მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6299 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მიმართვასთან იხმარება მძიმე ან ძახილის ნიშანი.

ცალკე მდგომი მიმართვის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება.

ლუარსაბ! - დაუძახა ქმარს დარეჯანმა. (ჭავ.).

გაბრიელ! - მომაძახა მე იმან. (ჭავ.).

თუ მიმართვა წინადადების თავშია და ძლიერი გრძნობით და დიდი შესვენებით (პაუზით) არის წარმოთქმული, მის შემდეგ ძახილის ნიშანი იწერება, ხოლო სხვა შემთხვევაში მძიმე დაისმის.

ა მ ხ ა ნ ა გ ე ბ ო! განახლების ზარმა დარეკა. (ტაბ.).

ძ მ ო ბ ი ლ ო, კარი გააღე! (ევდ.).

დ ი დ ე ბ უ ლ ო  მ ე ფ ე ვ! მე არა ვარ მეომარი და სისხლის მღვრელი. (ვაჟა).

ჩემო პატარა მკითხველებო, მე მინდა გიამბოთ ჩემი თავგადასავალი. (ევდ.).

თუ მიმართვა წინადადების შიგნითაა, მძიმეებით გამოიყოფა.

ახლა მ ე გ ო ბ ა რ ო, მაღლა ავფრინდეთ! (ვაჟა).

თქვენ იცით, ჩემო პატარა მკითხველებო, კოშკი რა არის? (ყაზ.)

თუ მიმართვა წინადადების ბოლოშია, მის წინ მძიმე დაისმის, შემდეგ კი ის ნიშანი იწერება, რომელიც წინადადებას შეეფერება.

- წვიმს? - წვიმს, ბ ა ტ ო ნ ო. ( კ. ლორთქ.).

რა გითხრა, ა დ ა მ ი ა ნ ო? (ჭავ.).

გამიშვი, ა დ ა მ ი ა ნ ო! (ჭავ.).

რა მშვენიერი რამა ხარ, დ ი ლ ი ს  რ ი ჟ რ ა ჟ ო! (ჭავ.).

რატომ არ მღერით, მ თ ე ბ ო?! (ვაჟა).

სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები. გამოარკვიეთ: ა) გავრცობილია მიმართვა თუ გაუვრცობელი; ბ) სად დგას ის; გ) როგორ გამოიყოფა ინტონაციურად ზეპირმეტყველებაში და სად რა სასვენი ნიშანია ნახმარი წერისას.

1. - დათო! დაუყვირა ბატონმა. - ბატონო! - სადღაც შორიდან მოისმა დათოს ხმა. (ჭავ.).

2. - ლუარსაბ! - დაუძახა ძმას დავითმა. - მოგვატყუეს. (ჭავ.).

3. წამო, მეგობარო, წამო, წავიდეთ. (ვაჟა).

4. მზეო, დამხედე, წვიმავ, დამნამე! (ვაჟა).

5. დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი. (ვაჟა.).

6. რა მშვენიერი რამა ხარ, დილის ცვრით პირდაბანილო ქვეყანავ. (ჭავ.).

7. სად ბრძანდებოდი, ჩემო შერმადინ? (ჭავ.).

8. გამარჯვება, ფითრო! (რაზ.).

სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები. აღნიშნეთ, სად დგას მიმართვა (წინადადების თავში, შუაში თუ ბოლოში) და რა სასვენი ნიშანია მასთან ნახმარი. შემდეგ შეუცვალეთ მიმართვას ადგილი და მაგალითები ისე გადაიწერეთ. მიმართვას დაუსვით სასვენი ნიშნები და ქვეშ ხაზი გაუსვით.

1. მალე გცოდნია, ძმობილო, პირობის ასრულება. (ჭავ.).

2. რა ამბავია, კაცო, შენს თავს? (ლომ).

3. ჩემო პატარა მკითხველებო, მე მინდა გიამბოთ ჩემი თავგადასავალი (ევდ.)

4. ვინა ხარ, შვილო? (ჭავ.).

5. ეს არის შენი პასუხი, ზოსიმე? (ქიაჩ.).

სავარჯიშო 3. გადაიწერეთ. მაგალითები და დაუსვით სასვენი ნიშნები. მიმართვას ხაზი გაუსვით ქვეშ. და აღნიშნეთ, სად რა სასვენი ნიშანი დასვით და რატომ.

1. - თამრო - შევკივლე მე კანკალით და თრთოლვით. - გაბრიელ - მომაძახა იმან (ჭავ.).

2. დათიკო არ გეცოდება იმის დროული მამა (ჭავ.).

3. მეგობარო ვერ მეტყვი, გერას ნახვა აქ სად შეიძლება (ქიაჩ.).

4. რაო ძმობილო ჩემთან საქმე ხომ არა გაქვს (ჭავ.).

5. ჰოო, მართალია მეგობარო (ვაჟა).

6. რა გატირებს ადამიანო (ჭავ.).

7. მშვიდობით და გამარჯვებით გამარჯვებულო გაბრიელ (ჭავ.).

8. ხელი არ ახლო მეგობარო (ქიაჩ.).

9. გამარჯობა გიორგი - გაგიმარჯოს არსენ (ჯავახ.).

10. რა შენი საკადრისია მეგობარო - ეუბნებოდა კოდალა (ვაჟა).

სავარჯიშო 4. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, ერთი და იგივე სიტყვა რა შემთხვევაშია ქვემდებარე და რა შემთხვევაში - მიმართვა.

1. ა) ნინო კარგად სწავლობს.

ბ) ნინო, როგორ სწავლობ?

2. ა) დედა, რომელი საათია?

ბ) დედა წიგნს კითხულობს.

3. ა) ელენე სურათს ხატავს.

ბ) ელენე, სურათს ხატავ?

4. ა) გიორგი ხუთოსანი მოსწავლეა.

ბ) გიორგი, ხომ ხარ ხუთოსანი მოსწავლე?

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ