მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6041 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რთული წინადადების ნაწილებს ზოგჯერ ერთი და იგივე ზმნა აქვთ, რომელიც ჩვეულებრივ დასახელებულია პირველ წინადადებაში, მომდევნო წინადადებაში (თუ წინადადებებში) კი გამოტოვებულია.

გამოტოვებული ზმნის ადგილას ტირე იწერება.

ქვეყანა მოსვენებული ი ყ ო, კახეთის ცა - მოწმენდილი. (ბარნ.).

შვლებს არჩვები მ ო ჰ ყ ვ ნ ე ნ, არჩვებს - ირმები, ირმებს - გარეული ღრები, ღორებს - დათვები. (ვაჟა)

პირველ მაგალითში გამოტოვებულია - ი ყ ო, მეორეში - მ ო ჰ ყ ვ ნ ე ნ.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ რომელი სიტყვაა გამოტოვებული ტირეს ადგილას.

1. ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა, წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ, ყვავილნი - მიწას და მიწა - თავის აღზრდილთა მცინარეთ. (ვაჟა).

2. ჩემი ხატია სამშობლო, სახატე - მთელი ქვეყანა. (წერ.).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ, თუ სად რა წესის მიხედვით არის ნახმარი მძიმე და ტირე.

1.

ა) ისევ დღე დღეს მისდევდა, კვირას - კვირა, წელიწადს - წელიწადი. (ჯავახ).

ბ) შაშვი ტყეს, მთებს, ცას, დედამიწას - ყველაფერს მადლობას სწირავდა. (ვაჟა).

2.

ა) კაცი, მხეცი და ჩიტები - ყველა საქმეს ჰკიდებს ხელსა. (ერ.).

ბ) სიტყვა თესლია, საქმე - ნაყოფი. (წერ.)


სავარჯიშო 3. გადაიწერეთ მაგალითები და დასვით სასვენი ნიშნები.

1. ერთი მეორეს აჩუმებდა მეორე მესამეს მესამე მეოთხეს. (ვაჟა).

2. სწავლა წყაროა ცხოვრების სიბრძნე მისი ნაკადული და ნაყოფი მათი ერთად შვება ლხენა სიხარული. (წერ.)

3. დღეს ღამე მოსდევს დარს ავდარი ტკბილს მწარე სიცოცხლეს სიკვდილი ლხინს მწუხარება ასეთია წუთისოფელი. (ვაჟა).

4. ხვნა თესვა თოხნა მკა ყველაფერი შეისწავლა პაწია აკაკიმ. (ევდ.)

5. ცას ამშვენებს დღის ნათელი მებრძოლს მკლავი მამაცური. (ვ.გორგ).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ