი ხვალ, ზეგ სიამოვნებით (ქუჩ.).

სავარჯიშო 4. თქვენ თვითონ შეადგინეთ პატარა ამბავი და გაუკეთეთ სათაური. გამოიყენეთ დიალოგი.

 

კითხვები პირდაპირი ნათქვამის გასამეორებლად

1. როგორ ნათქვამს ჰქვია პირდაპირი ნათქვამი? დაასახელეთ მაგალითები.

2. ვისი სიტყვები შეიძლება ახლდეს პირდაპირ ნათქვამს?

3. როგორია პირდაპირი ნათქვამისა და ავტორის სიტყვების ადგილი? დაასახელეთ მაგალითები.

4. რომელი ნაწილაკები შეიძლება დაერთოს პირდაპირ ნათქვამს?

5. რას აღნიშნავს -მეთქი ნაწილაკი?  -თქო?  -ო?

6. რომელი ნაწილაკი იწერება ამათგან სიტყვასთან ერთად და რომელი გამოეყოფა მას დეფისით?

7. რა სასვენი ნიშნები იხმარება პირდაპირ ნათქვამთან, როცა მას უსწრებს ავტორის სიტყვები? როცა მოსდევს? დაასახელეთ მაგალითები.

8. რას ჰქვია დიალოგი?

9. როგორ ვწერთ დიალოგის მონაწილე პირთა ყოველი ნათქვამს?

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ