მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 12605 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აგებულების მიხედვით წინადადება სამგვარია: მარტივი, შერწყმული და რთული.

მარტივი წინადადება ერთი ან რამდენიმე არაერთგვარი წევრისაგან შედგება.

დაღამდა. (რაზ.).

ტყე ხმაურობდა. (ჯავახ.).

გრილი ნიავი ქროდა. (გვეტ.).

დუდუნით მიდის პატარა მდინარე. (ლორთქ.).

ნაწვიმარ მინდორს თხელი ნისლი ეფინებოდა. (კ. ლორთქ.).

აზვირთებული ტალღები გემს ნაფოტივით ისროდნენ აქეთ-იქით. (გვეტ.).

გვიან ამოსული მთვარე ნარიყალაზე ვერცხლის ფარივით ეკიდა. (გვეტ.).

პირველ წინადადებაში ერთი წევრია (შემასმენელი), მეორეში - ორი (ქვემდებარე და შემასმენელი), მესამეში - სამი, მეოთხეში - ოთხი, მეხუთეში - ხუთი, მეექვსეში - ექვსი, მეშვიდეში - შვიდი.

მარტივ წინადადებაში შეიძლება იყოს შვიდზე მეტი წევრიც. მაშასადამე, მარტივი წინადადება ერთწევრიანია ან მრავალწევრიანი.

სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რამდენი წევრია თითოეულ მარტივ წინადადებაში აღნიშნეთ, რომელი წევრი რომელ წევრთან არის დაკავშირებული და რა კითხვაზე მიუგებს.

1. ბინდდებოდა. ნელი სიო ოდნავ არხევდა ფოთლებს. (გვეტ.).

2. ქარი ქროდა. (ვაჟა).

3. ფოთლებზე ცვარი კამკამებდა. (გვეტ.).

4. მდუმარედ იდგნენ თეთრი კოშკები. (გამს.).

5. წვიმის წვეთები ცურავენ ფანჯრის მინებზე. (ტაბ.).

6. ნაცრისფერ ცაზე ფერმიხდილი მთვარე ზანტად მიიზლაზნება. (ლორთქ.).

7. გადახრილი მზე უხვად აფრქვევდა სხივებს ამწვანებულ სოფელს. (გვეტ.).

8. ვერცხლისფერ ნამზე მოციალე სხივები მხიარულად დასთამაშებდნენ ხავერდოვან მდელოს. (რ. ჯაფ.).

სავარჯიშო 2. გადაიწერეთ. მაგალითები, შემასმენელს ერთი სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, ქვემდებარეს ორი, დანარჩენებს - კლაკნილი და მარჯვნივ (ფრჩხილებში) მიუწერეთ შესაბამისი კითხვა.

1. ქარი ქროდა, თოვდა, ნამქერი ტრიალებდა. (რაზ.),

2. მატარებელი ზანტად დაიძრა. (გვეტ.).

3. დილის ნისლი თანდათან იფანტებოდა. (გვეტ.).

4. თვალჟუჟუნა ვარსკვლავები ციმციმებენ ლაჟვარდ ცაზე. (გრიშ.).

5. ცაზე თანდათან ჩნდებოდნენ ფეტვივით წვრილი ვარსკვლავები, (კ. ლორთქ.).

6. აივანზე მდგარი ლილე შესცქეროდა კიბეზე ამომავალ სტუმრებს. (გ. აბაშ.).

სავარჯიშო 3. რომელიმე მოთხრობიდან ამოიწერეთ ორ-, სამ- და ოთხწევრიანი მარტივი წინადადებები. შემასმენელს ერთი ხაზი გაუსვით ქვეშ, ქვემდებარეს - ორი, დანარჩენებს - კლაკნილი და მარჯვნივ (ფრჩხილებში) მიუწერეთ შესაბამისი კითხვა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ