მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5307 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

წოდებით ბრუნვაში დასმულ სახელს მიმართვა ჰქვია.

მიმართვა გაუვრცობელია (ე. ი. ერთი სიტყვით არის გადმოცემული) ან გავრცობილია მიმყოლი სიტყვებით.

მ ე გ ო ბ რ ე ბ ო, წინ, წინ, გასწით! (ევდ.).

თქვენ იცით, ჩემო პატარა მ კ ი თ ხ ვ ე ლ ე ბ ო  კოშკი რა არის? (ყაზ.).

პირველი მაგალითში მიმართვა გაუვრცობელია, მეორეში - გავრცობილი.

ადამიანის საკუთარი სახელი მიმართვისას ფუძის სახით იხმარება.

- ლ უ ა რ ს ა ბ! - დაუძახა ძმას დავითმა. (ჭავ.).

- მშვიდობით, ჩემო  გ ა ბ რ ი ე ლ! (ჭავ.)

შენ კარგად იცნობ, ს ო ლ ო მ ო ნ  ჩემს გულს. (ბარ.).

ადამიანის საკუთარ სახელს მიმართვისას ხშირად არასწორად ხმარობენ. მაგ: გაიგონებთ: გ უ რ ა მ ი, მოდი აქ! ნ ო დ ა რ ი, სად ხარ? მიმართვისას უნდა: გურამ! ნოდარ! ვახტანგ! ოთარ! ზურაბ! ნუგზარ! ჯემალ! თამარ! დარეჯან! მერაბ! (და არა: გურამი! ნოდარი! ვახტანგი! თამარი!.. და ა.შ...).

სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. გაუვრცობელ მიმართვას სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, გავრცობილს - კლაკნილი. აღნიშნეთ რომელი ბრუნვაში დგას მიმართვა. შემდეგ მაგალითები წაიკითხეთ გამომეტყველებით.

1. ღმერთო, ნუ დაგეკარგავ! ბედო, ნუ გვიმტყუნებ, დედამიწავ, კიდევ გაგვიჩინე ბინა. (ვაჟა).

2. ჩემო ციცინათელა, საით ფრენ ნელა-ნელა? (წერ.).

3. მშვიდობით, ჩემო გაბრიელი (ჭავ.).

4. დაილოცე ცივო მთის წყაროვ, რომელი ღვინო შეგედრებაო?! (ვაჟა).

5. მარაბდელებო, ყური მიგდეთ და გაიგონეთ! (ჯავახ.).

6. ეგ, მეგობრებო, მეც მჯერა. (წერ.).

სავარჯიშო 2. ქვემოთ დასახელებული ადამიანის საკუთარ სახელთაგან სამი გამოიყენეთ მიმართვად და შეადგინეთ მარტივი წინადადებები. მაგალითები ჩაიწერეთ რვეულში,

გაბრიელ. ტარიელ. ავთანდილ. ფრიდონ. ომარ. რუსუდან. თამარ. ასმათ. თინათინ. დარეჯან. დავით. ჯიმშერ. თამაზ. ამირან.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ