მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 13336 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზმნიზედის რაობა

 

ზმნიზედა ჰქვია სრული მნიშვნელობის მქონე უცვლელ სიტყვას, რომელიც გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება. მაგ.:  „გ უ შ ი ნ  ა ქ  ძ ა ლ ი ა ნ  წ ვ ი მ დ ა“. ამ წინადადებაში სამი ზმნიზედაა. ამათგან პირველი (გუშინ) გვიჩვენებს, თუ  რ ო დ ი ს  წვიმდა, მეორე (აქ) - ს ა დ  წვიმდა, ხოლო მესამე (ძალიან) აღნიშნავს, თუ  რ ო გ ო რ  წვიმდა.

ზმნიზედა უმეტესად ზმნას ახლავს (პირიანსა თუ უპიროს). მაგ: ზემოთ დასახელებულ წინადადებაში სამივე ზმნიზედა პირიან ზმნას ახლავს. უპირო ზმნასთან ზმნიზედის ხმარების მაგალითებია:  ა ქ  მოსვლა,  ა ქ მოსული, ძ ა ლ ი ა ნ  აღელვებული და მისთ...

ზმნიზედა შეიძლება ახლდეს ზედსართავ სახელსა და თვით ზმნიზედასაც:  ო დ ნ ა ვ  წითელი,  ძ ა ლ ი ა ნ  თეთრი,  ძ ა ლ ი ა ნ  შორს და მისთ...

ზმნიზედა წინადადებაში გარემოებაა.


სავარჯიშო. გადაიწერეთ მაგალითები. ზმნიზედას გაუსვით ქვეშ ხაზი. განმარტეთ (ზეპირად), როგორ სიტყვას ახლავს ზმნიზედა.

1. გარეთ ცხენები ხვიხვინებდნენ (გვ.).

2. დაბლა მწყერი განაბულა (წერ.)

3. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე სუფევდა (გვ.).

4. ოქროპირი გვიან დაბრუნდა (გვ.).

5. შარშან ძალიან ცივი ზამთარი იყო.

6. ალექსი ძლიერ გამბედავი ბავშვი იყო (გოგ.).

7. აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა (წერ.)

8. ერთ სახლში თაგვები ძლიერ გამრავლდნენ (გოგ.).


ზმნიზედის ჯგუფები

 

შინაარსის მიხედვით ზმნიზედა შეიძლება იყოს: ადგილისა, დროისა, ვითარებისა, მიზეზისა, მიზნისა, ზომა-ოდენობისა და ჯერობისა. თითეულ ჯგუფში გამოიყოფა კითხვითი ზმნიზედები, რომლებზედაც მოგვიგებს შესაბამის ჯგუფში შემავალი ზმნიზედები.

 

ადგილისა - სად? / საიდან" / საითკენ" - წინ, უკან, ზევით, მაღლა, ირგვლივ, აქ, იქ, გარეთ, წინიდან, უკნიდან, მაღლიდან, გარედან, შორიდან, აქეთ, იქით, შინისკენ, ზევითკენ, ქვევითკენ.

დროისა - როდის? - ახლა, ხვალ, გუშინ, ზეგ, შემდეგ, მაშინ, გვიან.

ვითარებისა - როგორ? - ძლიერ, ნელა, ცერად, უკეთ, ასე, ისე, უცებ.

მიზეზისა - რატომ? - ამიტომ, მაგიტომ, იმიტომ.

მიზნისა - რისთვის? / რად? - ამისთვის, მაგისთვის, იმისთვის.

ზომა-ოდენობისა და ჯერობისა - რამდენად? / რამდენჯერ? / რა ზომით? - ამდენად, მაგდენად, იმდენად, მეტად, ნაკლებ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ, ოცჯერ, ასჯერ, ერთიორად, ერთიათად, სრულიად, მთლად, მთლიანად.

კითხვითი ზმნიზედებისაგან ნაწილაკის დართვით იწარმოება მიმართებითი ზმნიზედები, რომლებიც რთულ წინადადებაში გამოყენებულია, როგორც კავშირი: სადაც, საიდანაც, საითკენაც, როგორც, რამდენადაც, რამდენჯერაც და სხვ. მაგ: „პავლიამ ღიღინით გასწია იქითკენ,  ს ა დ ა ც  კაჭკაჭები ისხდნენ“ (რაზ.); „მამაჩემი ისე უვლიდა ვენახს, რ ო გ ო რ ც დედა უვლის შვილსა“ (გოგ.).


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. ადგილის ზმნიზედას გაუსვით ქვეშ ხაზი.

1. გარეთ ნელი, ჟუჟუნა წვიმა მოდიოდა (ვაჟა).

2. წაღმა, უკუღმა, მარჯვნივ თუ მარცხნივ, ყოველი მხრისკენ სჭრის მისი თვალი (წერ.)

3. შენ ზევითა ხარ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო? (წერ.)

4. გვრიტი ხან აქეთ აწყდებოდა, ხან იქით (გოგ.).

5. სილამაზითა ხოხობი შუაში ჩაისვიანო (ხალხ.).

6. საწყალი ბერი ქედანი ბოლოში მოიგდიანო (ხალხ.).

7. მაღლა ფოთლებში ელვარებს ვაშლი, სისხლივით წითელი, მას აქეთ-იქით აქანებს სიო საამო და ნელი (გოგ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. დროის ზმნიზედებს გაუსვით ქვეშ ხაზი.


1. მერე გადაჰკრა ხელი გავაზე და მყის გაიგდო ცხენი ბალახზე (ჭავ.).

2. მელიამ მაშინვე ჩხიკვის ბუდისკენ გასწია (რაზ.).

3. ხვალ საღამოთი ამოიარე, ვილაპარაკოთ (რაზ.). 4.

გუშინ მთელი დღე წვიმდა (ვაჟა)

5. მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი (ჭავ.).

6. ეგ ჭკუა წინათ უნდა გეხმარა, თორემ ახლა რაღას გიშველისო? (გოგ.).

7. კოლმეურნეებმა შარშან კარგი მოსავალი მიიღეს.


სავარჯიშო 3. გადაიწერეთ მაგალითები. ვითარების ზმნიზედას გაუსვით ქვეშ ხაზი.


1. აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა (ლოძ.).

2. ფიცხლავ წამოხტა ფეხზე.

3. დათვი ნება-ნება მოჯოჯავდა (ვაჟა) (ლომ.).

4. იმან ძალიან, ძალიან შემაფიქრიანა (ლომ.).

5. ვანომ აუჩქარებლივ გადახედა ამ რვეულს  (ყაზ.).

6. ის ბიჭი თავაუღებლივ კითხულობდა (ჭავ.).

7. ის დაუფიქრებლივ გაჰყვებოდა ვაჟიას (ყაზ ).

8. ისინი მიდიოდნენ ჩქარა და შეუსვენებლივ (წერ.) 


სავარჯიშო 4. გადაიწერეთ მაგალითები. მიზეზის ზმნიზედას გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, მიზნისას კი - ორი.


1. მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო (ჭავ.).

2. პაპამ სოფოს გუგული იმიტომ დაარქვა, რომ ადრე იღვიძებდა. ( ვაჟა).

3. განა შვილი იმისათვის მინდა, რომ მართლა შვილი მყავდეს (ჭავ.).

4. კარები მძიმე იყო და ამიტომ ფეხი ძალიან დაშავებოდა (გოგ.).

5. მაგიტომ იყავ სხვა ქვეყნებში?! (წერ.).

6. რაც ვთქვი, ისიც მიტომ ვთქვი (წერ.)

 

 

 

 

 

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ