მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 25066 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სექსის ხელისშემშლელი ფაქტორებისექსი - ფაქიზი და დელიკატური დარგია, ბევრი ადამიანი, სიყვარულის პროცესში არავის და არაფერს არ აქცევს ყურადღებას.

სხვებისთვის კი შეიძლება არსებობდეს მრავალი ფაქტორი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს სექსუალურ აქტზე და მისგან მიღებულ სიამოვნებაზე.

ასეთი ფაქტორი კი შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, ზოგი მნიშვნელოვანი, ზოგი ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ სინამდვილეში ყველა ეს ფაქტორი ხელს უშლის პარტნიორებს ამაღლებულ განწყობაში და სრულყოფილი სექსუალური აქტის ჩატარებაში.

ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა ის შესაძლო ფაქტორი, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ინტიმურ ურთიერთობებზე:

 

ცუდი მიკროკლიმატი - ვინმეს თანდასწრება, ცხადი თუ არაცხადი. ჭირვეული, მტირალა ბავშვები, შემთხვევით შემოსული მეზობელი ან მეგობარი, მშობლების ან ოჯახის სხვა წევრების ყოფნა თხელ კედელს მიღმა, საკეტის არ არსებობა იმ ოთახის კარებზე, სადაც იმყოფებით პარტნიორთან ერთად და მოლოდინი, რომ ვიღაც მოვა.

 

ხმაური - ფანჯრის მიღმა ტრანსპორტის ხმაური, ალკოჰოლი, ღრიანცელი, მეზობლების დაუგეგმავი გარჩევები და ა.შ - შეიძლება დაემთხვეს ყველაზე საპასუხისმგელო მომენტს და ხელი შეუშალოს თქვენს სიამოვნებას.

 

ტელეფონი - ეს შეეხება როგორც მობილურს, ისე სტაციონალურ აპარატებს. საკმარისია სექსუალური აქტის დროს - მკვეთრი სატელეფონო ზარი და მზარდი სიამოვნება მაშინვე შეიძლება დავიდეს არარაობაზე. მითუმეტეს თუ თქვენ გადაწყვეტთ უპასუხოთ ყველა სატელეფონო ზარს ან შეტყობინებას.

 

ტელევიზორი - სატელევიზიო გადაცემები ყურების დროს, გამომუშავდება აღმგზნები ჰორმონები, ამიტომ რაც უფრო დიდი ხანი უყურებთ ტელეეკრანს, მით უფრო ნაკლები ძალები და ემოციები დაგრჩებათ სექსუალური აქტისთვის.

განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს სექსუალური აქტის წინ თრილერების, მძაფრსიუჟეტიანი საშინელებათა ფილმების, ან თუნდაც ეროტიკის ყურება (გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეა, თუმცა არა ყველასთვის...), აგრეთვე სერიალები და თოქ-შოუები რომლებიც იწვევს ემოციურ აფეთქებას, რეალში კი აჩლუნგებს სექსუალურ ლტოლვას.

შეცდომაა უშუალოდ სექსუალური აქტის დროს ტელევიზორის ყურებაც, რადგან მას ნებისმიერ ვარიანტში გადააქვს  ყურადღება, რაც არ უნდა ფაქიზად შერჩეულ გადაცემას ან თუნდაც მუსიკალურ არხს უყურებდეთ.

ამიტომ უმჯობესია სექსუალური აქტის წინ და მის დროს, უარი თქვათ ტელევიზორზე და მის ადგილი სასიამოვნო მუსიკას დაუთმოთ.

 

სიბნელე - დიახ, ზოგ შემთხვევაში სრული სიბნელეც კი ხელისშემშლელია, რადგან ის კლავს ძალიან მნიშვნელოვან - მხედველობით (ვიზუალურ) ეროტიკულ ფაქტორს.

თუმცა ამავდროულად, რა თქმა უნდა კაშკაშა შუქიც არ არის კარგი ვარიანტი ინტიმური განმარტოვებისათვის. საუკეთესო შუალედია ბრის, ან ტორშერის სუსტი, ინტიმური შუქი.

 

სუნი - ძალიან მძაფრ სუნს შეუძლია გააღიზიანოს ყნოსვა, რითმიდან ამოგაგდოთ და ხელი შეუშალოს სექსუალურ განწყობას. მაგალითად სამზარეულოდან გამოსულ რომელიმე, თუნდაც მადისამღძვრელი კერძის სუნს.

ხელისშემლელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს ცუდი სუნი პირიდან ან სხეულის სხვა ნაწილებიდან, აგრეთვე ცუდად შერჩეული მძაფრსუნიანი სუნამო და სხვა...

 

სტრესი - გადაუდებელი საქმეები, დაღლილობა, მოდუნების უნარის არ ქონა, ერთ-ერთი პარტნიორის დათრგუნული ან შეშფოთებული შინაგანი მდგომარეობა, დეპრესია, გაღიზიანება და ასე შემდეგ... ეს ფაქტორები შესაძლებელია გახდეს სერიოზული უთანხმოების მიზეზი პარტნიორებს შორის, რასაც აუცილებლად მოჰყვება სექსუალური წარუმატებლობა. 

სექსუალურ აქტს შეიძლება ხელი შეუშალოს უბრალო, ელემენტალურმა ყოფითმა საყოფაცხოვრებო პრობლემებმაც, რომელსაც ვერ აგვარებთ.

 

არასწორი კვება - სრულყოფილი სექსის ხელისშემშლელი ფაქტორია მშიერი კუჭი ან ზედმეტი ნაყროვანება, უმჯობესია შუალედური „გასტრონომიული“ მდგომარეობა.

 

აგრეთვე: - უხეშობა, თავხედობა, ზედმეტი წონა, ცუდი ფიზიკური მონაცემები, სექსის საკითხებში გაუთვითცნობიერებელი ან გაუგებარი პარტნიორი, ავადმყოფობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, ასაკი (თუმცა არა ყველასთვის)...

 

Sex Shop / სექს შოპი ©  AMAZON.COM ანონიმურობა გარანტირებულია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ