მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3936 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

უნაწილაკო პირდაპირი ნათქვამი ჩვეულებრივ ბრჭყალებში ჩაისმის, ხოლო სხვა სასვენ ნიშანთა ხმარების წესები ასეთია:

1. თუ ავტორის სიტყვებს მოსდევს პირდაპირი ნათქვამი, ავტორის სიტყვების შემდეგ იწერება ორწერტილი, პირდაპირი ნათქვამის შემდეგ კი - ის ნიშანი, რომელიც მას შეეფერება.

სახნისმა თქვა: „ქ ვ ე ს კ ნ ე ლ ს  დ ა ვ ა ლ,  მ ზ ი ს ა  შ უ ქ ი  მ ე ნ ა ტ რ ე ბ ა. (ხალხ.).

ბოლოს ჰკითხა მან: „ვ ი ნ ა  ხ ა რ  შ ვ ი ლ ო“? (ჭავ.).

მდინარე უყეფს: „გ ზ ა  მ ო მ ე ც!“ (ვაჟა).

ვაჟა ერთგან წერს: „რ ა დ  ა რ ი ს  გ ა უ მ ა ძ ღ ა რ ი  ნ ე ტ ა ვ  ბ უ ნ ე ბ ა ზ ო გ ი სა?!“.

2. თუ პირდაპირი ნათქვამი თხრობითი წინადადებაა და მას მოსდევს ავტორის სიტყვები, პირდაპირი ნათქვამის შემდეგ მძიმე და ტირე იწერება.

„ქ ვ ე ს კ ნ ე ლ ს  დ ა ვ ა ლ,  მ ზ ი ს ა  შ უ ქ ი  მ ე ნ ა ტ რ ე ბ ა“, - თქვა სახნისმა.

„ყ ვ ე ლ ა  გ ო ნ ი ე რ ი  კ ა ც ი  ი გ ი ვ ე  წ ი გ ნ ი ა“ - წერს ილია ჭავჭავაძე „ოთარაანთ ქვრივში“.

3. თუ პირდაპირი ნათქვამი არაა თხრობითი წინადადება, მის შემდეგ იწერება სათანადო ნიშანი და ტირე.

„შ ე შ ა  ა რ ა  გ ა ქ ვ ს?“ - ჰკითხა სტუმარმა. (ჭავ.).

გ ზ ა!  გ ზ ა!“ - დაიძახა მჭექარე ხმით შავარდენმა. (ვაჟა).

„ა ხ,  ნ ე ტ ა ვ ი  შ ე ნ!“ - წაიდუდუნა. (ჭავ.).

„ე გ   ა ქ   რ ა   მ ო ს ა ტ ა ნ ი ა?!“ - ჰკითხა კესომ. (ჭავ.).

სავარჯიშო 1. ამოწერეთ ქვემოთ მოყვანილი წინადადებებიდან რომელია პირდაპირი ნათქვამი და რომელი ავტორის.

1. „ძალიან შეგცივდა?“ - მითხრა მამამ ღიმილით. (ვაჟა).

2 ბულბული მიუგებს პასუხად: „დიდებულო მეფევ! მე არ გახლავარ მეომარი და სისხლის მღვრელი“ (ვაჟა).

3. „ახ, რა უქმად, უმნიშვნელოდ მიდის ჩემი სიცოცხლე!“ - ამბობდა ხშირად ვერხვი. (ვაჟა).

4. ამ დროს ქვევიდან ხმა მომესმა: „ვაი, ვაი, დედილო, მგელი, დედილოჯან, მგელი!“ (ვაჟა).

სავარჯიშო 2. გადაიწერეთ 1-ლი სავარჯიშოს პირველი ორი მაგალითი, პირდაპირ ნათქვამს ხაზი გაუსვით. შემდეგ შეუცვალეთ ადგილები პირდაპირ ნათქვამსა და ავტორის სიტყვებს და იგივე მაგალითები ისე გადაიწერეთ; დაუსვით სასვენი ნიშნები და პირდაპირ ნათქვამს აქაც ხაზი გაუსვით ქვეშ (სათანადოდ შეცვალეთ ავტორის სიტყვების განლაგება).

სავარჯიშო  3. გადაიწერეთ. მაგალითები და დაუსვით სასვენი ნიშნები. აღნიშნეთ (ზეპირად), სად რა სასვენი ნიშანი დასვით და რატომ.

1. ჩხუბი მოგივიდა ჰკითხა - არჩილმა გიორგის (ჭავ.).

2. არ გიამა შვილო მკითხავდა დედა (ვაჟა).

3. დათიკომ თქვა ჩემი ლექსით დავამშვენებ წიგნს და ჟურნალს (გრიშ.).

4. წუხელის ვისთან ვიდექით ჰკითხა მამაჩემმა ბერუას (ვაჟა).

5. მარწყვმა თქვა მოვალ პირველად მე ვერა მისწრებს ხილია (ხალხ.). 6. რა მშვენიერია

6. რა მშვენიერია თქვა ერთმა (გოგ.).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ