მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7514 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შემასმენელი ჰქვია წინადადების წევრს, რომელიც გამოხატავს საგნის მოქმედებას ან მდგომარეობას, ან მიგვითითებს თუ რა მოსდის საგანს, როგორია საგანი, ვინ არის ან რა არის საგანი.

შემასმენელი მოგვიგებს კითხვებზე:

რას შვრება საგანი?

რა მოსდის საგანს?

რა მდგომარეობაშია საგანი?

ვინ არის საგანი?

რა არის საგანი?

მაგალითები კითხვების მიხედვით:

რას შვრება ბულბული? - ბულბული  გ ა ლ ო ბ ს.

რა მოსდის მუხას? - მუხა  ხ მ ე ბ ა.

რა მდგომარეობაშია ბავშვი? - ბავშვი  წ ე ვ ს.

როგორია შაქარი? - შაქარი  ტ კ ბ ი ლ ი ა.

ვინ არის ის კაცი? - ის კაცი  მ წ ე რ ა ლ ი ა.

რა არის ია? - ია  ყ ვ ა ვ ი ლ ი ა.

სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები, გამოყავით შემასმენელი და გამოარკვიეთ, რას აღნიშნავს და რა კითხვებზე მოგვიგებს თვითეული მათგანი:

1. სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს. (ტაბ.).

2. მთის ნიავი ჭალას აშრიალებს. (ჯავახ.).

3. სითბოსაგან რკინა ფართოვდება.

4. იქვე გდია იმისი ლახტი. (ვაჟა).

5. ცოდნა სიმდიდრეა. ცოდნა ხერხია. ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია. (ჭავ.)

6. ის კაცი ილია წინამძღვრიშვილია. (ჭავ.).

7. შოშია ლამაზი ფრინველია. (გოგ.).

სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. შემასმენელს გაუსვით ქვეშ ხაზი. გამოარკვიეთ, რა კითხვაზე მიუგებს თვითეული მათგანი:

1. მურია ღრინავს, ყეფს, ტრიალებს. (რაზ.).

2. ცა ვარსკვლავებით იჭედება. (მრევლ.).

3. კამეჩი წევს და იცოხნის. (ხალხ.).

4. ია მშვენიერი პაწაწინა სუნიანი ყვავილია. (რაზ.).

5. დათუნა ბარნაველი დინჯი ჭაბუკია. (ჯავახ.).

6. ჭალაში ღამის ფრინველი ფართხალებს. (ჯავახ.).

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ