მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3293 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთგვარ წევრთა შეერთება ორნაირია: კავშირიანი და უკავშირო.

მინდორი და ველი ყვავის (ერ.).

მურია ღრინავს, ყეფს, ტრიალებს. (რაზ.).

პირველ წინადადებაში ერთგვარ ქვემდებარეებს "და" კავშირი აერთებს. მეორეში კი ერთგვარი შემასმენლების შეერთება უკავშიროა.

როცა წინადადებაში ორზე მეტი ერთგვარი წევრია, შეერთება შეიძლება უკავშიროც იყოს და კავშირიანიც.

ტყე, მინდორი და ველი ბიბინებდა. (ევდ.).

ამ წინადადებაში შემასმენელთან სამი ქვემდებარეა დაკავშირებული. პირველი ორი ქვემდებარის შეერთება უკავშიროა, მეორისა და მესამისა - კავშირიანი. 

ჩანჩქერს  მ ი ა დ გ ა  კალმახი, შ ე ც ბ ა,  შ ე კ რ თ ა  და  გ ა ჩ ე რ დ ა (მ. ლებან.).

ამ წინადადებაში კი ერთ ქვემდებარესთან ოთხი შემასმენელია დაკავშირებული, რომელთაგანაც მეოთხე მესამესთა "და" კავშირით არის შეერთებული, დანარჩენი კი უკავშიროდ.

უკავშირო შეერთებისას ერთგვარ წევრთა შეერთების საშუალებაა ჩამოთვლის ინტონაცია (მაგალითად ოდნავი პაუზა).

უკავშიროდ შეერთებული ერთგვარი წევრები ერთმანეთისაგან მძიმით გამოიყოფა, თუ ისინი არ არიან შეერთებული "და" ან "თუ" კავშირით.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები გამომეტყველებით; დაიცავით ერთგვარ წევრთა წარმოთქმისათვის დამახასიათებელი ჩამოთლის ინტონაცია; აღნიშნეთ, სად რა სასვენი ნიშანია და რომელი წესის შესაბამისად.

1. ჩვენი ხუმრობა, მღერა, სიცილი ხეზედა მძინარე ფრინველს აფრთხობდა. (ჭავ.). 

2. თოვლს დაეფარა თეთრად მინდორი, ტყე და ველი. (ევდ.). 

3. კაცი თუ ქალი, დიდი თუ პატარა თავგამოდებით მუშაობდა. (ვაჟა). 

4. გარეთ ცივი ქარი ზმუის, კვნესის, ღრიალებს. (ჯავახ.). 

5. ქვა, მდელო, ჯაგი. თუ "ბუჩქნარი სალამს აძლევდა მას. (ბარნ.). 

6. ცხენოსანთა რაზმი. ხან ქარავანივით იწელებოდა ბილიკზე, ხან წყვილდებოდა და ისე მისდევდა გზას. (მრევლ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები და დასვით სასვენი ნიშნები. აღნიშნეთ (ზეპირად), სად რა სასვენი ნიშანი დასვით და რატომ. შემდეგ წინადადებები წაიკითხეთ გამომეტყველებით.

1. თავისი პატარა ბასრი კბილებით თაგვი ფესვებს უფუჭებს პურს სიმინდს ქერს შვრიას ღომსა და სხვა ჭირნახულს (გოგ.). 

2. სახლები ხეები გორაკები თოვლით დაიბარდნენ (დ. შენგ.). 

3. ვაშლით ატმით კაკლით მსხლით სულ სავსე იყო ბაღი (გოგ.). 

4. ჭალაში ბლომად იყო ტყემალი და ველური ლეღვი კომში და პანტაზღმარტლი და დაბარდული მაყვალი (გოთ.). 

5. უთავბოლო უზარმაზარი უღრანი და ბნელი ტყე ათასი იდუმალებით იყო სავსე (ჯავახ.).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ